Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კრიპტო ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს სადებეტო Visa ბარათის გაცემას და მომსახურებას ევროპის ეკონომიკურ ზონაში. 

ფიზიკური ან ვირტუალური Binance Visa-ს მფლობელებს მათი გამოყენება მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხელახალი შეკვეთა კი - 6 დეკემბრამდე. კომპანია მომხმარებლებს ალტერნატივად სთავაზობს Binance Pay-ს. 

Binance Card გამოვიდა 2020 წლის გაზაფხულზე. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა შესყიდვები გაეკეთებინათ Bitcoin-სა და BNB-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 46 მილიონ სავაჭრო ობიექტში. იმავე წლის სექტემბერში Binance Visa ბარათები ხელმისაწვდომი გახდა ევროპაში. 

„მიუხედავად იმისა, რომ Binance-ის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში იყენებენ Binance Visa სადებეტო ბარათ კრიპტო აქტივების მეშვეობით ყოველდღიური გადახდების განსახორციელებლად, ჩვენი მომხმარებლების მხოლოდ 1% დაზარალდება ამ ცვლილებები“, განუცხადა Cointelegraph-ს ბირჟის წარმომადგენელმა. 

 აგვისტოში Bloomberg-მა შეიტყო Visa-სა და Mastercard-Binance-თან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ამ უკანასკნელის მარეგულირებელი პრობლემების ფონზე. მარტში CFTC-მ შეიტანა სამოქალაქო სარჩელი პლატფორმის წინააღმდეგ. ივნისში SEC-მა წარადგინა პრეტენზია Binance-ისა და მის ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. 

ოქტომბერში ბირჟის ევროპელმა მომხმარებლებმა შეძლეს თანხების შეტანა და გატანა ევროში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პარტნიორმა Paysafe-მა სექტემბერში სერვისი დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin ბირჟებმა - Bitget-მა, Huobi-მ, Bybit-მა და Gate.io-მ გამოუშვეს საკუთარი კრიპტო ბარათები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.