Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ავტომობილების იტალიურმა მწარმოებელმა Ferrari-მ დაამატა ციფრული აქტივები, როგორც გადახდის მეთოდი აშშ-ში. ფუნქცია ევროპაში 2024 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება, წერს Reuters. 

Ferrari-ს კომერციულ და მარკეტინგის დირექტორ ენრიკო გალიერას თქმით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დილერებისა და მომხმარებლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომელთაგან ბევრმა შეიძინა კრიპტოვალუტა. 

„ზოგიერთი მათგანი ახალგაზრდა ინვესტორია, რომელთა ქონება ციფრულ აქტივებს მოიცავს. სხვები უფრო ტრადიციული ინვესტორები არიან, რომლებიც თავიანთი პორტფელების დივერსიფიკაციას ცდილობენ, ”- განაცხადა მან. 

Ferrari-მა პარტნიორობის შეთანხმება დადო პროცესინგ-სერვის BitPay-სთან, რომელიც მიღებულ აქტივებს გადააკოვერტირებს ფიატად. საწყის ეტაპზე კომპანია იღებს Bitcoin-ს, Ethereum-სა და stablecoin USDC-ს. 

„ეს დაგვეხმარება კონტაქტი დავამყაროთ ადამიანებთან, რომლებიც სულაც არ არიან ჩვენი მომხმარებლები, მაგრამ შეუძლიათ ფერარის შეძენა. [...] კრიპტოვალუტით გადახდისას ფასები არ შეიცვლება, არანაირი საკომისიო ან დამატებითი გადასახადი არ დაწესდება“, - აღნიშნა გალიერამ. 

Ferrari-მ 2023 წლის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ ამერიკაში 1800-ზე მეტი მანქანა გაყიდა. კომპანიაში არ აკონკრეტებენ რამდენი მანქანის გაყიდვას გეგმავენ კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდით. 

იანვარში გერმანულმა ავტომობილების მწარმოებელმა Porsche-მ საკუთარი NFT კოლექცია გამოუშვა. 

2022 წლის მაისში იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ დაიწყო ციფრული აქტივებით გადახდების მიღება აშშ-ის ხუთ მაღაზიაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.