Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ დაგეგმა ღონისძიება Advancing AI 6 დეკემბერს. იგი დაეთმობა კომპანიის უახლეს ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან. პორტალ VideoCardz-ის ცნობით ღონისძიებაზე კომპანია უფრო დეტალურად ისაუბრებს მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ MI300X გამოთვლით ამაჩქარებლებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-მ MI300X გამოთვლით ამაჩქარებლებზე პირველად ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისში ისაუბრა და პირობა დადო, რომ პარტნიორებისთვის ნიმუშების მიწოდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყებდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია MI300A ამაჩქარებლების ნიმუშებს მომხმარებლებს მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან უგზავნის. AMD-ის უახლესი ანგარიშიდან ცნობილია, რომ AMD Instinct MI300A და MI300X ამაჩქარებლების მასობრივი წარმოება მეოთხე კვარტალში დაიწყება. 

საინტერესოა, რომ AMD-ის გეიმინგ მარკეტინგის უფროსმა დირექტორმა Sasa Marinkovic-მა დაგეგმილი Advancing AI ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) მეშვეობით განაცხადა. VideoCardz-ის მიხედვით ეს შეიძლება მიუთითებდეს Ryzen AI ტექნოლოგიის მხარდაჭერით პროდუქციის ეკოსისტემის განახლების შესაძლებლობაზე. თუმცა AMD Ryzen-ისა და AMD Instinct-ის ოფიციალურ არხებსოციალურ ქსელებში არ გაუკეთებიათ რაიმე განცხადება ან მინიშნება ამის შესახებ. 

უახლოეს თვეებში AMD-ს კიდევ ერთი ღონისძიება ექნება. კომპანია ტრადიციულად მიიღებს მონაწილეობას ელექტრონიკის უდიდეს საერთაშორისო გამოფენა CES-ზე, რომელიც გაიმართება იანვარში. როგორც წესი, მისი გამოსვლა გამოფენაზე ეძღვნება ახალი მობილური პროცესორების ანონსს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.