Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ 14 დეკემბერს ჩაატარებს ღონისძიება AI Everywhere-ის პირდაპირ ტრანსლაციას, რომლის ფარგლებში წარადგენს მე-5 თაობის Xeon Scalable სასერვერო პროცესორებს კოდური დასახელებით Emerald Rapids, აგრეთვე პირველ Core Ultra პროცესორებს - ეს გახლავთ Meteor Lake სერიის მობილური ჩიპები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

კომპანიის სამომავლო პრეზენტაცია მიეძღვნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რომელთა მხარდაჭერა ექნება Intel-ის ახალ პროცესორებს. წინა ანონსებიდან ცნობილია, რომ Meteor Lake შედგება ოთხი ჩიპლეტისგან: CPU, GPU, SoC და I/O. ორი კრისტალი - GPU და SoC იწარმოება TSMC-ის მიერ N5 და N6 (5- და 6-ნანომეტრიანი, შესაბამისად) ტექნოპროცესებით. CPU ჩიპლეტს Intel თავად აწარმოებს Intel 4 (7 ნმ) ტექნოპროცესით. იგი ასევე შეიცავს სპეციალურ თანაპროცესორ VPU-ს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანებისთვის. ჩიპლეტების ერთ სისტემაში გაერთიანება ხორციელდება საფირმო ტექნოლოგია Foveros-ით. 

Intel-ის ხელმძღვანელმა Pat Gelsinger-მა განაცხადა, რომ Meteor Lake პროცესორები უზრუნველყოფენ „ხელოვნური ინტელექტის უმთავრესი შესაძლებლობების“ მხარდაჭერას, თუმცა დეტალებს - კონკრეტულად რას გულისხმობდა ამ ნათქვამში, 14 დეკემბერს შევიტყობთ. წინასწარი ანონსებიდან და მინიშნებებიდან ცნობილია, რომ Meteor Lake-მა უნდა უზრუნველყოს მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მხარდაჭერას და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების ეფექტურ შესრულებას პირდაპირ ლეპტოპებში. ჩიპები უზრუნველყოფენ თანამედროვე ოპერაციულ სისტემებსა და სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩანერგილი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მუშაობას. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებმა უნდა გააუმჯობესოს ვიდეო კონფერენციების ხარისხი, გაზარდოს 3D ანიმაციის რეალიზმი, უზრუნველყოს თამაშებში რეალურ დროში თარგმნის შესაძლებლობა, გააუმჯობესოს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების ეფექტურობა და ზოგადად გაზარდოს Core Ultra ჩიპებზე დამყარებული კომპიუტერების წარმადობა და მრავალფუნქციურობა.  

აღსანიშნავია, რომ მომავალი პრეზენტაციის ანონსში კომპანიას არაფერი უთქვამს განახლებული Raptor Lake Refresh მობილური პროცესორების პოტენციურ გამოშვებაზე. Intel სავარაუდოდ წარადგენს მათ მომავალ წელს, გამოფენა CES 2024-ზე, რომელიც ტრადიციულად იანვრის დასაწყისში გაიმართება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.