Magdalena Posted October 30, 2023 Posted October 30, 2023 28 ოქტომბერს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ კრიპტოვალუტა Zcash-ის (ZEC) ქომიუნითიმ აღნიშნა შვიდი წელი მისი მთავარი ქსელის გამოშვებიდან. 2016 წელს Zcash-მა მაღალი ცვალებადობა დააფიქსირა - გარკვეულ მომენტში 1 ZEC-ის ფასი გაიზარდა 2600 BTC-მდე, ანუ გახდა 1.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი იმდროინდელი კურსით. CoinGecko-ს თანახმად აქტივი წერის დროს იყიდება 27 აშშ დოლარად - გაიზადა 1.8%-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში. კაპიტალიზაციის მიხედვით რეიტინგში Zcash იკავებს 149-ე ადგილს 220.3 მლნ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. ZEC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 2020 წელს Zcash-ის შემქმნელმა და Electric Coin Company-ს (ECC) აღმასრულებელმა დირექტორმა Zooko Wilcox-მა განაცხადა, რომ პროექტმა თავისი არსებობის მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწია. მიღწევებს შორის მან ხაზი გაუსვა კრიტიკული მოწყვლადობის გამოვლენას და აღმოფხვრას 2018 წელს, ასევე ქომიუნითის განვითარებას. 2021 წელს ECC-მ წარმოადგინა Zcash-ის სამოქმედო გეგმა 2025 წლამდე. გუნდმა გეგმას უწოდა "აგრესიული, მაგრამ მიღწევადი". იგი მოიცავდა სამ ძირითად პროდუქტს: Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლას, თავსებადობას და ECC-ის ოფიციალურ საფულეს. 2022 წელს NSA-ს და აშშ-ის CIA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა განაცხადა, რომ მონაწილეობდა Zcash-ის გამოშვებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში ECC-მ გაააქტიურა Network Upgrade 5 კრიპტოვალუტის მთავარ ქსელზე. ქსელის პირველი ძირითადი განახლება 2020 წლის ნოემბრის შემდეგ მოიცავდა უსაფრთხო გადახდის პროტოკოლ Orchard-ის გაშვებას, რომელშიც გამოიყენება ვერიფიკაციის სისტემა Halo. https://tinyurl.com/mr33shvb Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.