Magdalena Posted October 24, 2023 Posted October 24, 2023 კომპანია Zotac-მა გამოუშვა მინი პერსონალური კომპიუტერი Zbox Pico PI430AJ, რომლის წარდგენა მოხდა გამოფენა Computex 2023-ზე მიმდინარე წლის მაისში. კომპიუტერის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია უნიკალური ულტრაბგერითი გაგრილების სისტემა AirJet, რომელსაც ჰაერის ნაკადების შექმნა ქულერების გარეშე შეუძლია. ფოტოს წყარო: Zotac Zotac-ისთვის უხმაურო მინი პერსონალური კომპიუტერების წარმოება სიახლე არ არის, თუმცა Frore Systems-ის წყვილი AirJet მოდულის გამოყენებამ კომპანიას უფრო მძლავრი პროცესორის გამოყენების საშუალება მისცა - საუბარია Intel Core i3-N300-ზე, რომელსაც აქვს რვა ეფექტური ბირთვი Alder Lake სიხშირით 3.8 გჰც-მდე და ინტეგრირებული გრაფიკა Intel UHD Graphics. მინი კომპიუტერში მოცემულია 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და M.2 2280 SSD. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია USB Type-C ინტერფეისი, ორი პორტი USB 3.2 Type-A, HDMI და DisplayPort, აგრეთვე სრული ზომის Gigabit LAN. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 მოდულები. Zbox Pico PI430AJ-ის პრეზენტაციის დროს გამოცხადდა, რომ მისი ფასი 499 აშშ დოლარი იქნება. ფოტოს წყარო: Frore Systems რაც შეეხება AirJet ულტრაბგერით გამაგრილებელს, ასეთი სისტემა პირველად 2022 წელს დაინერგა. მისი ერთი მოდულის ზომებია 27.5 × 41.5 × 2.8 მმ, წონა 11 გრამი და ენერგომოხმარება 1 ვატამდე. ერთ მოდულს შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს 5.25 ვატს, რას იმას ნიშნავს, რომ ორი AirJet მოდული საკმარისი უნდა იყოს 7-ვატიანი Intel Core i3-N300 პროცესორის გასაგრილებლად. https://tinyurl.com/5ddca2xe Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.