Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Blue Origin-მა წარადგინა დასაფრენ მოდულ Blue Moon-ის მაკეტი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მთვარისკენ ფრენისთვის უახლოეს სამ წელიწადში იქნება მზად. თავდაპირველად იგი ეკიპაჟის გარეშე გაფრინდება, ათწლეულის ბოლოს კი შეასრულებს პილოტირებულ მისიას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: twitter.com/SenBillNelson 

ხომალდის მაკეტი NASA-ს ადმინისტრაციას Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა კოსმოსური კომპანიის ქარხანაში ჰანთსვილში, შტატ ალაბამაში. დასაფრენი მოდულის სიგანე 7 მეტრს შეადგენს და მას კოსმოსში Blue Origin-ის რაკეტა New Glenn წაიღებს. ხომალდის ამ ვარიანტის სახელწოდებაა Mark 1 და იგი განკუთვნილია 3 ტონამდე სასარგებლო ტვირთის მთვარეზე წაღებისთვის. უფრო დიდი ვერსია Mark 2 კი განკუთვნილია პილოტირებული მისიისთვის - მაისში კომპანია არჩეულ იქნა მთვარის მისია Artemis V-ის ოპერატორად. 

Artemis V ოფიციალურად 2029 წელს არის დაგეგმილი, მაგრამ სავარაუდოდ გადაიდება. ეს იმიტომ ხდება, რომ Artemis III და Artemis IV მისიები, რომლებიც დაგეგმილია და მათი განხორციელება მინიჭებული აქვს SpaceX-ს, უფრო ადრე უნდა რეალიზდეს. ისინი დაგეგმილია შესაბამისად 2025 და 2028 წლებში, მაგრამ მათი ბედი დამოკიდებული იქნება რაკეტა Starship-ზე,  რომელიც ჯერ ორბიტაზე უნდა გავიდეს და შემდეგ კოსმოსში გამოცადოს საწვავის შევსების ტექნოლოგია - ეს ყველაფერი საჭიროებს მრავალჯერ წარმატებულ გაშვებას. ეკიპაჟით პირველი ფრენის წინ კი SpaceX გეგმავს საჩვენებელი უპილოტო მისიის ჩატარებას Starship მოდულის მთვარეზე დაშვებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: twitter.com/blueorigin 

Blue Origin-ის მთვარის მოდულის არქიტექტურა დიდწილად SpaceX-ის მოდულის ანალოგიურია: ორივეს სჭირდება საწვავით შევსება კოსმოსში, თუმცა Blue Moon-ს - თხევადი წყალბადი, Starship-ის კი - თხევადი მეთანი. Blue Origin-იც ჩაატარებს საცდელ ფრენებს რაკეტა New Glenn-ით, ეს ფრენები სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება. თითოეული პილოტირებული მისიისთვის კომპანიას მოუწევს New Glenn-ის სამი გაშვება: ერთი - მოდულის გაშვება მთვარის ორბიტაზე და კიდევ ორი - ჩასაბმელი საწვავის ავზის ტრანსპორტირებისთვის. ასტრონავტები დედამიწიდან გაფრინდებიან კოსმოსურ ხომალდ „ორიონით“ და რაკეტა SLS-ით - მთვარის ორბიტაზე ხომალდი მიუერთდება SpaceX-ის ან Blue Origin-ის დასაფრენ მოდულს და მასთან ერთად მთვარის ზედაპირისკენ გაემართება. ეს დასაფრენი მოდულები უკანვე დააბრუნებენ ეკიპაჟს „ორიონზე“, რომელიც მათ უკან დედამიწაზე ჩამოიყვანს. 

Blue Moon-ის დასაფრენი მოდული Mark 1 მთვარეზე დაფრინდება თავდაპირველად სადემონსტრაციო მისიით; ასევე დაგეგმილია დამატებითი ფრენები მთვარის ზედაპირზე ტვირთის მიტანისთვის, რომლებიც სავარაუდოდ დაიწყება არაუგვიანეს 2026 წელს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.