Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს The Information-ის ცნობით კომპანია Tesla-მ დაიწყო ახალ მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, რომელშიც პერსპექტივაში სუპერკომპიუტერ Dojo-ს ნოუდები განთავსდება. НРС პლატფორმა მდებარეობს Tesla-ს შტაბ-ბინაში ოსტინში (ტეხასი, აშშ), ექსპლუტაციაში შესვლის ზუსტი თარიღი არ გამოცხადებულა. 

კომპანიამ Dojo-ს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. სისტემა დაფუძნებული იქნება კომპანიის საკუთარი წარმოების სპეციალიზებულ Tesla D1 ჩიპებზე. 2024 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემების წარმადობა მიაღწევვს 100 Eflops-ს. პროექტის ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული. 

დეტალები Tesla-ს მონაცემთა ცენტრის შესახებ ჯერ არ არის გამჟღავნებული, მხოლოდ აღნიშნულია, რომ კონსტრუქციით იგი ბუნკერს წააგავს. ამ მონაცემთა ცენტრში განთავსდება Dojo-ს ზოგიერთი გამოთვლითი მოდული. კომპანია აპირებს სუპერკომპიუტერი გამოიყენოს ავტოპილოტირები ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად. საუბარია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რესურსებით ინტენსიური პრობლემების გადაჭრაზე. გარდა ამისა, მასკმა ადრე განაცხადა, რომ Dojo-ს სიმძლავრის ნაწილი შეიძლება მიეწოდოს გარე მომხმარებლებს ქლაუდ სერვისების მოდელის მეშვეობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Karpathy / Tesla. 

შეფასების თანახმად Dojo-ს ამოქმედებამ შესაძლოა Tesla-ს საბაზრო ღირებულება 500 მლრდ აშშ დოლარით გაზარდოს: ანუ კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით 60%-ით გაიზრდება. პარალელურად, Tesla ავითარებს სხვა НРС (High Performance Computing) პროექტებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი AI სუპერკომპიუტერი:  10 ათასი NVIDIA H100 ამაჩქარებლი მქონე სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ 340 Pflops წარმადობას FP64 ტექნიკური გამოთვლისას და 39.58 Pflops-ს INT8 ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.