Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP ემზადება გამოუშვას კომპაქტური 14-დუიმიანი გეიმინგ ლეპტოპი Omen Transcend 14. მასში წარმოდგენილი იქნება Intel Core Ultra 100H სერიის პროცესორები, ასევე NVIDIA GeForce RTX 40 სერიის დისკრეტული ვიდეო ბარათებ. თავად HP ახალ პროდუქტს უწოდებს „ყველაზე მსუბუქ 14-დუიმიან გეიმინგ ლეპტოპს მსოფლიოში“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Windows Report / HP 

Windows Report-ის თანახმად ლეპტოპი Omen Transcend 14 გამოვა CES 2024-ზე მომავალი წლის დასაწყისში. ახალ ლეპტოპს საფუძვლად დაედება 16-ბირთვიანი და 22-ნაკადიანი Core Ultra 7 155H სიხშირით 4.8 გჰც-მდე ან ფლაგმანური 16-ბირთვიანი და 22-ნაკადიანი Core Ultra 9 185H სიხშირით 5.1 გჰც-მდე. პირველ ჩიპს ნომინალური TDP-ის დონეა 28 ვატი. მეორე პროცესორის ნომინალური ენერგომოხმარება 45 ვატი, ხოლო მაქსიმალური - 115 ვატი. 

image.jpeg 

მოწყობილობაში წარმოდგენილი იქნება 16 ან 32 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5x-7467, 512 გბ, 1 ან 2 ტბ მოცულობის SSD M.2 PCIe 4.0. აგრეთვე სამი დისკრეტული ვიდეო ბარათის არჩევანი: GeForce RTX 4050, RTX 4060 ან RTX 4070. ყველა მათგანს ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება. 

image.jpeg 

HP Omen Transcend 14-ს ექნება 14-დუიმიანი OLED დისპლეი 2.8K (2880 × 1800 პიქსელი) გაფართოებით. ეკრანზე მხარდაჭერილია კადრის დინამიური განახლების სიხშირე (VRR) 48-დან 120 ჰერცამდე, მატრიცის რეაგირების დრო კი 0.2 მილიწამს შეადგენს. SDR-სიკაშკაშის მაჩვენებლია 400 კდ/2და HDR-სიკაშკაშე - 500 კდ/2, აგრეთვე მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 71 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს მოწყობილობის 11.5-საათიან ავტონომიურ მუშაობას. კომპლექტში შედის 140-ვატიანი USB-C დამტენი. HP Omen Transcend 14-ის ზომაა 313 × 233.5 × 17.99 მმ, წონა - 1637 გრამი, რაც მართლაც მცირეა ლეპტოპის კომპონენტების გათვალისწინებით. 

image.jpeg 

ლეპტოპის დანარჩენი მახასიათებლებია ვებ-კამერა 1080p გაფართოებით, ორი დინამიკი DTS:X Ultra-სა და HP Audio Boost 2.0-ის მხარდაჭერით, უსადენო კონტროლერი Intel BE200 Wi-Fi 7-ისა და Bluetooth 5.4-ის მხადაჭერით, რამდენიმე USB-კონექტორი Thunderbolt 4 ინტერფეისის ჩათვლით, HDMI პორტი და კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

image.jpeg 

HP Omen Transcend 14 ხელმისაწვომი იქნება შავი და თეთრი კორპუსის მქონე ვარიანტებად. მისი გაყიდვის დაწყებისა დროისა და ფასის შესახებ CES 2024-ზე გახდება ცნობილი. 

 

Posted

ისე ეგ ახალი მობილური RTX 4070 8gb VRAM-ზე დაახლოებით ძველი RTX3070Ti ვიდეოკარტის წარმადობით ყოფილა დესკტოპზე რაც გამოუშვეს მანამდე, მთავარი მინუსი ისევ 8გბ VRAM, რომელიც აღარაა უკვე საკმარისი, მინიმუმ 11-12გბ VRAM მაინც უნდა უკვე თამაშებს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.