Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Coinglass-ის თანახმად CME-მ Bitcoin-ფიუჩერსების მიმართ ღია ინტერესის მაჩვენებლით უმსხვილესი პლატფორმების სიის პირველ ადგილზე მყოფი Binance ჩაანაცვლა. 

image.png 

წყარო: Coinglass. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ღია ინტერესი გაიზარდა 4%-ით 4.06 მლრდ დოლარამდე, რამაც საშუალება მისცა პლატფორმას დაეკავებინა ბაზრის 24.7%. Binance-ზე ეს მაჩვენებელი 7.8%-ით - 3.8 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

ქვემოთ მოცემულია Bitcoin-ფიუჩერსების ღია ინტერესის საბაზრო წილის ცვლილებების დინამიკა FalconX Research-ისგან: 

image.png 

წყარო: CoinDesk, FalconX. 

CoinDesk-მა მომხდარი ცვლილება ახსნა ინსტიტუციონალების მხრიდან მზარდი მოთხოვნით. ინსტიტუციური ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე წარმოდგენილ რეგულირებად პროდუქტებს. 

კრიპტომედიის ცნობით Binance-მა ლიდერობა ორი წლის განმავლობაში პირველად დაკარგა. 

”CME ბაზრის წილს თითქმის მთელი 2023 წლის განმავლობაში იპყრობდა. ზრდა დაჩქარდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან მკვეთრად გაიზარდა ბაზრის მღელვარება Spot ETF-ებთან დაკავშირებით,” - განაცხადა FalconX-ის კვლევის ხელმძღვანელმა დევიდ ლოუანტმა. 

ცვლილებებს ასევე შესაძლოა ხელი შეუწყო კონტრაქტების ლიკვიდაციებმა. 

დრე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად Binance-ის მომხმარებლები იკავებდნენ მოკლე პოზიციებს. ჟურნალისტების განმარტებით პლატფორმაზე რისკ-მოთხოვნების გამო პოზიციების იძულებითი დახურვის მასშტაბები შეიძლება იყოს უფრო მაღალი მის კონკურენტებთან შედარებით. 

შეგახსენებთ, რომ CME-ს კრიპტოვალუტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯიო ვიჩიოზომ გამოაცხადა რეკორდული ინტერესის არსებობა Bitcoin- და Ethereum-ერივატივების მიმართ მესამე კვარტალში. 

ოქტომბერში ბირჟაზე ციფრულ ოქროს ფიუჩერსებზე ღია ინტერესის მოცულობამ პირველად გადააჭარბა 100000 BTC-ს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.