Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა წარადგინა კომპაქტური ლეპტოპი Galaxy Book 3 Go 5G. გასული წლის დასაწყისში გამოსული Galaxy Book 2 Go ვერსიისგან ახალი მოდელი განსხვავდება 5G ქსელთან მუშაობის შესაძლებლობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

Samsung Galaxy Book 3 Go 5G-ს აქვს 14-დუიმიანი IPS-დისპლეი არეკვლის საწინააღმდეგო საფარით და FHD გაფართოებით, ასევე აქვს ვებ-კამერა და ორი დინამიკი თითო 1.5 ვატი სიმძლავრით და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ლეპტოპის სისქე მხოლოდ 15.5 მილიმეტრია, წონა - 1.43 კგ. 

მოწყობილობას საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon 7c+ Gen 3. პროცესორი წარმოებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს რვა ბირთვი (მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერის გარეშე) 2.4 გჰც-მდე სიხშირით, აგრეთვე გრაფიკული ბირთვი Adreno 642L. ლეპტოპს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ მოცულობის მყარი დისკი. 

ვტონომიურ რეჟიმში ლეპტოპი მუშაობს 42.3 ვტ/სთ ბატარეაზე. მიწოდების ნაკრებში შედის 45 ვატი სიმძლავრის დამტენი ბლოკი. 30-წუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს ლეპტოპის რვასაათიან ავტონომიურ მუშაობას. მოწყობილობა მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11-ზე. მწარმოებელმა აგრეთვე გაითვალისწინა Samsung Galaxy ეკოსისტემის რამდენიმე პროგრამის წინასწარ დაყენება, რომელთა შორისაა Quick Share, Second Screen, Buds Auto Switch და Multi Control. Samsung Galaxy Book 3 Go 5G-ზე მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.1, ორი USB Type-C პორტი, SD ბარათის სლოტი და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

Samsung Galaxy Book 3 Go 5G დაახლოებით 430 აშშ დოლარადაა შეფასებული. გაყიდვაში გამოვა მისი მხოლოდ ნაცრისფერი ვარიანტი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.