Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანურ რესურს ET News-ის მიხედვით 2027 წლისთვის Apple-ს ასორტიმენტში ექნება ცხრა ახალი მოწყობილობა OLED დისპლეით. ამჟამად OLED დისპლეები გამოიყენება iPhone სმარტფონებში (გარდა iPhone SE-ისა), ასევე Apple Watch სმარტ საათებში. 

image.png 

ფოტოს წყარო: MacRumors 

მომავალ წელს ორივე iPad Pro მოდელის OLED დისპლეით გამოშვების შემდეგ Apple გეგმავს OLED ტექნოლოგიის დანერგვას iPad mini და iPad Air პლანშეტებში 2026 წელს, აცხადებს ET News. ამავდროულად, iPad Air ეკრანის დიაგონალი - 10.9 დუიმი უცვლელი დარჩება, ხოლო iPad mini მოდელს ექნება ამჟამინდელი 8.3 დუიმის ნაცვლად 8.7-დუიმიანი OLED ეკრანი. შემდეგ, 2027 წელს, OLED დისპლეი გამოჩნდება 12.9-დუიმიან iPad Air პლანშეტში, რომელიც მომავალ წელს გამოვა LCD დისპლეით. 

ET News-ის წყაროების თანახმად Apple გეგმავს გამოიყენოს დაბალი ტემპერატურის პოლიკრისტალური ოქსიდის (LTPO) OLED პანელები iPad Pro პლნშეტებში და დაბალი ტემპერატურის პოლიკრისტალური სილიკონის (LTPS) პანელები iPad mini-სა და iPad Air-ში. ეს ნიშნავს, რომ ProMotion ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ეკრანს კადრის განახლების სიხშირე 120 ჰც-მდე გაზარდოს, ექსკლუზიური დარჩება high-end მოდელებში. 

მოსალოდნელია, რომ 2027 წელს Apple დაიწყებს გაუმჯობესებული ფერების გადმოცემის შესაძლებლობის მქონე შემდეგი თაობის OLED-ეკრანების მქონე iPad Pro-ს გამოშვებას BOE-ს ტექნოლოგია COE-ს (Color filter On Encapsulation) წყალობით, რომელიც ენერგომოხმარების დაახლოებით 20%-ით შემცირების საშუალებას იძლევა. COE-ს გამოყენება აგრეთვე შესაძლოა Apple-ს დაეხმაროს ეკრანში ინტეგრირებული კამერის მქონე iPad-ის გამოშვებაში. 

Apple ასევე, სავარაუდოდ, OLED ტექნოლოგიას 2025 წელს 16-დუიმიან MacBook Pro-ში, შემდეგ კი 2026 წელს 14-დუიმიან MacBook Pro-ში დანერგავს. ასევე, 2026 წელს 13- და 15-დუიმიანი MacBook Air მოდელები LCD-დან OLED-ზე გადავა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.