Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-ის დოკუმენტებმა გამოავლინა დეტალები გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია MetalFX-ის შესახებ. Apple-ის პროგრამულ უზრუნველყოფ Legal & Regulatory განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია მიუთითებს, რომ MetalFX დამყარებულია AMD-ის FidelityFX Super Resolution (FSR) მასშტაბირების ტექნოლოგიაზე, წერს პორტალი Notebook Check. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

Apple აღწერს MetalFX-ს, როგორც ფრეიმვორქს, რომელიც ინტეგრირდება Metal API-სთან, რათა გააუმჯობესოს გამოსახულების ხარისხი საწყისი დაბალი გაფართოებიდან უფრო მაღალ, გამომავალ გაფართოებამდე. ამავდროულად, ის უმკლავდება დავალებას უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე სჭირდება GPU-ს გამოსახულების თავდაპირველად მაღალი გაფართოებით გადაღებისთვის. 

image.png 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შემცირდეს აპარატული რესურსების გამოყენებდა ამავდროულად გაიზარდოს გეიმინგ წარმადობის დონე. ბოლო დრომდე ვარაუდობდნენ, რომ Apple-მა MetalFX მთლიანად შიდა პირობებში შეიმუშავა. თუმცა, კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სალიცენზიო ხელშეკრულებების უფრო დეტალურად დათვალიერებამ ცხადყო, რომ MetalFX-ის საფუძვლად AMD FSR ტექნოლოგიაა გამოყენებული. 

image.png 

FSR-მასშტაბირებისგან განსხვავებით MetalFX-ს არ აქვს ღია კოდი. Apple-მა, სავარაუდოდ, შეცვალა ტექნოლოგია თავისი საჭიროებების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ MetalFX მოიცავს დროის და სივრცითი მასშტაბირების ტექნოლოგიების მხარდაჭერას, ასევე სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც AMD-ის FSR ტექნოლოგიის ძირითადი ელემენტებია. ასევე საინტერესოა, რომ ბევრი თამაში, რომელიც უკვე გამოვიდა Apple-ის მოწყობილობებისთვის ან გამოვა - მაგალითად, Death Stranding, No Man's Sky, Resident Evil Village, Myst, Resident Evil 4, Assassin's Creed Mirage, Lies of P, Baldur's Gate. 3 და The Medium, ასევე მხარდაჭერილი იქნება AMD FSR-ით. 

გეიმინგ დეველოპერებისთვის, რომლებიც AMD FSR-ის მხარდაჭერის მქონე პროექტებპორტირებას ახდენენ macOS-ზე, აშკარად უფრო მოსახერხებელია ამ თამაშებში MetalFX მხარდაჭერის დანერგვა, რადგან ორივე ტექნოლოგია ერთმანეთს ძალიან ჰგავს. იგი ასევე ხელს უწყობს ახსნას, თუ როგორ მუშაობს სრულფასოვანი კომპიუტერული თამაში Resident Evil Village შეუფერხებლად iPhone 15 Pro-A17 Pro მობილური პროცესორზე. 

მაშინაც კი, თუ Apple არ იხდის რაიმე თანხას AMD-ის FidelityFX Super Resolution-ის გამოყენებისთვის, ამ უკანასკნელს მაინც შეუძლია მისგან სარგებლის მიღება. გეიმინგ დეველოპერებმა იციან, რომ FSR MetalFX-ის საფუძველია და უფრო მეტადაა სავარაუდო, რომ დანერგონ FSR-ის მხარდაჭერა თავიანთ პროექტებში. ამრიგად, ეს ხელს შეუწყობს AMD-ის ტექნოლოგიის გავრცელების დაჩქარებას. Apple-ის გადმოსახედიდან რაც უფრო მეტი დეველოპერი ქმნის თამაშებს, რომლებიც მხარს უჭერენ FSR-ს, მით უფრო დიდია შანსი, რომ ეს თამაშები საბოლოოდ მის პლატფორმაზეც აღმოჩნდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.