Magdalena Posted November 4, 2023 Posted November 4, 2023 კომპანია Lenovo-მ დაიწყო დრეკადი ეკრანის მქონე მეორე თაობის ტრანსფორმერ-ლეპტოპ ThinkPad X1 Fold-ის გაყიდვა, რომლის წარდგენა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში შედგა. მოწყობილობას აქვს 16.3-დუიმიანი სენსორული OLED-ეკრანი გვერდების შეფარდებით 4:3, გაფართოება შეადგენს 2560 × 2024 პიქსელს, მაქსიმალური სიკაშკაშეა 600 კდ/მ2, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ეკრანი იკავებს ლეპტოპის მთელ ფრონტალურ სამუშაო ფართობს და შესაძლებელია შუაზე დაიკეცოს. ფოტოს წყარო: Lenovo ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია მე-12 თაობის (Alder Lake) Intel Core i5 ან i7 პროცესორები, რომლებიც ორიენტირებულია Intel vPro Enterprise სერიის კორპორატიულ მომხმარებლებზე. LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 32 გბ-ია. ლეპტოპს აქვს 1 ტბ-მდე მოცულობის PCIe 4.0 NVMe SSD. ოფციურად შემოთავაზებულია ციფრული ფანქარი Wacom, რომელიც კორპუსზე მაგნიტით მაგრდება. ლეპტოპზე წარმოდგენილია 5-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, აგრეთვე ინფრაწითელი კამერა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციისთვის. ოპერაციული სისტემის სახით ThinkPad X1 Fold Gen 2-ში შემოთავაზებულია Windows 11 Home ან Windows 11 Pro. ბატარეის მოცულობა შეადგენა 48 ვტ/სთ-ს. მოწყობილობაზე წარმოდგენილია სამი პორტი USB Type-C - ორი მათგანი Thunderbolt 4-ის მხარდაჭერით, ასევ სლოტი nano-SIM ბარათისთვის 5G ქსელთან დასაკავშირებლად. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth 5.2 და აპარატული კრიპტოგრაფიული გასაღები TPM 2.0. ლეპტოპის წონა შეადგენს 1.28 კგ-ს, ხოლო სადგამსა და Bluetooth-კლავიატურასთან ერთად - 1.9 კგ-ს. დაკეცილი მოწყობილობის ზომაა 176.4 × 276.2 × 17.4 მმ, გაშლილ მდგომარეობაში - 276.1 × 345.7 × 8.6 მმ. ThinkPad X1 Fold-ის ფასი 2499 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/bdfdbftb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.