Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ სარჩელი შეიტანა Gemini-ის, Genesis-ის, Digital Currency Group-ის (DCG) და კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდებრალდებით, რომ მათ მოატყუეს 230 ათასზე მეტი ინვესტორი 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტ თანხაში. 

გამოძიების თანახმად Gemini-მ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა Earn staking პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც მან Genesis-თან ერთად განახორციელა. ძმები უინკლუოსების კომპანიამ არაერთხელ დაარწმუნა ინვესტორები, რომ პროდუქტი დაბალი რისკის შემცველი იყო. 

Gemini-მ Earn-ის მეშვეობით მოპოვებული თანხები გადასცა Genesis-ს, რომელმაც ეს თანხა Three Arrows Capital-სა და Alameda Research-ში სესხების გასაცემად გამოიყენა. 

Gemini-მ იცოდა, რომ Genesis-ის სესხები არ იყო უზრუნველყოფილი, ხოლო გამსესხებლის ფინანსური საქმიანობა არადამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ეს ინვესტორებს დაუმალა, ამტკიცებენ სამართალდამცავი ორგანოები. 

Genesis, მისი ყოფილი ხელმძღვანელი Soichiro Moro, მშობელი კომპანია DCG და მისი აღმასრულებელი დირექტორი ბარი სილბერტი ბრალდებულნი არიან ინვესტორებისთვის 1.1 მლდ აშშ დოლარზე მეტი ზარალის დამალვაში. 

კრიპტო დაკრედიტების პლატფორმამ ამ თანხის უმეტესი ნაწილი დაკარგა Three Arrows Capital-ის გაკოტრების გამო 2022 წლის ივნისში. სხვა მომხმარებელთან, Babel Finance-თან პრობლემების შედეგად Genesis-მა კიდევ 100 მლნ აშშ დოლარი დაკარგა. 

გამოძიების ინფორმაციით კომპანიას მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის სათანადო აუდიტი არ ჩაუტარებია. გარდა ამისა, პლატფორმამ Gemini შეცდომაში შეყვანა სესხის უზრუნველყოფის რეგულარულად მონიტორინგის შესახებ. სინამდვილეში კომპანიას Three Arrows Capital-ისგან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანგარიშები არ მიუღია. 

DCG-ის სტრუქტურების ხელმძღვანელობა შეთქმულებაში შევიდა და ცდილობდა დაემალა Gemini-ს და Earn-ისგან მიყენებული ზარალი. მშობლი კომპანია დათანხმდა Genesis-ისთვის 1.1 მლრდ აშშ დოლარის კუპიურების გაცემას ათი წლის ვადით და წლიური საპროცენტო 1%-იანი განაკვეთით. სასესხო ვალდებულებები მოტყუების სქემის ნაწილი გახდა, აცხადებენ პროკურატურაში. 

Genesis-მა Three Arrows Capital-ის ლიკვიდაციის შემდეგ Gemini-ს არაერთხელ წარუდგინა ფინანსური ბალანსის მცდარი ანგარიშები ბრუნვად აქტივებში ვექსელების ჯამის ჩათვლით. ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი, ვინაიდან ამ კატეგორიაში შედის ისეთი თანხები, რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ფულად და მათ ეკვივალენტებად ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნავენ სამართალდამცავი ორგანოები. 

პროკურატურამ სასამართლოსგან მოითხოვა ბრალდებულებს აეკრძალთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ნებისმიერი ბიზნესი, დაევალთ ინვესტორებისთვის ზარალის ანაზღაურება და უკანონოდ მიღებული მოგების უკან დაბრუნება. 

„ნიუ-იორკის მაცხოვრებლებმა და ინვესტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკარგეს 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი, რადგან მათ უთხრეს აშკარა სიცრუე, რომ მათი ინვესტიციები Earn-ში უსაფრთხო იყო და გაიზრდებოდა. სანაცვლოდ, Gemini მალავდა Genesis-ში ინვესტირების რისკებს, ხოლო Genesis-მა იცრუა განცდილი ზარალის შესახებ“, - განაცხადა შტატის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Genesis-მა სარჩელი შეიტანა DCG-ის წინააღმდეგ და მშობელი კომპანიისგან 600 მლნ აშშ დოლარზე მეტი სესხის დაფარვა მოითხოვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.