Jump to content

Recommended Posts

Posted

იმისათვის, რომ ლიდერობა შეინარჩუნოს ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებსა და მაღალი წარმადობის გამოთვლებში (HPC), NVIDIA გეგმავს დააჩქაროს გრაფიკული პროცესორების ახალი არქიტექტურების შემუშავება და, ფაქტობრივად, დაუბრუნდეს ახალი პროდუქტების დანერგვის ყოველწლიურ გრაფიკს. ინვესტორებისთვის წარდგენილი გეგმების მიხედვით Blackwell-ის თაობის გრაფიკული პროცესორები 2024 წელს უნდა გამოვიდეს და 2025 წელს მას ახალი არქიტექტურა ჩაანაცვლებს, რომელსაც ჯერ სახელწოდება არ აქვს და დასახელებულია, როგორც X. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

Blackwell-ის გამოშვებამდე, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, NVIDIA წარადგენს რამდენიმე ახალ პროდუქტს ამჟამინდელ Hopper არქიტექტურის საფუძველზე. მოსალოდნელია, რომ გამოვა H200 ამაჩქარებელი H100-ის ბაზაზე, ასევე GH200NVL, რომელიც შექმნილია დიდი ენის მოდელებთან (LLM) მუშაობისთვის Arm პროცესორებთან ერთად. 

Blackwell-ის სერიაში NVIDIA, სავარაუდოდ, გამოუშვებს B100 გამოთვლით ამაჩქარებელს x86 პლატფორმებისთვის, რომელიც ჩაანაცვლებს H100-ს. კომპანია ასევე ამზადებს GB200-ს, იგი სავარაუდოდ არის Grace Hopper გამოთვლითი სისტემის მემკვიდრე, რომელიც აერთიანებს Arm პროცესორს და Hopper GPU-ს. ასევე გამოვა GB200NVL - Arm-ზე დამყარებული გადაწყვეტილება LLM-ის სწავლებისა და მასთან მუშაობისთვის. გეგმებში ასევე შედს B40 პროდუქტის გამოსვლა, სავარაუდოდ ესენია GPU-ზე დაფუძნებული სამომხმარებლო გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტისთვის.  

2025 წელს Blackwell შეიცვლება არქიტექტურით, რომელიც ამჟამად დასახელებულია X-ად. Blackwell-ის თაობის მსგავსად მასშიც წარმოდგენილი იქნება X100, GX200 და GX200NVL პროდუქტები. სამომხმარებლო სეგმენტში X40 ჩაანაცვლებს B40-ს. 

NVIDIA ამჟამად ლიდერობს ხელოვნური ინტელექტის გრაფიკული პროცესორების ბაზარზე, მაგრამ AWS, Google, Microsoft, AMD და სხვა AI და ხელოვნური ინტელექტის სფეროს სხა მონაწილეები ამზადებენ საკუთარ მოწყობილობებს, ამიტომ NVIDIA იძულებულია რეაგირება მოახდინოს და შეცვალოს გეგმები. 

ცნობილია, რომ პოზიციის შემდგომი გაძლიერებისთვის NVIDIA-მ წინასწარ დაჯავშნა TSMC-ის სიმძლავრე და შეიძინა HBM მეხსიერება სამივე გლობალური მწარმოებლისგან. პარალელურა კომპანია პოპულარიზაციას უწევს თავის HGX და MGX სერვერებს, მიზნად ისახავს ამ მანქანების კომერციალიზაციას და მათ პოპულარობზრდას საბოლოო მომხმარებლებში, განსაკუთრებით კორპორატიული ხელოვნური ინტელექტის სეგმენტში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.