Magdalena Posted December 6, 2023 Posted December 6, 2023 Meteor Lake პროცესორების ოფიციალურ ანონსამდე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება, Lenovo-მ ჩინეთში დააანონსა კომპაქტური Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024, რომელიც დამყარებულია Intel-ის მომავალ ჩიპებზე. ახალი სისტემის გაყიდვის დაწყების თარიღი უცნობია, თუმცა Intel-ის ცნობით, ახალი Core Ultra (Meteor Lake) პროცესორები 15 დეკემბერს გამოვა. ფოტოს წყარო: Lenovo Lenovo Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024 იქნება ერთ-ერთი პირველი ლეპტოპი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება უახლესი Intel Core Ultra პროცესორები. მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებული მოწყობილობის პოსტერებიდან ჩანს, რომ ახალ ლეპტოპს ექნება 16-დუიმიანი ეკრანი, სრული ზომის კლავიატურა და მოზრდილი თაჩპედი. ასევე ცნობილია, რომ ამ ლეპტოპის სამი ძირითადი კონფიგურაცია გამოვა გაყიდვაში: Intel Core Ultra 5, Core Ultra 7 და Core Ultra 9 პროცესორებით. სამწუხაროდ, Lenovo არ გვაწვდის უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ჩიპების შესახებ. ასევე უცნობია Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024-ის ღირებულება. არაოფიციალური ცნობებით Core Ultra 5 პროცესორის მქონე მოდელის საწყისი ფასი დაახლოებით 1100 აშშ დოლარი იქნება, ხოლო Core Ultra 7 პროცესორის მქონე მოდელის - დაახლოებით 1400 აშშ დოლარი. Meteor Lake პროცესორების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია NPU (Neural Processing Unit) თანაპროცესორი, რომელიც ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისთვის. აქედან გამომდინარეობს "AI" ჩანართი დასახელებაში Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024. https://tinyurl.com/4nhxups5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.