Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აირჩია ბლოკჩეინ-პლატფორმა Ripple Labs Inc., როგორც ციფრული ლარის განვითარების ოფიციალური ტექნოლოგიური პარტნიორი. 

კომპანიის განცხადებით პარტნიორობა მოიცავს ციფრული ლარის საპილოტე ინიციატივის განხორციელებას და გაშვებას Ripple CBDC პლატფორმის მეშვეობით. მისი დახმარებით ეროვნული ბანკი შეაფასებს ახალი აქტივის გამოყენების პოტენციურ სცენარებს და მის სარგებელს სახელმწიფოს, ბიზნესისა და რიგითი მომხმარებლებისთვის. 

სექტემბერში, მარეგულირებელმა გამოაცხადა თავისი განზრახვა - გააგრძელოს CBDC პროექტი შეზღუდული წვდომის საპილოტე გარემოს შემოღებით. ამისათვის მან აირჩია ტექნოლოგიური პარტნიორი ცხრა კომპანიიდან, რომელთა შორის იყვნენ Augentic GmbH, Bitt Inc., Broxus Holdings Ltd., Currency Network Ltd., DCM Corp Limited და სხვები. 

განაცხადების განხილვის შედეგების საფუძველზე შერჩევის კომიტეტმა აირჩია Ripple Labs „პროექტის მიზნებისა და მისი პოტენციური აპლიკაციების სიღრმისეული გაგების გათვალისწინებით“. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის გამოშვების გეგმის შესახებ 2021 წლის მაისში გამოაცხადა. ამასთან, მარეგულირებელმა ტექნოლოგიურ და ფინტექ კომპანიებსა და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.