Magdalena Posted November 28, 2023 Posted November 28, 2023 ხელოვნური ინტელექტის პროექტების 11-დან 10-ის ღირებულება გაიზარდა OpenAI-ში არსებული გაურკვევლობის შემდეგ. ამას მოწმობს CoinGecko-ს კვლევა. AI ტოკენების დინამიკა და მოვლენების ქრონოლოგია OpenAI-ში. წყარო: CoinGecko. Akash Network-მა (AKT) დააფიქსირა ყველაზე დიდი მოგება - 61%-ით მეტი ოლტმენის წასვლის შემდეგ: 1.02-დან 1.65 აშშ დოლარამდე. მონეტამ მაქსიმალურ 1.85 აშშ დოლარიან მაჩვენებელს 20 ნოემბერს მიაღწია. მეორე ადგილზეა OriginTrail (TRAC), რომლის ფასი გაიზარდა 45.8%-ით - 0.26-დან 0.38 აშშ დოლარამდე. შემდეგ მოდის Bittensor (TAO), რომლის ფასი გაიზარდა 33%-ით 230.15 აშშ დოლარამდე. ამავე დროს ლოკალურად მონეტამ მიაღწია 294 აშშ დოლარიან დონეს. „AI ტოკენები ძვირდება იმ მოლოდინების ფონზე, რომ Spot Bitcoin ETF-ები დამტკიცდება. OpenAI-ის განცხადებამ სემ ოლტმენის გათავისუფლებისა და უკან დაბრუნების შესახებ მიიპყრო ინვესტორებისა და ტრეიდერების ყურადღება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ფასების ზრდა“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. CoinGecko-ს დაკვირვებით, 11-დან 8 მონეტა თავდაპირველად 1.4%-დან 8%-მდე შემცირდაAI კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის შემდეგ. თუმცა, მათი უმეტესობა აღდგა კომპანიის თანამშრომლების მცდელობის ფონზე - უკან დაებრუნებინათ ოლტმენი. შეგახსენებთ, Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე OpenAI-ის მკვლევარებმა გააფრთხილეს დირექტორთა საბჭო ხელოვნური ინტელექტის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ, რომელიც „შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს კაცობრიობას“. https://tinyurl.com/3zhk24ab Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.