Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Valve-მ წარადგინა განახლებული პორტატული გეიმინგ კონსოლი Steam Deck. ორიგინალი ვერსიის IPS-დისპლეისგან განსხვავებით მას აქვს ოდნავ უფრო დიდი OLED-ეკრანი. ახალ კონსოლში წარმოდგენილია AMD-ის განახლებული ქასთომიზებული პროცესორი - იგი გადავიდა 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, თუმცა შენარჩუნებულია ორიგინალი ჩიპის ტექნიკური მახასიათებლები. ახალ კონსოლ აგრეთვე აქვს შედარებით დიდი მოცულობის ბატარეა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Valve 

Steam Deck OLED კონსოლში გამოყენებულია AMD-ის 6-ნანომეტრიანი პროცესორი ოთხი Zen 2 ბირთვით და რვა ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. იგი მუშაობს 2.4-3.5 გჰც სიხშირის დიიაპაზონში. უცვლელია TDP-ის დონე და იგი შეადგენს 4-დან 15-მდე ვატს. ჩიპის შემადგენლობაში ასევე მოცემულია RDNA 2 გრაფიკის რვა ბირთვი 1.6 გჰ სიხშირით, რომლებიც უზრუნველყოფს 1.6 Tflops წარმადობას. ორიგინალ კონსოლშიც ასეთივე ჩიპია გამოყენებული, თუმცა იგი წარმოებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. 

Steam Deck OLED-ს აქვს უფრო სწრაფი, LPDDR5-6400 სტანდარტის 16 გბ მეხსიერება - ორიგინალ ვერსიაში მოცემულია 16 გბ LPDDR5-5500. განახლებულ მოდელში ხელმისაწვდომია ასევე 512 გბ ან 1 ტბ მუდმივი მეხსიერება. Steam Deck OLED არ გამოვა 64 ან 256 გბ მეხსიერების მქონე ვერსიებად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: The Verge 

Steam Deck OLED-ს აქვს 7.4-დუიმიანი სენსორული OLED-ეკრანი 1280 × 800 პიქსელი გაფართოებით - ასეთივე გაფართოებას ფლობს ორიგინალი Steam Deck-ის IPS ეკრანი. დისპლეის მაქსიმალური სიკაშაშეა 1000 კდ/მ2 HDR რეჟიმში და 600 კდ/მ2  - SDR რეჟიმში. ეკრანის კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცია, რეაგირების დრო - 0.1 მილიწამი. ხელმისაწვდომია 110%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, დინამიური კონტრასტულობა 1 000 000:1, აგრეთვე განათების ორი სენსორი. ორიგინალ კონსოლს აქვს 60-ჰერციანი IPS-ეკრანი, 400 კდ/მ2 სიკაშკაშე და განათების ერთი სენსორი.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: The Verge 

Valve-მ აგრეთვე განაახლა სადენო კავშირები. ახალ კონსოლზე მხარდაჭერილია სამდიაპაზონიანი Wi-Fi 6E (2.4 გჰც, 5 გჰც და 6 გჰც 2 x 2 MIMO), აგრეთვე Bluetooth 5.3. ორიგინალ ვერსიაზე მხარდაჭერილია ორდიაპაზონიანი Wi-Fi 5 (2.4 გჰც და 5 გჰც), აგრეთვე Bluetooth 5.0. ორიგინალი მოდელის მსგავსად Steam Deck OLED-ს აქვს SD, SDXC და SDHC მეხსიერების ბარათების სლოტი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, ასევე Type-C პორტი გამოსახულების 8K@60 ჰც ან 4K@120 ჰც ფორმატში გამოტანისთვის. ხელმისაწვდომია USB 3.2 Gen2. 

image.jpeg 

Steam Deck OLED-ს აქვს 50 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ახალ ტექნოპროცესსა და უფრო ენერგოეფექტური OLED-ეკრანის გამოყენებაზე გადასვლით კონსოლის ავტონომიური მუშაობის დრო 3-12 საათამდე გაიზარდა. ორიგინალ ვერსიას აქვს 40 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა 2-დან 8 საათამდე ავტონომიური მუშაობის დროით. Valve განმარტავს, რომ ახალი კონსოლის ტესტები ტარდებოდა თამაშებში 30 FPS-მდე ეკრანის 50%-იანი სიკაშკაშით და ხმის 50%-იანი სიმძლავრით. თამაშისა და პარამეტრების მიხედვით შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს. კონსოლთან ერთად ნაკრებში შედის 45 ვატი სიმძლავრის დამტენი მოწყობილობა, აგრეთვე დამტენი სადენი, რომლის სიგრძე 1.5-დან 2.5 მეტრამდე გაიზარდა. 

Steam Deck OLED-ის ზომა ორიგინალისგან არ განსხვავდება, თუმცა ახალი კონსოლი უფრო მსუბუქია. ზომა შეადგენს 298 × 117 × 49 მმ-ს, ხოლო წონა 699 გრამიდან 640 გრამამდე შემცირდა. 

image.jpeg 

Steam Deck OLED 512 გბ ვერსიის ფასი 549 აშშ დოლარია, 1 ტბ მუდმივი მეხსიერების მოცულობის მქონე ვერსიის - 649 აშშ დოლარი. ახალი კონსოლი 16 ნოემბრიდან გაიყიდება. აშშ-სა და კანადაში ასევე გამოჩნდება კონსოლის სპეციალური ლიმიტირებული ვერსია ნახევრად გამჭვირვალე კორპუსით, იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 1 ტბ მეხსიერებით. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ფასები შეამცირა7-დუიმიანი IPS-ეკრანის მქონ კონსოლზე. ამჟამად 64 გბ მოდელი 349 აშშ დოლარი ღირს, 256 გბ ვერსია - 399 აშშ დოლარი, ხოლო 512 გბ მუდმივი მეხსიერების მქონე მოდელი კი - 449 აშშ დოლარი. გარდა ამისა, კომპანიამ დოკ-სადგურ Steam Deck Docking Station-ის ფასი 79 აშშ დოლარამდე შეამცირა. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.