Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის პროცესორების დიაპაზონში ახალი თაობის მთავარი მობილური პლატფორმის როლი ენიჭება ენერგოეფექტურ Meteor Lake მოდელებს, რომლებიც ბაზარზე სავარაუდოდ მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა, კომპანია ასევე ემზადება 55 ვატი ნომინალური ენერგომოხმარების მქონე განახლებული მობილური Raptor Lake-HX Refresh მოდელების გამოშვებისთვის.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Wccftech 

ინტერნეტში გამოჩნდა ერთ-ერთი განახლებული მობილური Raptor Lake-HX მოდელი - Core i7-14700HX. პროცესორი მოცემულია PugetBench ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზაში, როგორც ლეპტოპის ნაწილი, რომელსაც აქვს 64 გბ DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერებ. აღსანიშნავია, რომ ჩიპს თან ახლდა Intel Arc A570M მობილური ვიდეო ბარათი, რაც ძალიან უცნაურია, ვინაიდან Core-HX პროცესორები ჩვეულებრივ კონფიგურაციებში წარმოდგენილია NVIDIA-ს უფრო მძლავრი GeForce RTX 40 სერიის გრაფიკით. თუმცა სავარაუდოა, რომ Intel Arc A570M გამოიყენებოდა, როგორც მობილური სისტემის ნაწილი მხოლოდ ტესტირებისთვის. 

image.png 

მოსალოდნელია, რომ Core i7-14700HX-ს ექნება ენერგოეფექტური ბირთვების 12-მდე გაზრდილ რაოდენობა ისევე, როგორც განახლებულ დესკტო მოდელ Core i7-14700K-ს, რომელსაც აქვს 8 P-ბირთვი და 12 E-ბირთვი. შეგახსენებთ, რომ Core i7-13700HX-ს აქვს 8 მაღალი წარმადობის და ამდენივე ენერგოეფექტური ბირთვი. 

რაც შეეხება Core i9-14900HX მოდელს, ფლაგმანური ჩიპი შედის ASUS ROG Strix Scar ლეპტოპის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს 64 გბ DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათი. 

image.png 

მოსალოდნელია, რომ განახლებულ Core-HX მობილურ ჩიპებ ისევე, როგორც Raptor Lake-S Refresh-ის დესკტოპის ვერსიებ, ექნება გაზრდილ სამუშაო სიხშირეები წინამორბედებთან შედარებით. ჯამში განახლებული მობილური პროცესორებისგან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. სავარაუდოა, რომ მათში შენარჩუნებული იქნება ნომინალური TPD-ის დონე 55 ვატი და მაქსიმალური ენერგმოხმარება - 157 ვატი. 

  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.