Jump to content

Recommended Posts

Posted

 

image.png 

ხელოვნური ინტელექტის პროექტების 11-დან 10-ის ღირებულება გაიზარდა OpenAI-ში არსებული გაურკვევლობის შემდეგ. ამას მოწმობს CoinGecko-ს კვლევა. 

image.png 

AI ტოკენების დინამიკა და მოვლენების ქრონოლოგია OpenAI-ში. წყარო: CoinGecko. 

Akash Network-მა (AKT) დააფიქსირა ყველაზე დიდი მოგება - 61%-ით მეტი ლტმნის წასვლის შემდეგ: 1.02-დან 1.65 აშშ დოლარამდე. მონეტამ მაქსიმალურ 1.85 აშშ დოლარიან მაჩვენებელს 20 ნოემბერს მიაღწია. 

მეორე ადგილზეOriginTrail (TRAC), რომლის ფასი გაიზარდა 45.8%-ით - 0.26-დან 0.38 აშშ დოლარამდე. 

შემდეგ მოდის Bittensor (TAO), რომლის ფასი გაიზარდა 33%-ით 230.15 აშშ დოლარამდე. ამავე დროს ლოკალურად მონეტა მიაღწია 294 აშშ დოლარიან დონეს. 

„AI ტოკენები ძვირდება იმ მოლოდინების ფონზე, რომ Spot Bitcoin ETF-ები დამტკიცდება. OpenAI-ის განცხადებამ სემ ლტმნის გათავისუფლებისა და უკან დაბრუნების შესახებ მიიპყრო ინვესტორებისა და ტრეიდერების ყურადღება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ფასების ზრდა“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. 

CoinGecko-ს დაკვირვებით, 11-დან 8 მონეტა თავდაპირველად 1.4%-დან 8%-მდე შემცირდაAI კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის შემდეგ. თუმცა, მათი უმეტესობა აღდგა კომპანიის თანამშრომლების მცდელობის ფონზე - უკან დაებრუნებინათ ლტმნი. 

შეგახსენებთ, Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე OpenAI-ის მკვლევარებმა გააფრთხილეს დირექტორთა საბჭო ხელოვნური ინტელექტის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ, რომელიც „შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს კაცობრიობას“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.