Magdalena Posted October 17, 2023 Posted October 17, 2023 რესურს The Information-ის ცნობით კომპანია Tesla-მ დაიწყო ახალ მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, რომელშიც პერსპექტივაში სუპერკომპიუტერ Dojo-ს ნოუდები განთავსდება. НРС პლატფორმა მდებარეობს Tesla-ს შტაბ-ბინაში ოსტინში (ტეხასი, აშშ), ექსპლუტაციაში შესვლის ზუსტი თარიღი არ გამოცხადებულა. კომპანიამ Dojo-ს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. სისტემა დაფუძნებული იქნება კომპანიის საკუთარი წარმოების სპეციალიზებულ Tesla D1 ჩიპებზე. 2024 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემების წარმადობა მიაღწევვს 100 Eflops-ს. პროექტის ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული. დეტალები Tesla-ს მონაცემთა ცენტრის შესახებ ჯერ არ არის გამჟღავნებული, მხოლოდ აღნიშნულია, რომ კონსტრუქციით იგი ბუნკერს წააგავს. ამ მონაცემთა ცენტრში განთავსდება Dojo-ს ზოგიერთი გამოთვლითი მოდული. კომპანია აპირებს სუპერკომპიუტერი გამოიყენოს ავტოპილოტირების ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად. საუბარია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რესურსებით ინტენსიური პრობლემების გადაჭრაზე. გარდა ამისა, მასკმა ადრე განაცხადა, რომ Dojo-ს სიმძლავრის ნაწილი შეიძლება მიეწოდოს გარე მომხმარებლებს ქლაუდ სერვისების მოდელის მეშვეობით. ფოტოს წყარო: Karpathy / Tesla. შეფასების თანახმად Dojo-ს ამოქმედებამ შესაძლოა Tesla-ს საბაზრო ღირებულება 500 მლრდ აშშ დოლარით გაზარდოს: ანუ კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით 60%-ით გაიზრდება. პარალელურად, Tesla ავითარებს სხვა НРС (High Performance Computing) პროექტებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი AI სუპერკომპიუტერი: 10 ათასი NVIDIA H100 ამაჩქარებლის მქონე სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ 340 Pflops წარმადობას FP64 ტექნიკური გამოთვლისას და 39.58 Pflops-ს INT8 ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებში. https://tinyurl.com/msmkukpc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.