Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Zotac-მა გამოუშვა მინი პერსონალური კომპიუტერი Zbox Pico PI430AJ, რომლის წარდგენა მოხდა გამოფენა Computex 2023-ზე მიმდინარე წლის მაისში. კომპიუტერის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია უნიკალური ულტრაბგერითი გაგრილების სისტემა AirJet, რომელსაც ჰაერის ნაკადების შექმნა ქულერების გარეშე შეუძლია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Zotac 

Zotac-ისთვის უხმაურ მინი პერსონალური კომპიუტერების წარმოება სიახლე არ არის, თუმცა Frore Systems-ის წყვილი AirJet მოდულის გამოყენებამ კომპანიას უფრო მძლავრი პროცესორის გამოყენების საშუალება მისცა - საუბარია Intel Core i3-N300-ზე, რომელსაც აქვს რვა ეფექტური ბირთვი Alder Lake სიხშირით 3.8 გჰც-მდე და ინტეგრირებული გრაფიკა Intel UHD Graphics. მინი კომპიუტერში მოცემულია 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და M.2 2280 SSD. 

კონსტრუქციაში გათვალისწინებულია USB Type-C ინტერფეისი, ორი პორტი USB 3.2 Type-A, HDMI და DisplayPort, აგრეთვე სრული ზომის Gigabit LAN. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 მოდულები. Zbox Pico PI430AJ-ის პრეზენტაციის დროს გამოცხადდა, რომ მისი ფასი 499 აშშ დოლარი იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Frore Systems 

რაც შეეხება AirJet ულტრაბგერით გამაგრილებელს, ასეთი სისტემა პირველად 2022 წელს დაინერგა. მისი ერთი მოდულის ზომებია 27.5 × 41.5 × 2.8 მმ, წონა 11 გრამი და ენერგომოხმარება 1 ვატამდე. ერთ მოდულს შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს 5.25 ვატს, რას იმას ნიშნავს, რომ ორი AirJet მოდული საკმარისი უნდა იყოს 7-ვატიანი Intel Core i3-N300 პროცესორის გასაგრილებლად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.