Jump to content

Recommended Posts

Posted

ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზრის ლიდერ NVIDIA-ს სურს შევიდეს პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ცენტრალური პროცესორების ბაზარზე, წერს გამომცემლობა Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

წყაროები ამტკიცებენ, რომ NVIDIA ფარულად უკვე მუშაობს ცენტრალურ პროცესორებზე, რომლებშიც Arm არქიტექტურაა გამოყენებული. ამ ჩიპებზე აგებული სისტემები ოპერაციულ სისტემა Windows-ზე იმუშავებენ. NVIDIA-ს ახალი მიზანი წარმოადგენს Microsoft-ის სურვილს - დაეხმაროს ჩიპების შემქმნელებს შექმნან Arm-ზე დამყარებული პროცესორები Windows კომპიუტერებისთვის, აღნიშნავს გამომცემლობა. Microsoft-ს სურს გააძლიეროს კონკურენცია Apple-თან, რომელმაც თითქმის გააორმაგა თავისი წილი კომპიუტერების ბაზარზე ბოლო სამი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც გამოუშვა საკუთარი Arm პროცესორები Mac კომპიუტერებისთვის და მთლიანად უარი თქვა Intel-ის პროცესორებზე, რასაც მოწმობს IDC-ის ანალიტიკოსების მიერ მოყვანილი უახლესი მონაცემები, რომელთაც Reuters ეყრდნობა. 

ამავე წყაროების მიხედვით კომპანია AMD-ც გეგმავს Arm არქიტექტურის მქონე პროცესორების შემუშავებას. ცნობილია, რომ NVIDIA-ს და AMD-ს Arm პროცესორებზე დამყარებული პირველი სისტემები ბაზარზე შესაძლოა 2025 წლისთვის გამოჩნდეს. 

კომპანია Qualcomm 2016 წლიდან ქმნის Arm პროცესორებს Windows-კომპიუტერებისთვის, მაგრამ ამ მიმართულებით წარმატებას ჯერ ვერ მიაღწია. მას აქვს ექსკლუზიური შეთანხმება Microsoft-თან, რომ განავითაროს Arm პროცესორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ Windows-ს 2024 წლამდე, აღნიშნავენ Reuters-ის წყაროები. უახლოეს დღეებში Qualcomm აპირებს გააზიაროს დეტალები ახალი ფლაგმანური პროცესორის შესახებ, რომელიც შექმნილია Apple-ის ყოფილი ინჟინრების გუნდის მიერ. სავარაუდოდ, საუბარია ჩიპ Qualcomm Snapdragon X Elite-ზე. 

Reuters-ის ან განცხადების შემდეგ NVIDIA-ს აქციების ფასი გაიზარდა 4,4%-ით, Intel-ის აქციების ღირებულება შემცირდა 2.9%-ით, ხოლო Arm-ის აქციების ფასი გაიზარდა 3.4%-ით. NVIDIA-მ, AMD-მ, Intel-მა და Microsoft-მა უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე. 

Microsoft აქტიურად მოუწოდებს CPU-ების დეველოპერებს შექმნან გადაწყვეტილებები უფრო მოწინავე მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ალგორითმებისა და ფუნქციებისთვის. პროგრამული გიგანტი ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა მისი ციფრული ასისტენტი Copilot, გახდება Windows-თან ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ისეთმა კომპანიებმა,  როგორებიცაა NVIDIA, AMD და სხვები, ამ მიმართულებით თავიანთი რესურსები გამოყონ. 

ამავე დროს საქმე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. Microsoft-ს სჭირდება მეტი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების მხარდაჭერა. ამ უკანასკნელებმა ათწლეულების განმავლობაში დახარჯეს მილიარდობით დოლარი Windows-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე, რომელიც მხარს დაუჭერდა x86-თან თავსებადი პროცესორების არქიტექტურას. x86 ჩიპებზე დაწერილი კომპიუტერული კოდი ავტომატურად არ იმუშავებს Arm-პროცესორებზე. მის ადაპტაციას შეიძლება დასჭირდეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია და წარმოქმნას მრავალი დამატებითი სირთულე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.