Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

28 ოქტომბერს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ კრიპტოვალუტ Zcash-ის (ZEC) ქომიუნითიმ აღნიშნა შვიდი წელი მისი მთავარი ქსელის გამოშვებიდან. 

2016 წელს Zcash-მა მაღალი ცვალებადობა დააფიქსირა - გარკვეულ მომენტში 1 ZEC-ის ფასი გაიზარდა 2600 BTC-მდე, ანუ გახდა 1.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი იმდროინდელი კურსით. 

CoinGecko-ს თანახმად აქტივი წერის დროს იყიდება 27 აშშ დოლარად -  გაიზადა 1.8%-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში. კაპიტალიზაციის მიხედვით რეიტინგში Zcash იკავებს 149-ე ადგილს 220.3 მლნ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. 

image.png 

ZEC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

2020 წელს Zcash-ის შემქმნელმა და Electric Coin Company-ს (ECC) აღმასრულებელმა დირექტორმა Zooko Wilcox-მა განაცხადა, რომ პროექტმა თავისი არსებობის მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწია. მიღწევებს შორის მან ხაზი გაუსვა კრიტიკული მოწყვლადობის გამოვლენას და აღმოფხვრას 2018 წელს, ასევე ქომიუნითის განვითარებას. 

2021 წელს ECC-მ წარმოადგინა Zcash-ის სამოქმედო გეგმა 2025 წლამდე. გუნდმა გეგმას უწოდა "აგრესიული, მაგრამ მიღწევადი". იგი მოიცავდა სამ ძირითად პროდუქტს: Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლას, თავსებადობა და ECC-ის ოფიციალურ საფულე. 

2022 წელს NSA-ს და აშშ-ის CIA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ მონაწილეობდა Zcash-ის გამოშვებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში ECC-მ გაააქტიურა Network Upgrade 5 კრიპტოვალუტის მთავარ ქსელზე. ქსელის პირველი ძირითადი განახლება 2020 წლის ნოემბრის შემდეგ მოიცავდა უსაფრთხო გადახდის პროტოკოლ Orchard-ის გაშვებას, რომელშიც გამოიყენება ვერიფიკაციის სისტემა Halo. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.