Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად გიგანტურ რაკეტა SpaceX Starship-ის ახალი სატესტო გაშვება შესაძლოა მიმდინარე პარასკევს მოხდეს. თითქმის შვიდი თვის წინ შედგა პირველი რაკეტის გაშვების მცდელობა, რომელიც მისი თვითგანადგურებით დასრულდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: spacex.com 

FAA-მ დაადგინა 17 ნოემბერი Starship-ის მორიგი გაშვების პირველად თარიღად, ხოლო სარეზერვო თარიღებად 18 და 19 ნოემბერია მითითებული. ეს თარიღები აღნიშნულია ყოველდღიური საჰაერო მოძრაობის კონტროლის გეგმაში, დოკუმენტში, რომელსაც სააგენტო წერს, რათა აცნობოს ავიაკომპანიებს და სხვებს ფრენების შესაძლო შეყოვნების შესახებ. 

ამ ვადებს არ აქვს მინიჭებული ოფიციალური სტატუსი და SpaceX-ს ჯერ კიდევ არ მიუღია თანხმობა ყველა მარეგულირებელი ორგანოსგან. აშშ-ის თევზებისა და ველური ბუნების დაცვის სამსახური (FWS) აწარმოებს კონსულტაციებს FAA-სთან „გადაშენების პირას მყოფი სახეობების აქტის“ მიხედვით: აპრილში გიგანტური რაკეტის გაშვებამ მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა მიმდებარე ადგილს. გაშვებისას რაკეტამ გაანადგურა გამშვები პლატფორმა და ბეტონის ნამსხვრევები მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოიფანტა. 

თუმცა SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა კომპანიის მიერ ადრე მოწოდებული ინფორმაცია, რომ ახალი რაკეტების ტესტები პარასკევს გასაშვებად დამტკიცდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.