Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ ქლაუდ-პროვაიდერ Amazon Web Services-თან (AWS) ერთად წარადგინა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რამდენიმე ერთობლივი გადაწყვეტილება. კომპანიამ დააანონსა მძლავრი სისტემები NVIDIA GH200 NVL32 ნეიროქსელების სწავლებისა და გაშვებისთვის, აგრეთვე გამოცხადდა, რომ ამ სისტემების საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოში უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტის მქონე ქლაუდ სუპერკომპიუტერი Project Ceiba. 

image.jpeg 

Project Ceiba. ფოტოს წყარო: NVIDIA 

NVIDIA GH200 NVL32 არის მზა სისტემა, რომელიც წარმოდგენილია სტანდარტული სერვერის თაროების ფორმატში. მასში გაერთიანებული 32 ჰიბრიდული ამაჩქარებელი NVIDIA GH200 Grace Hopper Superchip, ეს არის ორჩიპიანი სისტემა, რომელიც შედგება ცენტრალური პროცესორისგან 72 Arm Neoverse ბირთვით და NVIDIA H100 გრაფიკული პროცესორით. ასეთ თაროს შეუძლია უზრუნველყოს შთამბეჭდავი წარმადობა - 128 Pflops-მდე FP8 ოპერაციებში (კვადრილონი ოპერაცია წამში). 

image.jpeg 

NVIDIA GH200 Grace Hopper Superchip 

სისტემას აქვს 2304 პროცესორი Arm-ბირთვებით, 20 ტბ ოპერატიული მეხსიერება 4.5 ტბ HBM3e მეხსიერების ჩათვლით და ჯამური 157 ტბ/წმ სიჩქარით. GH200 სუპერჩიპებს შორს კავშირზე პასუხისმგებელია ცხრა კომუტატორი NVSwitch და ინტერფეისი NVLink ჯაური სიჩქარით 57.6 ტბ/წმ. გამოყენებულია თხევადი გაგრილების სისტემა. AWS იქნება პირველი, ვინც წარმოადგენს GH200 NVL32 სისტემებს NVIDIA DGX Cloud პლატფორმის ნაწილად. ასევე, Amazon მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გააერთიანონ NVIDIA-ს ახალი სისტემები EC2 UltraClasters კლასტერში და მათ განკარგულებაში აღმოჩნდება ათასობით ამაჩქარებელი GH200 Superchip. თავად NVIDIA-ს თქმით GH200 NVL32 სისტემები იდეალური როგორც სწავლების, ისე მსხვილი - თუნდაც 1 ტრილიონი პარამეტრის მქონე ნეიროქსელების გაშვებისთვის. 

image.jpeg 

მოწყობილობა NVIDIA GH200 NVL32 

კომპანიებმა აგრეთვე დააანონსეს Project Ceiba - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი ხელოვნური ინტელექტისთვის GPU-ის ბაზაზე. სისტემა უზრუნველყოფს 65 Eflops (FP8) წარმადობას. მასში გაერთიანებული იქნება 16384 ამაჩქარებელი GH200, აგრეთვე 9.1 პბ მეხსიერება და უზრუნველყოფს 410 ტბ/წმ ჯამურ სიჩქარეს. სუპერკომპიუტერი გახდება AWS DGX Cloud-ის ნაწილი და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.