Jump to content

Recommended Posts

Posted

Meteor Lake პროცესორების ოფიციალურ ანონსამდე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება, Lenovo-მ ჩინეთში დააანონსა კომპაქტური Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024, რომელიც დამყარებულია Intel-ის მომავალ ჩიპებზე. ახალი სისტემის გაყიდვის დაწყების თარიღი უცნობია, თუმცა Intel-ის ცნობით, ახალი Core Ultra (Meteor Lake) პროცესორები 15 დეკემბერს გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

Lenovo Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024 იქნება ერთ-ერთი პირველი ლეპტოპი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება უახლესი Intel Core Ultra პროცესორები. მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებული მოწყობილობის პოსტერებიდან ჩანს, რომ ახალ ლეპტოპს ექნება 16-დუიმიანი ეკრანი, სრული ზომის კლავიატურა და მოზრდილი თაჩპედი. 

image.jpeg 

ასევე ცნობილია, რომ ამ ლეპტოპის სამი ძირითადი კონფიგურაცია გამოვა გაყიდვაში: Intel Core Ultra 5, Core Ultra 7 და Core Ultra 9 პროცესორებით. სამწუხაროდ, Lenovo არ გვაწვდის უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ჩიპების შესახებ. 

ასევე უცნობია Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024-ის ღირებულება. არაოფიციალური ცნობებით Core Ultra 5 პროცესორის მქონე მოდელის საწყისი ფასი დაახლოებით 1100 აშშ დოლარი იქნება, ხოლო Core Ultra 7 პროცესორის მქონე მოდელის - დაახლოებით 1400 აშშ დოლარი. 

Meteor Lake პროცესორების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია NPU (Neural Processing Unit) თანაპროცესორი, რომელიც ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისთვის. აქედან გამომდინარეობს "AI" ჩანართი დასახელებაში Xiaoxin Pro AI Ultrabook 2024. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.