Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lenovo-მ დაიწყო დრეკადი ეკრანის მქონე მეორე თაობის ტრანსფორმერ-ლეპტოპ ThinkPad X1 Fold-ის გაყიდვა, რომლის წარდგენა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში შედგა. მოწყობილობას აქვს 16.3-დუიმიანი სენსორული OLED-ეკრანი გვერდების შეფარდებით 4:3, გაფართოება შეადგენს 2560 × 2024 პიქსელს, მაქსიმალური სიკაშკაშე 600 კდ/მ2, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ეკრანი იკავებს ლეპტოპის მთელ ფრონტალურ სამუშაო ფართობს და შესაძლებელია შუაზე დაიკეცოს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია მე-12 თაობის (Alder Lake) Intel Core i5 ან i7 პროცესორები, რომლებიც ორიენტირებულია Intel vPro Enterprise სერიის კორპორატიულ მომხმარებლებზე. LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 32 გბ-ია. ლეპტოპს აქვს 1 ტბ-მდე მოცულობის PCIe 4.0 NVMe SSD. ოფციურად შემოთავაზებულია ციფრული ფანქარი Wacom, რომელიც კორპუსზე მაგნიტით მაგრდება. 

image.jpeg 

ლეპტოპზე წარმოდგენილია 5-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, აგრეთვე ინფრაწითელი კამერა ბიომეტრიული თენტიფიკაციისთვის. ოპერაციული სისტემის სახით ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია Windows 11 Home ან Windows 11 Pro. 

image.jpeg 

ბატარეის მოცულობა შეადგენა 48 ვტ/სთ-ს. მოწყობილობაზე წარმოდგენილია სამი პორტი USB Type-C - ორი მათგანი Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით, ასევ სლოტი nano-SIM ბარათისთვის 5G ქსელთან დასაკავშირებლად. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth 5.2 და აპარატული კრიპტოგრაფიული გასაღები TPM 2.0. 

ლეპტოპის წონა შეადგენს 1.28 კგ-ს, ხოლო სადგამსა და Bluetooth-კლავიატურასთან ერთად - 1.9 კგ-ს. დაკეცილი მოწყობილობის ზომაა 176.4 × 276.2 × 17.4 მმ, გაშლილ მდგომარეობაში - 276.1 × 345.7 × 8.6 მმ. 

ThinkPad X1 Fold-ის ფასი 2499 აშშ დოლარიდან იწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.