Magdalena Posted January 8, 2024 Posted January 8, 2024 ჰეჯ-ფონდების მიერ მართული კრიპტოვალუტების საშუალო ღირებულება 44%-ით გაიზარდა. ბიზნესმა დიდი დარტყმა მიიღო FTX-ის გაკოტრების შემდეგ, მაგრამ ინდუსტრიის მონაწილეები სამომავლო აღდგენას ელიან. გასული 12 თვის განმავლობაში კრიპტოვალუტების ჰეჯ-ფონდებში დაფიქსირდა აქტივების ღირებულების საშუალო ზრდა 44%-ით, რაც აღდგენას წარმოადგენს 2022 წელს 55%-იანი კლებიდან, წერს Bloomberg. კრიპტოვალუტების ჰეჯ-ფონდების და Bitcoin-ის დინამიკა 2023 წელს. წყარო: Bloomberg. Pantera Capital-ის წარმომადგენლის თქმით კომპანიის ლიკვიდური ტოკენების ფონდი თითქმის 80%-ით გაიზარდა. დაწესებულების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოზიციაა dYdX მონეტა. Bitcoin-ისა და Ethereum-ის წილი ერთად 40%-ზე ნაკლებს შეადგენს. Stoka Global-ის ღირებულება, რომელიც ძირითადად Altcoin-ებში ახდენს ინვესტირებას, 30 ნოემბრისთვის 268%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰეჯ-ფონდების საშუალო შემოსავალი Bitcoin-ის 150%-იანი მაჩვენებლიდან შორს არის, ინდუსტრიიის ბევრი მონაწილე ამ მიმართულების ზრდის დაჩქარებას ელოდება სამომავლოდ. „როგორც ჩანს, კიდევ ერთი ტოკენ-მანია დგება. მრავალი თვალსაზრისით 2023 წელი საოცნებო წელი იყო“, - განაცხადა Chainview Capital-ის თანადამფუძნებელმა დენ სლავინმა. პირველი კრიპტოვალუტის პოზიტიური დინამიკის წყალობით პოტენციური ინვესტორები კვლავ „უპასუხებენ ფონდების მენეჯერების სატელეფონო ზარებს, რადგან ჰეჯირება იაფი რჩება“, აღნიშნა მან. Bloomberg-ის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ კრიპტო ფონდების ინდექსმა დააფიქსირა ყველაზე შთამბეჭდავი წარმადობა სხვა ტრადიციულ სტრატეგიებთან შედარებით, რომლებსაც ისინი თვალყურს ადევნებდნენ. ამავდროულად, Galaxy Digital-ის VisionTrack ინდექსში 712 კრიპტო ფონდიდან 250 დაიხურა 2023 წელს. მაგალითად, Galois Capital-მა გადაწყვიტა საქმიანობის შეწყვეტა, რადგან ორგანიზაციის თანხების უმეტესი ნაწილი FTX-ში იყო ჩარჩენილი. ”კომპანიები, რომლებსაც 2022 წელს ცუდი შედეგები ქონდათ, შემდგომი წლის პირველ ნახევარში შთანთქმის წინაშე დადგნენ,” - განაცხადა ანალიტიკოსმა ბეილი იორკმა. თუმცა ვითარება შეიცვალა წლის მეორე ნახევარში, როდესაც კრიპტო ბაზარი აღდგა შეერთებულ შტატებში Spot Bitcoin ETF-ებით გამოწვეული მღელვარების გამო. ინდუსტრიამ ასევე „შვებით ამოისუნთქა“ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნოემბერში FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის ყველა ბრალდებაში, განაცხადა სედი რეინიმ, ჰეჯ-ფონდის Strix Leviathan-ის თანადამფუძნებელმა. მან აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში ინვესტორების ინტერესი კრიპტო საინვესტიციო პროდუქტების მიმართაც გაიზარდა. Alt Tab Capital-ის ხელმძღვანელმა გრეგ მორიცმა ისაუბრა ფონდის აქტივების 2%-ზე, რომელიც გაკოტრებულ საფონდო ბირჟაზეა ჩარჩენილი. კომპანია ამჟამად მეორად ბაზარზე პრეტენზიების ლიკვიდაციის პროცესშია. მორიცი ელოდება, რომ ორგანიზაციის მართვის ქვეშ არსებული თანხები წლის ბოლომდე დაახლოებით 30%-ით გაიზრდება. ”ჩვენ ძალიან აგრესიულ პოზიციაში ვიმყოფებით მოახლოებული ხარული აღმასვლისთვის. მთლიანობაში, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს წელი გამოჯანმრთელების პერიოდად იქცა“, - აღნიშნა მან. მისი აზრით კრიპტო ბაზარი იმპულსს მიიღებს მაკროეკონომიკური და ინდუსტრიული მოვლენების კომბინაციისგან, მათ შორისაა ინფლაციის სტაბილიზაცია, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის უარი საპროცენტო განაკვეთების გაზრდაზე და Bitcoin-ის განახევრება. ადრე ანალიტიკოსებმა აღნიშნეს პირველი კრიპტოვალუტის ზრდის პოტენციალი 160 ათას აშშ დოლარამდე ამავე ფაქტორების გამო. CryptoQuant ექსპერტების აზრით აქტივის ფასი გაიზრდება 54 ათას აშშ დოლარამდე ETF-ის გამოშვების შემდეგ, შემდეგ კი კიდევ უფრო მეტად - მაინერების ჯილდოს შემცირების ფონზე. შეგახსენებთ, რომ 16-22 დეკემბრის პერიოდში კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებში შემოსულმა თანხამ 103 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. http://tinyurl.com/2wpyuc3k Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.