Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

რეგიონის ეკონომიკა და გენდერი გავლენას ახდენს ციფრული აქტივების გამოყენებით ადამიანების ფინანსურ მიზნებსა და საინვესტიციო ქცევაზე. ამას მოწმობს Bitget-ის ანგარიში. 

მკვლევარებმა ჩაატარეს გამოკითხვა 1500 ადამიანთან 20 ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან და თურქეთიდან. 

შედეგების მიხედვით კრიპტო ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. სამხრეთკორეელი ტრეიდერების 46% ცდილობს გააუმჯობესოს პირადი ცხოვრების ხარისხი, ხოლო მალაიზიის და ტაივანის მაცხოვრებლების 36% პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის ბიუჯეტს. 

image.png 

ინვესტორების მიზნები რეგიონების მიხედვით. წყარო: Bitget. 

სქესი ასევე გავლენას ახდენს ფინანსურ მიზნებზე. სამხრეთ კორეასა (49%) და იაპონიაში (41%) ქალ ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ პირად სიმდიდრეზე. 

იმავე ქვეყნებიდან მამაკაცების თანაფარდობა, რომლებიც ოჯახის ბიუჯეტის გაძლიერებას კრიპტოვალუტებში ინვესტიციების გზით ცდილობენ, არის 12% და 20%, შესაბამისად. 

image.png 

მამაკაცებისა და ქალების პროცენტი, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ოჯახური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. წყარო: Bitget. 

თურქეთსა და შეერთებულ შტატებში ქალების დაახლოებით 27% იყენებს ინვესტიციებს ციფრულ აქტივებში შვილების განათლების საფასურის გადასახდელად. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია - 5% და 4%. 

image.png 

მამაკაცებისა და ქალების პროცენტი, რომლებიც ინვესტიციას ახდენენ განათლებისთვის. წყარო: Bitget. 

ყველაზე „მძიმეწონიანი“ ინვსტორები ჩიის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ: 18% - მათგან გამოიყოფა 50 ათასიდან 100 ათასამდე აშშ დოლარით, კიდევ 19% - 100 ათასიდან 500 ათასამდე აშშ დოლარით. 

რესპონდენტები ევროპიდან (51%), თურქეთიდან (49%) და სამხრეთ კორეიდან (46%) ახდენენ საშუალოდ 1000-დან 10 ათასამდე აშშ დოლარის ინვესტიციას. 

Coinbase-ის სექტემბრის გამოკითხვის თანახმად ყოველი მეხუთე ამერიკელი ზრდასრული ამერიკელი ფლობს ციფრულ აქტივებს - ამ ჯგუფში დაახლოებით 52 მილიონი ადამიანი შედის. 

მანამდე ConsenSys-ის კვლევამ აჩვენა, რომ ნიგერიელების 99%-მა იცის ციფრული აქტივების არსებობის შესახებ, რითაც 95%-ით აჯობეს შეერთებულ შტატებს. გლობალური მონაცემებით მთე მსოფლიოში ადამიანების 92% ერკვევა კრიპტოვალუტაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.