Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Boston Dynamics-მა რობოტიზებულ ძაღლ Spot-ს ასწავლა ლაბორატორიაში მეგზურად იმოქმედოს და ტურებს ჩაატაროს სხვადასხვა პერსონაჟის სახელით - ამ მიზნით რობოტს დაუკავშირეს ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ჩატ-ბოტი ChatGPT. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: bostondynamics.com 

Spot-ს დაუკავშირეს დინამიკები, მიკროფონები და API ChatGPT, რამაც იგი საინტერესო მოსაუბრედ აქცია. იმისთვის, რომ რობოტის იერსახე უფრო გამოეცოცხლებინათ, დეველოპერებმა პირის ადგილას დაუმატეს რობოტიზებული მანიპულატორი, რომელზეც მიამაგრეს თავის აქსესუარი და პლასტმასის თვალები. ექსკურსიის ნიმუშის სახით დეველოპერებმა დაწერეს საბაზისო სცენარები ლაბორატორიის თითოეული ოთახისთვის - მაგალითად, რობოტი დამთვალიერებლებს აჩვენებდა თავისი დამტენი ოკ-სადგურის ადგილმდებარეობას. Spot-ს აგრეთვე ასწავლეს ფოტოების გადაღება და პასუხების გაცემა იმის შესახებ, რასაც ხედავს. და ბოლოს, მას სთხოვეს ექსკურსიების ჩატარება სხვადასხვა პერსონაჟის სახელით: შექსპირისდროინდელი ბრიტანელი გიდი, მოზარდი გოგონა და სარკასტული ჯოში. 

Spot ადამიანებს ესაუბრებოდა კომპლიმენტებით, გზადაგზა თხზავდა ლექსებს და წარმატებით პასუხობდა ისეთ კითხვებს, რომლებიც სცენარში არ შედიოდა: როდესაც მას სთხოვეს მშობლები ეჩვენებინა, მან დამთვალიერებლები წინა თაობის Spot-რობოტების გამოფენასთან მიიყვანა. თუმცა ხდებოდა ხარვეზებიც: ზოგჯერ იგი საუბრობდა რეალობასთან შეუსაბამოდ. ერთხელ კი დააინგორა თანამოსაუბრის რეპლიკა, განაგრძო საუბარი და პასუხმოგვიანებით დაუბრუნდა. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/ytr6wukf 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.