Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

რამდენიმე წინა პრეზენტაციისგან განსხვავებით მომავალი ღონისძიება არ მოიაზრებს პრესის მონაწილეობას. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც Apple ღონისძიებას გვიან საღამოს უმასპინძლებს  - კომპანია, როგორც წესი, პრეზენტაციებს ადგილობრივი დროით დილით მართავს. გადაცემის ყურება ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის ვებ-გვერდზე, ასევე კომპანიის YouTube გვერდსა და Apple TV-ს აპლიკაციაში. 

ღონისძიებაზე მოსალოდნელია Mac კომპიუტერების რამდენიმე ახალი მოდელის ანონსი. არაოფიციალური ცნობებით კომპანიამ შესაძლოა წარადგინოს ახალი პერსონალური კომპიუტერი iMac, აგრეთვე განახლებული ლეპტოპები MacBook Pro. მთავარი საკითხია - მზად არის თუ არა Apple წარადგინოს ახალი M3 თაობის პროცესორები. პორტალ 9to5Mac-ის აზრით სავსებით მოსალოდნელია, რომ განახლებულ iMac-ებში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს M2 ჩიპები, რომლებიც Apple-მა ჯერ კიდევ WWDC 2022-ზე წარადგინა. თუმცა, ღონისძიების სახელი, რომელიც ითარგმნება, როგორც „საშინლად სწრაფი“, უფრო მნიშვნელოვან განახლებებზე მიუთითებს. Apple-მა ბოლოს iMac 2021 წლის აპრილში, M1 ჩიპების გამოცხადებით განაახლა. 

იანვარში Apple-მა გამართა ერთგვარი ვირტუალური ღონისძიება, სადაც დააანონსა განახლებული 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro-ები M2 პროცესორებით. კომპანიას ეს ღონისძიება წინასწარ არ გამოუცხადებია, სამაგიეროდ ახალი პროდუქტები საზოგადოებას გააცნო პრეს-რელიზებისა და ვიდეოების მეშვეობით, რომლებიც გამოქვეყნდა მის ვებ-გვერდზე და არა პირდაპირ ეთერში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.