Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

  • ჰეჯ-ფონდების მიერ მართული კრიპტოვალუტების საშუალო ღირებულება 44%-ით გაიზარდა. 
  • ბიზნესმა დიდი დარტყმა მიიღო FTX-ის გაკოტრების შემდეგ, მაგრამ ინდუსტრიის მონაწილეები სამომავლო აღდგენას ელიან. 

გასული 12 თვის განმავლობაში კრიპტოვალუტების ჰეჯ-ფონდებში დაფიქსირდა აქტივების ღირებულების საშუალო ზრდა 44%-ით, რაც აღდგენას წარმოადგენს 2022 წელს 55%-იანი კლებიდან, წერს Bloomberg. 

image.png 

კრიპტოვალუტების ჰეჯ-ფონდების და Bitcoin-ის დინამიკა 2023 წელს. წყარო: Bloomberg. 

Pantera Capital-ის წარმომადგენლის თქმით კომპანიის ლიკვიდური ტოკენების ფონდი თითქმის 80%-ით გაიზარდა. დაწესებულების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოზიციაა dYdX მონეტა. Bitcoin-ისა და Ethereum-ის წილი ერთად 40%-ზე ნაკლებს შეადგენს. 

Stoka Global-ის ღირებულება, რომელიც ძირითადად Altcoin-ებში ახდენს ინვესტირებას, 30 ნოემბრისთვის 268%-ით გაიზარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰეჯ-ფონდების საშუალო შემოსავალი Bitcoin-ის 150%-იანი მაჩვენებლიდან შორს არის, ინდუსტრიიის ბევრი მონაწილე ამ მიმართულების ზრდის დაჩქარებას ელოდება სამომავლოდ. 

„როგორც ჩანს, კიდევ ერთი ტოკენ-მანია დგება. მრავალი თვალსაზრისით 2023 წელი საოცნებო წელი იყო“, - განაცხადა Chainview Capital-ის თანადამფუძნებელმა დენ სლავინმა. 

პირველი კრიპტოვალუტის პოზიტიური დინამიკის წყალობით პოტენციური ინვესტორები კვლავ „უპასუხებენ ფონდების მენეჯერების სატელეფონო ზარებს, რადგან ჰეჯირება იაფი რჩება“, აღნიშნა მან. 

Bloomberg-ის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ კრიპტო ფონდების ინდექსმა დააფიქსირა ყველაზე შთამბეჭდავი წარმადობა სხვა ტრადიციულ სტრატეგიებთან შედარებით, რომლებსაც ისინი თვალყურს ადევნებდნენ. 

ამავდროულად, Galaxy Digital-ის VisionTrack ინდექსში 712 კრიპტო ფონდიდან 250 დაიხურა 2023 წელს. მაგალითად, Galois Capital-მა გადაწყვიტა საქმიანობის შეწყვეტა, რადგან ორგანიზაციის თანხების უმეტესი ნაწილი FTX-ში იყო ჩარჩენილი. 

”კომპანიები, რომლებსაც 2022 წელს ცუდი შედეგები ქონდათ, შემდგომი წლის პირველ ნახევარში შთანთქმის წინაშე დადგნენ,” - განაცხადა ანალიტიკოსმა ბეილი იორკმა. 

თუმცა ვითარება შეიცვალა წლის მეორე ნახევარში, როდესაც კრიპტო ბაზარი აღდგა შეერთებულ შტატებში Spot Bitcoin ETF-ებით გამოწვეული მღელვარების გამო. 

ინდუსტრიამ ასევე „შვებით ამოისუნთქა“ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნოემბერში FTX-ის დამფუძნებელი სემ ნკმენ-ფრიდი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის ყველა ბრალდებაში, განაცხადა სედი რენიმ, ჰეჯ-ფონდის Strix Leviathan-ის თანადამფუძნებელმა. მან აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში ინვესტორების ინტერესი კრიპტო საინვესტიციო პროდუქტების მიმართაც გაიზარდა. 

Alt Tab Capital-ის ხელმძღვანელმა გრეგ მორიცმა ისაუბრა ფონდის აქტივების 2%-ზე, რომელიც გაკოტრებულ საფონდო ბირჟაზეა ჩარჩენილი. კომპანია ამჟამად მეორად ბაზარზე პრეტენზიების ლიკვიდაციის პროცესშია. 

მორიცი ელოდება, რომ ორგანიზაციის მართვის ქვეშ არსებული თანხები წლის ბოლომდე დაახლოებით 30%-ით გაიზრდება. 

”ჩვენ ძალიან აგრესიულ პოზიციაში ვიმყოფებით მოახლოებული ხარული აღმასვლისთვის. მთლიანობაში, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს წელი გამოჯანმრთელების პერიოდად იქცა“, - აღნიშნა მან. 

მისი აზრით კრიპტო ბაზარი იმპულსს მიიღებს მაკროეკონომიკური და ინდუსტრიული მოვლენების კომბინაციისგან, მათ შორისაა ინფლაციის სტაბილიზაცია, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის უარი საპროცენტო განაკვეთების გაზრდაზე და Bitcoin-ის განახევრება. 

ადრე ანალიტიკოსებმა აღნიშნეს პირველი კრიპტოვალუტის ზრდის პოტენციალი 160 ათას აშშ დოლარამდე ამავე ფაქტორების გამო. CryptoQuant ექსპერტების აზრით აქტივის ფასი გაიზრდება 54 ათას აშშ დოლარამდე ETF-ის გამოშვების შემდეგ, შემდეგ კი კიდევ უფრო მეტად - მაინერები ჯილდოს შემცირების ფონზე. 

შეგახსენებთ, რომ 16-22 დეკემბრის პერიოდში კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებში შემოსულმა თანხამ 103 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.