Jump to content

Recommended Posts

Posted

ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტ ChatGPT-ის დეველოპერი კომპანია OpenAI იკვლევს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნის შესაძლებლობას. ეს შეამცირებს დამოკიდებულებას ამაჩქარებლების მწარმოებლებზე, მათ შორის ბაზარზე დომინანტურ NVIDIA-ზე, ასევე უზრუნველყოფს ჩიპების საჭირო რაოდენობის არსებობას შემდგომი მუშაობისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

Reuters-ის წყაროების თანახმად გასულ წელს OpenAI-მ განიხილა სხვადასხვა ვარიანტი ძალიან ძვირადღირებული AI ჩიპების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად. განიხილებოდა საკუთარი AI ჩიპის შექმნის შესაძლებლობა, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ასეთი ჩიპების სხვა მწარმოებლებთან, მათ შორის NVIDIA-სთან, ასევე გამოთვლითი ამაჩქარებლების მომწოდებლების დივერსიფიკაცია. 

Open AI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ალტმანმა მეტი ხელოვნური ინტელექტის ჩიპის შეძენას კომპანიის მთავარი პრიორიტეტი უწოდა. მან მიუთითა ორ მთავარ პრობლემაზე: უახლესი გამოთვლითი ამაჩქარებლების დეფიციტზე, რომლებსაც ეყრდნობა OpenAI-ს პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატული უზრუნველყოფის ექსპლუატაციის „წარმოუდგენელი ხარჯები“,ც კომპანიის პროდუქტების მუშაობაზეა პასუხისმგებელი. 

OpenAI გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ავითარებს მძლავრ სუპერკომპიუტერზე. იგი შეიქმნა Microsoft-ის მიერ და შეიცავს NVIDIA-ს 10 ათას ერთეულ გრაფიკულ პროცესორს. Bernstein-ის ანალიტიკოს Stacy Rasgon-ის შეფასებით ChatGPT-ზე თითოეული მოთხოვნის შესრულება კომპანიას დაახლოებით 0.04 აშშ დოლარი უჯდება. თუ მოთხოვნების რაოდენობა Google-ის საძიებო მოთხოვნების მეათედამდე გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში ჩატ-ბოტს დასჭირდება დაახლოებით 48.1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების AI ჩიპები, ხოლო სტაბილურობის შესანარჩუნებლად წელიწადში დაახლოებით 16 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ამაჩქარებელი იქნება საჭირო. 

ჯერჯერობით უცნობია შექმნის თუ არა OpenAI საკუთარ AI ჩიპს. ამ გეგმაზე დანახარჯმა შეიძლება შეადგინოს ასობით მილიონი დოლარი წელიწადში და ასეთი თანხის გამოყოფითაც კი წარმატება გარანტირებული არ არის. პროცესი შეიძლება დაჩქარდეს ჩიპების მწარმოებელი კომპანიის შეძენით. წყაროს თანახმად OpenAI-მ განიხილა ეს ვარიანტი და ჩაატარა სათანადო შესწავლა პოტენციური შეძენის სამიზნეზე. თუმცა ამ კომპანიის სახელის გარკვევა ვერ მოხერხდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ OpenAI-ის გეგმის განხორციელებას - შექმნას საკუთარი ჩიპი, თუნდაც ეს იყოს კომპანიის შეძენის გზით, რამდენიმე წელიწად დასჭირდება და კომპანია ამ დროის განმავლობაში კვლავ დამოკიდებული იქნება გარე მომწოდებლებზე, როგორებიცაა NVIDIA და AMD. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.