Magdalena Posted October 27, 2021 Posted October 27, 2021 ამერიკულმა კომპანია Intel-მა გაასაჯაროვა Xe Arc Alchemist გრაფიკული ამაჩქარებლების ფასები. მოსალოდნელია, რომ „ლურჯი გუნდი“ სამომავლო ვიდეო დაფებით შეეცდება კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-სა და AMD-ის მოწინავე დაფებს, ამასთან გამოირჩეოდეს ლოიალური ფასებით. პროცესორების მწარმოებელმა კალიფორნიულმა გიგანტმა აამოქმედა თამაში Xe HPG Scavenger Hunt. სამი გამარჯვებული მიიღებს Intel-ის სამ ახალ გრაფიკულ ამაჩქარებელს, სამი ან ექვსი თვის ვადით Xbox Game Pass-ის გამოწერას, აგრეთვე ARC-ის საფირმო ატრიბუტებს. გამარჯვებული და გრან-პრის ლაურეატი მიიღებენ 700 და 900 აშშ დოლარის ღირებულების ჯილდოებს, შესაბამისად. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, როგორი იქნება Intel-ის გრაფიკული ამაჩქარებლების მიახლოებითი ფასი, რომლებიც ბაზარზე მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს. 100 მოთამაშე მიიღებს მთავარ პრიზს, რომელიც მოიცავს ექვსთვიან Xbox Game Pass-ს და Intel Arc Premium ამაჩქარებელს. პირველი ადგილისთვის ორასი ჯილდო იქნება განკუთვნილი - სამი თვე Xbox Game Pass-ის გამოწერა და ვიდეო დაფა Intel Arc Performance. გეიმინგ სერვისის გამოწერის ღირებულებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპრიზო პაკეტებში არის სხვა ნივთებიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი დონის Intel Arc Premium გრაფიკული დაფის ფასი იქნება დაახლოებით 820 $, ხოლო Arc Performance ეღირება დაახლოებით 650 $. რა თქმა უნდა, 50-100 დოლარის კორექტირება შესაძლებელია ორივე მიმართულებით. https://tinyurl.com/m9pytts8 Quote
Magdalena Posted November 1, 2021 Author Posted November 1, 2021 კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე Intel-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ Arc Alchemist სერიის დისკრეტული გრაფიკული პროცესორები მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პირველად დესკტოპ ვერსიების დებიუტი შედგება თუ არა. პოპულარულმა YouTube-არხმა გამოაქვეყნა ამ სერიის უფროსი ვიდეო დაფის პირველი ფოტო, რომელშიც GDDR6 ტიპის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება იქნება წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead Intel-ის მიერ დამზადებული ვიდეო დაფის ნიმუშის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იგი უცვლელი სახით გამოვა საცალო ბაზარზე. პირველ რიგში, ეს გახლავთ ეტალონური ვერსია, Intel-ის პარტნიორებმა კი შესაძლოა საკუთარი დიზაინის მოდელები შეიმუშავონ. მეორე - ეს არის ჯერ მხოლოდ ინჟინრული ნიმუში და სერიული წარმოების დაწყების მომენტში შესაძლოა გადაკეთდეს. ყოველ შემთხვევაში, ორიგინალური დიზაინისგან იგი განსხვავდება გაგრილების სისტემის ვერცხლისფერი გარსაცმით - პირველ ვერსიაში ის შავი იყო. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead ამ ვიდეო დაფას ექნება არა მხოლოდ 512 შემსრულებელი ბლოკი, ასევე GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება და TDP-ის დონე - არაუმეტეს 225 ვატი. ფოტოზე კარგად ჩანს კვების დამატებითი კონექტორების კონფიგურაცია: რვაპინიან კონექტორთან ერთად წარმოდგენილია ექვსპინიანიც. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ვიდეო დაფის კვების ქვესისტემა ადაპტირებული PCI Express 5.0 სტანდარტთან. ASUS-ისგან ცნობილია, რომ ახალი თაობის ფლაგმანურ ვიდეო დაფებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ახალი ტიპის 12-პინიანი კონექტორი, რომლის წყალობით შესაძლებელი იქნება 600 ვატამდე ელექტროენერგიის გადაცემა ერთადერთი სადენით. მოკლედ, ახალ სტანდარტებზე წინა გადასვლების შემთხვევის მსგავსად დაკავშირების ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ადაპტერებით. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ვიდეო დაფის რადიატორი და ქულერები სცილდება PCB-ს ფარგლებს ისევე, როგორც მსგავსი სტრუქტურის ბევრი გრაფიკული ამაჩქარებლის შემთხვევაში. პარალელურად არხი Moore’s Law Is Dead წარმოგვიდგენს Arc Alchemist სერიის ყველაზე ხელმისაწვდომი, 128 ბლოკის მქონე ვიდეო დაფის რენდერს - მას ერთადერთი ქულერი და კომპაქტური გაბარიტები აქვს. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ რეალური ნიმუშის ფოტო, არამედ თვითმხილველების აღწერის მიხედვით შექმნილი ესკიზია. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead უმცროსი ვიდეო დაფის TDP-ის დონე, წინასწარი შეფასებით, არ აღემატება 75 ვატს, ხოლო GDDR6 მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ით შემოიფარგლება. არაოფიციალური მონაცემებით Arc Alchemist სერიის დესკტოპ სეგმენტის დისკრეტული წარმომადგენლები გამოჩნდება მხოლოდ მომავალი წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალში კი დიდი ალბათობით მობილური ვერსიების დებიუტი შედგება. https://tinyurl.com/tbayh23w 1 Quote
Magdalena Posted November 6, 2021 Author Posted November 6, 2021 Intel-ის 30.0.101.1002 ვერსიის დრაივერები აჩვენებს, რომ კომპანიამ დაარეზერვა 32-მდე PCI იდენტიფიკატორი DG2 დისკრეტული გრაფიკული პროცესორებისთვის, რომლებიც გაიყიდება ბრენდით Arc Alchemist. როგორც წესი, PCI ID წარმოადგენს ცალკეულ პროდუქტს. Intel ოფიციალურად აზიარებს ინფორმაციას Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების სერიის მხოლოდ ორი მოდელის შესახებ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ Intel გეგმავს ორი გრაფიკული ჩიპის გამოშვებას და მათ შემოთავაზებას სხვადასხვა კონფიგურაციის სახით. Intel-ის მიმდინარე წელს გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები მიუთითებდა, რომ კომპანია თავდაპირველად მუშაობდა გრაფიკული პროცესორების ხუთ კონფიგურაციაზე, რომლებშიც შედიოდა 96 EU, 128 EU, 256 EU, 384 EU და 512 EU კონფიგურაციები Xe-HPG არქიტექტურის საფუძველზე. თუმცა მიმდინარე კვირაში გაირკვა, რომ Intel აგრეთვე განიხილავს 448 EU-ს მქონე Arc მოდელის გამოსვლის ალბათობას. ამ დროისთვის გაურკვეველია, გრაფიკული პროცესორების რომელი მოდელებია განკუთვნილი მხოლოდ ლეპტოპებისთვის და რომლები იქნება გამოყენებული როგორც დესკტოპ კომპიუტერებში, ისე ლეპტოპებში. მობილური გრაფიკული პროცესორები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია სხვადასხვა TGP-ით, ამიტომ, მაგალითად 256 EU-ის მქონე გრაფიკული პროცესორი შესაძლოა შემოთავაზებული იყოს სხვადასხვა ტაქტის სიხშირითა და TGP-ის დონით და, შესაბამისად, ჰქონდეთ სხვადასხვა PCI იდენტიფიკატორი. გარდა ამისა, Intel გეგმავს Xe-HPG-ის ბაზაზე არსებული გრაფიკული პროცესორები წარადგინოს სამუშაო სადგურებისა და სერვერებისთვისაც, ამიტომ დისკრეტული გრაფიკული დაფების რაოდენობა, რომელთა წარდგენასაც კომპანია DG2 სერიაში აპირებს, მნიშვნელოვნად დიდი იქნება. თუკი განვიხილავთ DG2 მოდელების რაოდენობას ამჟამად, კომპანია გვთავაზობს მხოლოდ სამ დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს Xe-LP-ის ბაზაზე, ესენია 96 EU-ის მქონე Iris Xe Max ლეპტოპებისთვის, დისკრეტული გრაფიკული პროცესორი Iris Xe – 80 EU-ით დესკტოპ კომპიუტერებისთვის და სერვერული გრაფიკული პროცესორი 96 EU-ით. რაც შეეხება კონკრეტულად Intel DG2 -ის იდენტიფიკატორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: % INTEL_DEV_4F80% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F80 % INTEL_DEV_4F81% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F81 % INTEL_DEV_4F82% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F82 % INTEL_DEV_4F83% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F83 % INTEL_DEV_4F84% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F84 % INTEL_DEV_4F85% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F85 % INTEL_DEV_4F86% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F86 % INTEL_DEV_4F87% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F87 % INTEL_DEV_4F88% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_4F88 % INTEL_DEV_5690% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5690 % INTEL_DEV_5691% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5691 % INTEL_DEV_5692% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5692 % INTEL_DEV_5693% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5693 % INTEL_DEV_5694% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5694 % INTEL_DEV_5695% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5695 % INTEL_DEV_5696% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5696 % INTEL_DEV_5697% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5697 % INTEL_DEV_5698% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_5698 % INTEL_DEV_56A0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A0 % INTEL_DEV_56A1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A1 % INTEL_DEV_56A2% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A2 % INTEL_DEV_56A3% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A3 % INTEL_DEV_56A4% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A4 % INTEL_DEV_56A5% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A5 % INTEL_DEV_56A6% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A6 % INTEL_DEV_56A7% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A7 % INTEL_DEV_56A8% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A8 % INTEL_DEV_56A9% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56A9 % INTEL_DEV_56B0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56B0 % INTEL_DEV_56B1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56B1 % INTEL_DEV_56C0% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56C0 % INTEL_DEV_56C1% = iDG2D_w10_DS, PCI \ VEN_8086 და DEV_56C1 https://tinyurl.com/azxcwdr2 Quote
Magdalena Posted November 23, 2021 Author Posted November 23, 2021 ინსაიდერ Moore’s Law Is Dead-მა ახალ ვიდეოში ისაუბრა სამომავლო დაბალბიუჯეტურ ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist-ზე DG2-128EU გრაფიკული პროცესორით, რომელსაც 128 გამომთვლელი ბლოკი აქვს. მიმდინარე სიტუაციაში ბაზრისთვის მოდელი მეტად საინტერესოა, დაბალბიუჯეტურ სეგმენტში ის შეიძლება გახდეს საუკეთესო არჩევანი და ამაში, ინსაიდერის თქმით, მას ხელს შეუწყობს 6 გბ მოცულობის 96-ბიტიანი GDDR6 16 გბ/წმ მეხსიერება. DG2-128EU-ს სხვა სავარაუდო დადებით მახასიათებლებს მიეკუთვნება მცირე, 75-ვატიანი ენერგომოხმარება და სარეკომენდაციო ფასი - დაახლოებით 179 აშშ დოლარი. წყარო: Moore’s Law Is Dead YouTube კონკურენტებს რაც შეეხება, Twitter-ინფორმატორმა @KOMACHI_ENSAKA-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზადდება AMD Radeon RX 6500 XT და RX 6400 მოდელები 4 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერებით. მეხსიერების სალტის სიგანე უცნობია, შეიძლება იყოს 64-ბიტიანი. NVIDIA GeForce RTX 30-სერიის დაბალბიუჯეტური დესკტოპ მოდელების დამზადების შესახებ ამჟამად ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, ბაზარზე არსებული GeForce GTX 1050 და 1650 კი არც ისე კარგად გამოიყურება: მათ არ აქვთ DLSS მასშტაბირების მხარდაჭერა, Intel-ს კი გააჩნია მეტად საინტერესო და იმედისმომცემი XeSS. სხვათა შორის, შესაძლებელია, რომ NVIDIA-ს ახალი სივრცითი მასშტაბირების ტექნოლოგია, რომელიც არ საჭიროებს ტენზორულ ბირთვებს, წარმოდგენილი იყოს GTX მოდელების მუშაობის გაძლიერების მიზნით. ლეპტოპებისთვის განკუთვნილი DG2-128EU ვარიანტის მახასიათებლები შესაძლოა შემცირდეს გაიაფების, ენერგომოხმარებისა და სითბოს გამოყოფის დონის შემცირების მიზნით - ინსაიდერის აზრით მას ექნება 64-ბიტიანი 4 გბ 14 გბ/წმ ვიდეომეხსიერება. ლეპტოპების გამოსვლა მოსალოდნელია შეზღუდული რაოდენობით თებერვალში ან მარტში, შემდეგ გამოვა დესკტოპ ვიდეო დაფები. მიწოდება მეორე კვარტლის ბოლოს დარეგულირდება. https://tinyurl.com/yjy26vef Quote
Magdalena Posted December 13, 2021 Author Posted December 13, 2021 YouTube-არხმა, სახელწოდებით Moore's Law is Dead, გამოაქვეყნა ვიდეომიმოხილვა ვიდეო დაფების სამომავლო ხაზ Intel Arc-ის შესახებ. მათ შესახებ გარკვეული ცნობები ამ დრომდეც იყო გავრცელებული, ამჯერად კი შეგვიძლია DG2 პროცესორების ფოტოებს გავეცნოთ. მათ შორისაა SOC1 (512-მდე ბლოკით) და SOC2 (128-მდე). უახლესი ინფორმაციისა და სხვა გრაფიკული პროცესორების შესახებ ცნობების არარსებობიდან გამომდინარე, ეს ორი მათგანი იქნება Intel-ის ძირითადი ჩიპები. ადრე საუბარი მიმდინარეობდა სამ პროცესორზე, მაგრამ ამჯერად DG2-384EU მოდელის შესახებ ცნობები არ არსებობს. ფოტოებზე ვხედავთ რამდენად დიდია SOC1 SOC2-თან შედარებით. სავარაუდოდ, ეს არის პროცესორების ადრეული ნიმუშები, რომლებიც მიეწოდება შერჩეულ პარტნიორებს. ამ ნიმუშებზე დაყრდნობით კომპანიები ამზადებენ დისკრეტულ გრაფიკულ დაფებს ან ლეპტოპებს. თუმცა წარმადობა შესაძლოა არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც სხვადასხვა საბოლოო ვარიანტში. ვიდეო დაფების გამოჩენის თარიღები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ცნობილი. Intel-მა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ეს მოხდება მომავალი წლის პირველ კვარტალში. ზუსტი დრო არ არის მოხსენებული. ასევე უცნობია, იქნება ეს მობილური ვიდეო დაფები თუ პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვერსიები. სავარაუდოდ, DG2 ჩიპების სამრეწველო წარმოება ჯერ არ დაწყებულა და წინასწარი ვერსიები პარტნიორებს იანვრამდე არ მიეწოდება. ჯამში გამორიცხული არ არის, რომ დისკრეტული დესკტოპ ვიდეო დაფები მობილურ ვერსიებზე ადრე გამოვიდეს. Alder Lake-P პროცესორებზე აგებული მომავალი თაობის ლეპტოპები დაანონსდება იანვრის დასაწყისში გამოფენა CES-ზე. თუკი მათ შემადგენლობაში Intel-ის ვიდეო დაფები შევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი გაყიდვა მეორე კვარტალზე ადრე დაიწყოს. დისკრეტულ ვიდეო დაფებს არ გააჩნია ასეთი შეზღუდვები და მათი მიწოდება ანონსის შემდეგ შესაძლებელია. https://tinyurl.com/ucfmhrwj Quote
Magdalena Posted December 31, 2021 Author Posted December 31, 2021 ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა არა - უსაფუძვლო. რაც უფრო ვუახლოვდებით Intel-ის მომავალი თაობის დისკრეტული ვიდეო დაფების ოფიციალურ გამოშვებას, მით უფრო მეტი მოარული ხმა ჩნდება შემადგენლობისა და რეალური ხელმისაწვდომობის თარიღების შესახებ. მაგალითად, IT Home ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Intel გეიმერებს შესთავაზებს მხოლოდ ორ DG2 დესკტოპ ვიდეო დაფას და არ იქნება გამიზნული ბაზრის ყველაზე მაღალი წარმადობის სეგმენტზე, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. Intel-ის მარკეტინგული მასალების მიხედვით Arc Alchemist დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სერია (ასევე ცნობილი, როგორც DG2) მოიცავს ორ ჩიპს, თუმცა Intel-ის დრაივერების მიხედვით მოდელების რაოდენობა შეიძლება იყოს 32 ერთეული. მიიჩნევა, რომ Intel თავდაპირველად წარადგენს ორ მოდელს: ერთი - 512 მოდულით (EU) და 16 გბ GDDR6 მეხსიერებით, მისი წარმადობა GeForce RTX 3070/3070 Ti-ს მსგავსი იქნება, მეორე მათგანს კი ექნება 384 EU და 12 გბ DDR6 მეხსიერება, წარმადობის დონე კი - GeForce RTX 3060/3060 Ti-ს მსგავსი. საშუალო და მაღალი დონის სეგმენტზე ორიენტირება კარგი გზაა ბაზრის წილის მოსაპოვებლად, რადგან ასეთი დაფების გაყიდვების დონე საკმაოდ მაღალია მათი ფასისა და წარმადობის კომბინაციის გათვალისწინებით. თუმცა ენთუზიასტები შეიძლება არ აღფრთოვანდნენ ამ მიდგომით. თავდაპირველად Intel ახალი თაობის გრაფიკული დაფების გამოშვებას იანვარში აპირებდა და პარტნიორებისთვის ნიმუშების მიწოდებაც დაიწყო, მაგრამ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია ამჯერად დაფების გამოშვების თარიღად დამდეგი წლის მარტს განიხილავს. თარიღის გადავადება Intel-ს ხელს შეუწყობს განახორციელოს დრაივერების ოპტიმიზაცია და თავიდან აირიდოს Nvidia-ს ახალი გრაფიკული პროცესორებისგან კონკურენცია, რომლებიც იანვარში გამოვა. ლეპტოპებისთვის Intel გამოუშვებს საწყისი დონის დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს 128 შემსრულებელი მოდულით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს GeForce RTX 2050-ის დონის წარმადობა. Intel არაოფიციალურ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. სავარაუდოდ კომპანია DG2 სერიის გრაფიკულ პროცესორებზე გამოფენა CES 2022-ზე ისაუბრებს. https://tinyurl.com/yrynhr5b Quote
Magdalena Posted March 18, 2022 Author Posted March 18, 2022 როგორც გამოფენა CES-ზე ითქვა, Intel მობილური გრაფიკული პროცესორების სერია Intel Arc A-ს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოუშვებს, ზუსტი თარიღია 30 მარტი. Intel-ის ვებ-გვერდზე აგრეთვე გამოჩნდა გარკვეული საინტერესო ცნობები, მაგალითად, წარმადობის რა დონეს უნდა ელოდონ მომხმარებლები Arc А სერიის პირველი მობილური გრაფიკული პროცესორისგან, აგრეთვე ცნობილი გახდა ინფორმაცია Project Endgame-ის შესახებ. 30 მარტს გაიმართება ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Intel Arc A-Series-ის გრაფიკის გამოშვების სპეციალური ღონისძიება, სახელწოდებით „თამაშის ახალი ეტაპი“. მოსალოდნელია, რომ მისი მსვლელობისას გახმაურდება უამრავი ტექნიკური დეტალი, აგრეთვე კომპანიის პარტნიორების პროდუქტების ფართო სპექტრი. Intel-ის ახალი გრაფიკული ტექნოლოგიები, რომელთა დემონსტრაცია უნდა შედგეს ღონისძიებაზე, მოიცავს Intel Deep Link-ს, XeSS-სა და ბევრ სხვას. Intel Arc სერიის პირველი დისკრეტული გრაფიკული პროცესორი, რომელიც ლეპტოპებში იქნება გამოყენებული, იქნება Intel Arc A370M. ეს GPU იქნება პირველი, რომელიც გამოყენებული იქნება Intel Evo სისტემებში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეძლებს უზრუნველყოს ავტონომიური მუშაობის რეალური ცხრა ან მეტი საათი Full HD გაფართოებაზე. ამავე დროს ახალი Arc სერიის გრაფიკული პროცესორები უზრუნველყოფენ გრაფიკული წარმადობის ორჯერ ზრდას. ეს განცხადება ეხება Intel Iris Xe 96EU-ს, რომლის სამუშაო სიხშირეა 1.45 გჰც-მდე. Intel მიგვანიშნებს, რომ Arc A370M-ის წარმადობას უზრუნველყოფს ტექნოლოგია Intel Deep Link, როგორიცაა Power Share, რომელიც ადრე Iris Xe Max გრაფიკაში გამოიყენებოდა. იგი სიმძლავრეს ანაწილებს პროცესორსა და გრაფიკულ პროცესორს შორის კონკრეტული დატვირთვის შესაბამისად. Arc A370M-ისა და სხვა გრაფიკული პროცესორების ზუსტი მახასიათებლები გამოქვეყნდება უახლოეს დროში, შესაძლოა თამაშების დეველოპერების კონფერენციაზე (GDC), რომელიც მომავალ ორშაბათს იწყება. Intel-მა დაადასტურა, რომ ამ ღონისძიებაზე განხილული იქნება რეითრეისინგის საკითხი GPU Arc-ში და ტექნოლოგია XeSS. https://tinyurl.com/33sb8ez7 Quote
Magdalena Posted March 23, 2022 Author Posted March 23, 2022 პირველი ლეპტოპი დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით Intel Arc წინასწარ გაყიდვაშია. მომხმარებლებს შეუძლიათ გააფორმონ წინასწარი შეკვეთა ლეპტოპზე Acer Swift X, რომელშიც წარმოდგენილია ვიდეო დაფა Intel Arc A370M. შემოთავაზება აღმოჩენილ იქნა ფინურ მაღაზია ProShop-ში. შეგახსენებთ, რომ ეს ლეპტოპი დაანონსდა ჯერ კიდევ გამოფენა CES 2022-ზე მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში. ფოტოს წყარო: Acer სუპერმსუბუქ Acer Swift X-ში, რომელსაც აქვს 16-დუიმიანი ეკრანი 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით, გამოყენებულია მე-12 თაობის Intel Core (Alder Lake) პროცესორები. ლეპტოპში მოცემული იქნება 12-ბირთვიანი Core i5-1240P (სიხშირე 3.3/4.3 გჰც, 12 მბ Intel Smart Cache) და Core i7-1260P (სიხშირე 3.4/4.7 გჰც, 18 მბ Smart Cache მეხსიერება). ორივე პროცესორს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტური ბირთვი. პირველი პროცესორის ბაზაზე დამყარებული ლეპტოპის ფასი იწყება 1299 ევროდან, მეორისა - 1549 ევროდან. ორივე ლეპტოპში ხელმისაწვდომია 16 გბ LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. უფროს მოდელს აქვს 1 ტბ მოცულობის NVMe SSD, უმცროსს - 512 გბ. Acer Swift X-ში მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო სტანდარტები. ლეპტოპი იწონის 1.7 კგ-ს. გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ვიდეო დაფა Intel Arc A370M მიეკუთვნება ამაჩქარებლების საწყის დონეს და დამყარებულია გრაფიკულ ჩიპ DG2-128EU-ზე. მიიჩნევა, რომ დაფას ექნება 4 გბ ვიდეო მეხსიერება 64-ბიტიანი ინტერფეისის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Proshop Intel Arc Alchemist სერიის მობილური გეიმინგ ვიდეო დაფების პრეზენტაცია 30 მარტს შედგება. რაც შეეხება ლეპტოპ Acer Swift X-ს, ფინური მაღაზია მის გამოსვლა 25 მაისისთვის ელოდება. https://tinyurl.com/yucwzdv3 Quote
Magdalena Posted April 4, 2022 Author Posted April 4, 2022 კომპანია Intel-მა, როგორც ჩანს, გაასაჯაროვა სამომავლო დესკტოპ ვიდეო დაფა Arc A780-ის მახასიათებლები. Arc და Iris Xe ამაჩქარებლების მართვისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა Arc Control-ის პრეზენტაციაზე კომპანიამ აჩვენა ვიდეო დაფის მახასიათებლები, რომლებიც არ შეესაბამება ამ დრომდე ოფიციალურად წარდგენილ არც ერთი მობილურ Arc Alchemist ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება დესკტოპ მოდელს. ფოტოს წყარო: VideoCardz Arc Control-ის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აპლიკაცია, მათ შორის გრაფიკული სისტემის მონიტორინგი, აგრეთვე ვიდეო დაფის საბაზისო აჩქარების გარკვეული პარამეტრები. აპლიკაციების ერთ-ერთ ჩანართში გამოჩნდა ინფორმაცია ვიდეო დაფის GPU-ის სამუშაო სიხშირის, მეხსიერების სიხშირის, GPU-ისა და მეხსიერების დატვირთვის დონის შესახებ, აგრეთვე ენერგომოხმარების დონე და ამაჩქარებლის სხვა მახასიათებლები. ამ მონაცემების თანახმად GPU-ის სიხშირე შეადგენს 2200-2250 მჰც-ს 99%-ანი დატვირთვის პირობებში. შეგახსენებთ, რომ ფლაგმანური მობილური ვიდეო დაფა Arc A770M-ის გრაფიკული ჩიპი მუშაობს 1650 მჰც სიხშირემდე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უმცროს მობილურ ვიდეო დაფა Arc A350M-ის GPU-ის (რომლის სიხშირე 1150 მეგაჰერცია) მექანიკური აჩქარება თეორიულად შესაძლებელია 2.2 გიგაჰერცამდე. ეს ფაქტი დადასტურდა Geekbench-ის სინთეტიკური ტესტებიდან გამოჟონილი მონაცემების საფუძველზე. მობილური Intel Arc A350M GPU-ის სიხშირით 2.2 გჰც. წყარო: Geekbench ზემოთხსენებული ამაჩქარებლის დესკტოპ ბუნებაზე სხვა ფაქტებიც მეტყველებს. Arc Control-ის აპლიკაციაში ვიდეო დაფის TDP-ის დონედ 175 ვატი ფიგურირებდა. Arc სერიის უკვე წარდგენილი მობილური ვიდეო დაფების არც ერთი მოდელი არ ფლობს ენერგომოხმარების ასეთ დონეს. მაგალითად, ფლაგმანური Arc A770M დაფის TDP-ის დონე 150 ვატს შეადგენს, თუმცა ამაჩქარებელმა შესაძლოა მიაღწიოს ენერგომოხმარების უფრო მაღალ დონეს ტექნოლოგია Intel Deep Link-ის წყალობით, რომელსაც შეუძლია სიმძლავრის განაწილება ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორს შორის საჭიროების შემთხვევაში. ასევე უნდა აღინიშნოს ვიდეომეხსიერების სიხშირე, რომელიც, თუკი წარმოდგენილ ინფორმაციას დავუჯერებთ, 1093 მჰც-ს შეადგენს. ამრიგად იგი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს 17.5 გბ/წმ-ის დონეზე. შეგახსენებთ, რომ მობილური ვიდეო დაფების სერია Arс Alchemist-ის შემადგენლობაში გამოიყენება GDDR6 მეხსიერება მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 16 გბ/წმ. მეხსიერების აჩქარება მობილური GPU-ების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ Intel-მა ვიდეოში აჩვენა Arc ვიდეო დაფის დესკტოპის მოდელის მახასიათებლები. https://tinyurl.com/yvc6dmp2 Quote
Magdalena Posted April 9, 2022 Author Posted April 9, 2022 კომპანია Intel-ის წარმომადგენელმა Tom Petersen-მა პორტალ HotHardware-თან ინტერვიუს მსვლელობისას წარადგინა უცნობი დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებლის პროტოტიპი. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ფოტოს წყარო: Intel კომპანია Intel-ს დესკტოპ ვიდეო დაფა Arc-ის დემონსტრაციისას არ უჩვენებია, რა სახის და რამდენი კონექტორი ექნებოდა კვებისთვის. პეტერსონმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ საუბარი ეხება კვების ჩვეულებრივი ATX სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ამაჩქარებელს. ეს ნიშნავს, რომ დაფაში გამოყენებულია სტანდარტული 6- და 8-პინიანი კონექტორები და არა უახლესი 12+4-პინიანი კონექტორი PCIe 5.0, რომელიც მიღებულია ATX 3.0 სტანდარტის მახასიათებლებით. წარმოდგენილ დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი. თითოეულ ასეთ კონექტორს შეუძლია ვიდეო დაფისთვის 150 ვატის მიწოდება. PCIe x16 სლოტიდან 75 ვატთან ერთად (ასევე ნაჩვენები იყო ინტერვიუში) 525 ვატამდე სიმძლავრის მიწოდებაა შესაძლებელი დაფისთვის. კონექტორებს შორის მნიშვნელოვანი დაშორება, რომელიც შეგვიძლია შევნიშნოთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს არის ვიდეო დაფის ძალიან ადრეული საინჟინრო ნიმუში, რომლის მთავარი მიზანია მისი კომპონენტების მუშაობის შემოწმება. Intel-ის პოლიტიკამ ხელი შეუშალა პეტერსონს დესკტოპ ამაჩქარებლის სრული პროტოტიპის წარდგენაში. აღსანიშნავია, რომ პეტერსენის მიერ ნაჩვენები პროტოტიპი საერთოდ არ ჰგავს დესკტოპ დაფა Intel Arc Alchemist-ის ინჟინრულ ნიმუშებს, რომელთა შესახებ ცნობები უფრო ადრე გამოჩნდა. მისი ფინალური ეტალონური ვერსია Intel-მა გასული თვის ბოლოს წარადგინა. ვიდეო დაფა Arc Alchemist-ის ადრეული ნიმუში. ფოტოს წყარო: YouTube / Moore’s Law is Dead ვიდეო დაფა Arc Alchemist მარტის პრეზენტაციიდან. ფოტოს წყარო: Intel რეალურად, ჯერჯერობით შეუძლებელია განსაზღვრა, გვიჩვენა თუ არა პეტერსენმა ARC სერიის ვიდეო დაფის პროტოტიპი თუ საუბარი ეხებოდა მომდევნო თაობის ამაჩქარებელს. ადრე Intel-მა დაადასტურა, რომ ვიდეო დაფების სერია Battlemage, რომელიც Alchemist-ს ჩაანაცვლებს, იქნება „გადაწყვეტილება ენთუზიასტებისთვის“. ამ სიტუაციაში დამაბნეველია ასევე სამი 8-პინიანი კვების კონექტორის არსებობაც, რადგან შესაძლებელი იყო ერთი ახალი 12+4-პინიანი ATX 3.0 სტანდარტის კონექტორის გამოყენება, რომელსაც მეტი სიმძლავრის გადაცემა შეუძლია. Intel-მა განაცხადა, რომ Arc Alchemist სერიის დესკტოპ ვიდეო დაფებს მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში წარადგენს. იმ დროს გახდება ცნობილი ყველა დეტალი. https://tinyurl.com/2kjn5stk Quote
Magdalena Posted April 28, 2022 Author Posted April 28, 2022 Intel Arc Alchemist A სერიის დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის მქონე ნოუთბუქები და ულტრაბუქები ამერიკულ მსხვილ რითეილერებთან გამოჩნდა გაყიდვაში - წერს პორტალი Tom’s Hardware. ASUS-ისა და HP-ს ორი მოდელი აღმოჩენილ იქნა საცალო ქსელ Best Buy-ზე. ორივე ლეპტოპს აქვს ვიდეო დაფა Arc A370М 4 გბ GDDR6ნ მეხსიერებით. ახალი მოწყობილობების ფასი დიდად სახარბიელო არ არის. ფოტოს წყარო: Best Buy ულტრაბუკ ASUS Zenbook Flip მოდელში წარმოდგენილია 12-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-12700H, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება LPDDR5, 1 ტბ NVMe SSD და გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. ეს ლეპტოპი იყიდება 1400 აშშ დოლარად. ლეპტოპს აქვს 360 გრადუსით მბრუნავი 15.6-დუიმიანი სენსორული OLED დისპლეი გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი. მოდელ HP Spectre x360-ს (16-f1023dx), რომლის ფასია 2000 აშშ დოლარი, ასევე აქვს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეი და ვიდეო დაფა Arc A370M. ლეპტოპში მოცემულია 12-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1260P, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200 და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ლეპტოპს ასევე აქვს 16-დუიმიანი სენსორული OLED-დისპლეი გვერდების შეფარდებით 8:5 და გაფართოებით 3840 × 2400 პიქსელი. ორივე ლეპტოპი აგებულია პლატფორმა Intel Evo-ზე, აქვს უსადენო კავშირის სტანდარტ Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა და კონექტორი Thunderbolt 4 (USB Type-C). კომპანიებს არ მიუთითებიათ მოწყობილობების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა, თუმცა პლატფორმა Evo-ს ბოლო მახასიათებლების თანახმად ლეპტოპებმა უნდა უზრუნველყონ არანაკლებ 9 საათი ავტონომიური მუშაობა და უნდა ჰქონდეთ სწრაფი გამოღვიძების ფუნქცია. Tom's Hardware-ის აზრით ზემოთაღნიშნული ლეპტოპების ღირებულება არაგონივრულად მაღალია. რესურსი აღნიშნავს, რომ იმავე 1400-2000 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ გეიმინგ ლეპტოპები იმავე ფორმ-ფაქტორის GeForce RTX 3060 ან GeForce RTX 3070 გრაფიკული დაფებით. მაგალითად, ASUS ROG Zephyrus G14 მოდელის ფასი 1560 აშშ დოლარია. ამ ფასად ლეპტოპი გვთავაზობს Ryzen 9 5900HS პროცესორს და GeForce RTX 3060 ვიდეო დაფას. ამავდროულად, ეს მოწყობილობა უფრო მსუბუქია, ვიდრე ASUS Zenbook-ისა და HP Spectre-ის მითითებული მოდელები. 1400-დან 2000 აშშ დოლარამდე ფასის დიაპაზონი კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A370M დაფას ვერ ვუწოდებთ სწრაფ ვიდეო დაფას თანამედროვე სტანდარტებით. AMD-ის განცხადებით მისი საბაზისო დონის მობილური ამაჩქარებელი Radeon RX 6500M 27-დან 144%-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე Intel-ის პროდუქტი. https://tinyurl.com/4mmppy3x Quote
Magdalena Posted May 2, 2022 Author Posted May 2, 2022 Intel გეგმავს დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ბარათების გამოშვებას მეორე კვარტლის ბოლომდე, ანუ არაუგვიანეს 30 ივნისისა. ეს ინფორმაცია დაადასტურა 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლო ანგარიშის კონფერენციაზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა. „AXG (განყოფილება Accelerated Computing Systems and Graphics Group, რომელიც ქმნის ვიდეო დაფებს) გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენ უკვე გამოვუშვით მობილური გრაფიკული დაფები. მეორე კვარტალში გვექნება დესკტოპ გრაფიკული დაფები და მეტი გრაფიკა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ შევავსებთ პროდუქციის ხაზს“, - განაცხადა გელსინგერმა. არსებული ცნობების თანახმად Intel-მა გამოუშვა რვა სხვადასხვა დისკრეტული ვიდეო დაფა Arc Alchemist სერიაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მიმდინარე ზაფხულში ვიხილოთ. დიდი ალბათობით, Intel-ის ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად არის არა აპარატურული, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის მხარე. დრაივერების პაკეტების შექმნა, რომლებიც სტაბილური და ოპტიმალურია თანამედროვე თამაშებისთვის, სამუშაოს დიდ ნაწილს შეადგენს და მისი შესრულება Intel-ს სწორი მიმართულებით სურს. „გეიმერი თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ ზოგ მნიშვნელოვან თამაშზე მიმდინარეობს დიდი შრომა ოპტიმიზაციისთვის და ასეთი სამუშაო სრული სვლით მიდის“ - აღნიშავს გელსინგერი. Intel მუშაობს OEM პარტნიორებთან, რათა გამოუშვას ახალი გრაფიკული დაფები და პროდუქტები. Intel-ის ხელმძღვანელმა პირველად აღნიშნა, რომ კომპანია ავითარებს Arc 9 დესკტოპ გრაფიკას: ”ნახავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პროდუქტი გამოჩნდება ბაზარზე. გვაქვს მესამე ვერსია (Arc 3). გვექნება მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე ვერსიები (Arc 5, Arc 7 და Arc 9), რომელთა შემუშავებას მიმდინარე წელს ვაპირებთ“. ახალი ვიდეო დაფების გამოშვების კონკრეტული თარიღები არ სახელდება. სავარაუდოდ შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე, მეორე კვარტლის ბოლოს ვიხილავთ Intel-ის დესკტოპ გრაფიკას, თუმცა უცნობია რა ვიდეო დაფები იქნება. ჯამში Intel წლის ბოლომდე გამოუშვებს დესკტოპ ვიდეო დაფების სრულ ასორტიმენტს საწყისი დონიდან ფლაგმანებამდე. Intel აგრეთვე ეტაპობრივად გამოუშვებს ახალ მობილურ გრაფიკას - ჯერ გამოსულია მხოლოდ უმცროსი ვერსია Arc 3. https://tinyurl.com/3pt3hhcz Quote
Magdalena Posted June 4, 2022 Author Posted June 4, 2022 ვებ-გვერდ UserBenchmark-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა 24-ბირთვიანი Intel Raptor Lake პროცესორი Intel Arc A770 დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით. როგორც ჩანს, კომპიუტერის ორივე სამომავლო კომპონენტი ამჟამად აქტიური ტესტირების ფაზას გადის. ფოტოს წყარო: Intel საინტერესოა ის, რომ სატესტო სისტემაში გამოყენებული იყო DDR5-4800 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერება. უახლესი ინფორმაციის თანახმად Raptor Lake პროცესორები იმუშავებენ DDR5-5200 მეხსიერების უფრო სწრაფ მოდულებთან დამატებითი აჩქარების გარეშე. თავად Raptor Lake-ის ინჟინრულ ნიმუშს აქვს 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი. ტესტის ფარგლებში პროცესორის მაქსიმალურმა სიხშირემ შეადგინა 4.6 გჰც, რაც მოსალოდნელზე დაბალია, თუმცა სატესტო ჩიპის კვალობაზე ცუდი ნამდვილად არ არის. მიიჩნევა, რომ მე-13 თაობის Core ჩიპებს შეეძლება ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე რამდენიმე ბირთვზე. ფოტოს წყარო: UserBenchmark Intel Arc A770 დისკრეტული ამაჩქარებლის ძალიან დაბალი გრაფიკული წარმადობა სრულად აიხსნება იმით, რომ ვიდეო ბარათი მხოლოდ 1 გბ მეხსიერებას იყენებდა. შეგახსენებთ, რომ დესკტოპ დისკრეტული Arc Alchemist ვიდეო დაფების გამოშვებას მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავს, Raptor Lake პროცესორების გამოსვლა კი მოსალოდნელია შემოდგომაზე და ისინი AMD Ryzen 7000 სერიის ჩიპების პირდაპირი კონკურენტები გახდებიან. https://tinyurl.com/78de4y9y Quote
Magdalena Posted June 6, 2022 Author Posted June 6, 2022 კიბერსპორტულ ღონისძიება Intel Extreme Masters (IEM) 2022-ზე დალასში (აშშ) კომპანია Intel-მა წარმოადგინა Arc Alchemist-ის დისკრეტული დესკტოპ გრაფიკული ამაჩქარებელი. ახალი ვიდეო დაფის ფოტოები Twitter-ის ერთმა მომხმარებელმა გააზიარა. ფოტოს წყარო: Twitter / @theBryceIsRT Intel არ მიუთითებს ვიდეო დაფის კონკრეტულ მოდელს. თუმცა იგი ძალიან ჰგავს იმ დაფას, რომელიც კომპანიის მიერ მარტში წარმოდგენილ სარეკლამო რგოლში ფიგურირებდა. იმ დროს Intel-მა აღნიშნა, რომ ამაჩქარებელი მიეკუთვნება გარკვეულ შეზღუდულ სერიას (Limited Edition) და გამოვა ზაფხულში. ამჟამად კომპანია ახალ ვიდეო დაფას ცოცხლად გვიჩვენებს. ფოტოებიდან ჩანს, რომ ვიდეო დაფას ორი ქულერი აქვს. პორტალი VideoCardz მიიჩნევს, რომ ფოტოზე მოცემულია 32 Xe ბირთვის მქონე პროცესორ Intel ACM-G10-ის ბაზაზე აგებული მოდელი. შესაბამისად, იგი შესაძლოა იყოს Arc A770, ან ფლაგმანური Arc A780. სავსებით სარწმუნოა, რომ დაფას ექნება 16 გბ GDDR6 მეხსიერება. გარდა ამისა, მას აქვს 8- და 6-პინიანი კონექტორები დამატებითი კვებისთვის. უფრო ადრეული ცნობების მიხედვით Intel Arc Alchemist-ის ფლაგმანური დესკტოპ მოდელი შეძლებს კონკურენციის გაწევას ისეთი ვიდეო დაფებისთვის, როგორებიცაა Radeon RX 6700 და GeForce RTX 3070. სამწუხაროდ, კომპანიას ჯერ არ დაუკონკრეტებია ზუსტად როდის აპირებს Arc სერიის დესკტოპ გრაფიკის გამოშვებას. Intel ამჟამად ორიენტირებულია ამავე სერიის ამაჩქარებლების მობილური ვერსიების გამოშვებაზე. https://tinyurl.com/2p9x9ytu Quote
Magdalena Posted June 15, 2022 Author Posted June 15, 2022 Intel Arc Alchemist-ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა მისი პირველადი მახასიათებლები. მათ გამოჩენაზე კომპანია MSI-ში იზრუნეს, სადაც სტენდზე განათავსეს გეიმინგ პერსონალური კომპიუტერი Core i5-12400F პროცესორით და Arc A380 ამაჩქარებლით. გარკვეული დროის შემდეგ იგი ვიტრინიდან მოხსნეს, თუმცა ენთუზიასტებმა მოასწრეს და ნახეს, რომ მასში მოცემული იყო 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით, ასევე 8 Xe ბირთვი. იგივე ვიდეო დაფა დაფიქსირდა ვიდეოთამაშებში. კერძოდ, გამოქვეყნდა მისი მაჩვენებლები შემდეგ თამაშებში: PUBG (94 fps), Overwatch (100 fps), League of Legends (200 fps) და Eternal Catastrophe (85 fps). ყველა ტესტი ჩატარდა სტრანდარტულ 1080p გაფართოებაზე. პერსონალური კომპიუტერის დანარჩენი მახასიათებლები, რომელშიც მოწყობილობა გაიტესტა, უცნობი დარჩა. შეგახსენებთ, რომ Arc გრაფიკული პროცესორების პირველი ტალღა მთლიანად ჩინეთში წავა, სადაც კიბერსპორტის მიმართ მზარდ ინტერესს „მოემსახურება“. როგორც ადრე ცხადდებოდა, აღმოსავლეთ აზიაში არის გეიმინგ კაფეების სწრაფად მზარდი სეგმენტი, რომელსაც ესაჭიროება დიდი მოცულობის ბიუჯეტი და საშუალო კლასის ვიდეო დაფები და Intel იმისთვის, რომ შექმნას "ბაზრის ახალი მოთამაშის" კარგი იმიჯი - გამოიყენებს შანსს და დააკმაყოფილებს აზიის მოთხოვნას, სხვა რეგიონებში კი თანდათან გაფართოვდება. https://tinyurl.com/ycxrwekw Quote
Magdalena Posted June 16, 2022 Author Posted June 16, 2022 რესურს VideoCardz-მა დაადასტურა, რომ Intel-მა მიმდინარე კვირაში წარადგინა Arc A380 დისკრეტული გრაფიკული დაფა ჩინეთის ბაზარზე და პირობა დადო, რომ ზაფხულის განმავლობაში გაყიდვების მასშტაბს გააფართოვებს. თავდაპირველად ასეთ ვიდეო დაფებს Intel-ის პარტნიორები წარმოადგენენ მზა კომპიუტერების ნაწილად, თუმცა მოგვიანებით მათი შეძენა შესაძლებელი იქნება ცალკე. ჩინეთისთვის რეკომენდებული ფასი გადასახადების ჩათვლით არის 1000 იუანი, რაც ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 150 აშშ დოლარია. ფოტოს წყარო: Intel ახალ ვიდეო დაფას აქვს მხოლოდ 8 Xe ბირთვი და 1024 ნაკადური პროცესორი, გააჩნია 6 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერება 96-ბიტიანი სალტით, TDP-ის დონე არ აღემატება 75 ვატს და არ საჭიროებს დამატებითი კვების კონექტორს. კომპანიის მონაცემების თანახმად Arc A380 დაახლოებით 25%-ით სწრაფია AMD Radeon RX 6400-თან შედარებით, თუმცა შეუძლია კადრების სიხშირის მხარდაჭერა 60 კადრი/წამში 1080p გაფართოების გამოყენებისას ისეთ პოპულარულ თამაშებში, როგორებიცაა League of Legends, Moonlight Blade, Naraka: Bladepoint და PUBG: Battlegrounds. უზრუნველყოფილია რეითრეისინგის აპარატული აჩქარება და მხარდაჭერილია DirectX 12. https://tinyurl.com/mrxppjw9 Quote
Magdalena Posted June 25, 2022 Author Posted June 25, 2022 Intel Arc A380 ვიდეო დაფის მიმოხილვები უკვე გამოქვეყნებულია ჩინეთში მრავალი ტექნოლოგიური რესურსის მიერ. ზოგადად, შედეგები შეესაბამება ერთმანეთს - Intel-ის ვიდეო დაფა თამაშების უმეტესობაში უფრო ნელია AMD-ისა და NVIDIA-ს კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით. როგორც ირკვევა, Arc A380 ოფიციალურად უფრო ნელია, ვიდრე AMD-ის ამჟამინდელი დაბალბიუჯეტური გეიმინგ დაფა Radeon RX 6400, ისევე როგორც NVIDIA-ს მოძველებული GeForce GTX 1650. ამას Wccftech რესურსის მიერ გამოქვეყნებული ამონარიდები ადასტურებს. Intel-მა ჩაატარა ოფიციალური შედარების ტესტები 17 თამაშში და მათი შედეგები მოცემულია ოფიციალურ დოკუმენტაციაში. ზოგ შემთხვევაში ვიდეო დაფა მინიმალურად ჩამორჩება კონკურენტებს და ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Total War: Troy, Naraka Bladepoint, The Witcher 3 და F1 2021, RX 6400-ზე უკეთეს შედეგსაც კი აფიქსირებს. წყარო: Wccftech და Intel Corp. ვიდეო დაფის ამოცანაა უზრუნველყოს კადრების საშუალო სიხსირე 60 FPS-ს ზემოთ 1080p გაფართოებაზე გრაფიკის საშუალო პარამეტრების პირობებში და ეს ამოცანა შესრულებულია. ამასთან, კომპანიამ ჯერ კიდევ გამოშვებისას აღნიშნა უპირატესობა წარმადობისა და ფასის თანაფარდობის თვალსაზრისით, საბოლოო მყიდველისთვის კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მაღაზიაში არსებულ ფასზე. Arc A380-ს გააჩნია აშკარა უპირატესობები: AV1 კოდირების მხარდაჭერა, ტექნოლოგიების ნაკრები და სამუშაო დატვირთვის ოპტიმიზაცია Intel-ის ინტეგრირებულ გრაფიკასთან ერთობლივი მუშაობისთვის. XeSS მასშტაბირება. დიდი იმედები მყარდება დრაივერების განახლებისა და წარმადობის დამატებითი გაუმჯობესების შესახებ. დროთა განმავლობაში ვიდეო დაფა შეიძლება გახდეს უფრო სწრაფი, თუ ვიმსჯელებთ შედარებით მაღალი ეფექტურობით 3DMark სტანდარტებში. https://tinyurl.com/5435wx35 Quote
Magdalena Posted June 28, 2022 Author Posted June 28, 2022 კომპანია Intel-მა წარადგინა ოფიციალური მონაცემები მობილური გრაფიკული ამაჩქარებლების, Arc 770M-ისა და Arc A730M-ის წარმადობის შესახებ. ინფორმაცია პორტალ Tom’s Hardware-მა გააზიარა. ორივე ვიდეო დაფა ხელმისაწვდომია ლეპტოპების რამდენიმე მოდელში, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთში იყიდება. საერთაშორისო ბაზარზე ამ ამაჩქარებლების მქონე სისტემების გამოსვლა ზაფხულის დასასრულისთვის არის მოსალოდნელი. ფოტოს წყარო: Intel Arc A7 სერიის ორივე ზემოთხსენებული მობილური ვიდეო დაფა აგებულია გრაფიკულ ჩიპ Alchemist ACM-G10-ზე. მოწყობილობების წარმადობის მონაცემები მიღებულია Intel-ის ოფიციალური პრეს-რელიზიდან, რომელიც ჩინელ ტექნობლოგერებს შორის გავრცელდა. დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს Arc 770M მოდელის, როგორც მობილური GeForce RTX 3060 დაფის კონკურენტის, პოზიციონირება. Arc A730M მოდელს კი Intel-ი მობილურ GeForce RTX 3050 Ti-ს უპირისპირებს. უფროსი მოდელის წარმადობის GeForce RTX 3070-სა და, მით უმეტეს, GeForce RTX 3080-თან შედარების შესახებ არაფერი თქმულა. ამ დრომდე მოარული ხმების მიუხედავად როგორც ჩანს, Intel არ აპირებს ფლაგმანებთან კონკურენციის გაწევას მობილურ სეგმენტში. პრეს-რელიზში ასევე მითითებულია იმ ლეპტოპების კონფიგურაციები, რომლებშიც ვიდეო ბარათების ტესტირება მოხდა. სამწუხაროდ Intel-მა გამოტოვა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიცაა მისი ამაჩქარებლების ენერგომოხმარების დონე. Intel-ის ვიდეო ბარათებს აქვთ დინამიური TDP - მწარმოებლებს შეეძლებათ დააყენონ ენერგიის მოხმარების მაქსიმალური დონე კონკრეტულ დიაპაზონში კონკრეტული ლეპტოპის შემთხვევაში. ასევე ცნობილია, რომ Intel-ის ტესტებში GeForce RTX 3050 Ti და RTX 3060 გამოიყენებოდა ვერსიებში, რომლებსაც არ აქვთ მაქსიმალური TDP. სისტემის კონფიგურაციები ასე გამოიყურებოდა: ლეპტოპის უცნობი მოდელი მახასიათებლებით - Intel Arc A730M (TDP-ის დონე 80-დან 120 ვატამდე), Core i7-12700H და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR5-4800; ლეპტოპის უცნობი მოდელი მახასიათებლებით - Intel Arc A770M (TDP-ის დონე 120-დან 150 ვატამდე), Core i9-12900HK და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR5-4800; ASUS ROG Zephyrus M16 მოდელი მახასიათებლებით - GeForce RTX 3050 Ti (TDP 60 ვატი), Core i7-11800H და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR4-3200; MSI Pulse GL66 მოდელი მახასიათებლებით - GeForce RTX 3060 (TDP 85 ვატი), Core i9-12900HK, DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უცნობია; Intel-ის განცხადების თანახმად Arc A730M გრაფიკული დაფა საშუალოდ 13%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3050 Ti, ხოლო უფროსი Arc A770M გრაფიკული დაფა საშუალოდ 12%-ით სწრაფია თამაშებში GeForce RTX 3060-თან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz -Tom's Hardware-ზე დაყრდნობით დასკვნა ეფუძნება 17 თამაშის ტესტებს, რომლებიც გაშვებული იყო მაღალი ან მაქსიმალური ხარისხის გრაფიკის პარამეტრებში და 1920 × 1080 პიქსელ გაფართოებაზე. ზოგიერთ თამაშში Intel-ის ახალი დაფები ჩამორჩებოდა კონკურენტ NVIDIA-ს, მაგრამ ბევრში მათ საგრძნობი უპირატესობა დააფიქსირეს. https://tinyurl.com/ycye8uk3 Quote
Magdalena Posted July 13, 2022 Author Posted July 13, 2022 ცნობილმა ინსაიდერმა @_rogame-მ გამოავლინა ჯერ არგამოშვებული Intel Arc A770M და Arc A550M GPU-ების 3Dmark-ტესტების პირველი შედეგები. ამჟამად Intel Arc Alchemist ვიდეო დაფები გამოდის მხოლოდ მობილურ ვარიანტებად და მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე. ეს ვითარება ეტაპობრივად იცვლება, რადგან Intel-ს საბაზისო დონის A370M გრაფიკული პროცესორები გააქვს სხვა ბაზრებზეც, მაგრამ უფრო მძლავრი ვარიანტები - Alchemist A550M, A730M და A770M ჯერ კიდევ რთულადაა ხელმისაწვდომი. @_rogame-ის ინფორმაცია აფიქსირებს A550M და A770M გრაფიკულ პროცესორებს 3DMark-ში. სამწუხაროდ, ორივე მათგანის შედეგი ძალიან ორაზროვანია და უფრო მეტ კითხვას ტოვებს, ვიდრე პასუხს, თუმცა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეო ბარათის მოდელები უკვე ტესტირების ეტაპზეა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ დაფის გამოშვება ძალიან მალე უნდა მოხდეს - რამდენიმე კვირაში და არა თვეში. A550M მოდელმა, რომელსაც აქვს ACM-G10 GPU-ის აქტიური ბირთვის ნახევარი, 3DMark Time Spy-ში 6017 ქულა ძველი ვერსიის 1726 დრაივერის გამოყენებით. სამწუხაროდ, ეს ტესტი ჩატარდა გააქტიურებული Intel APO-თი (Advanced Performance Optimizations), რაც ფაქტობრივად მას უმოქმედოს ხდის 3DMark-ის წესების თანახმად. ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით APO ტექნოლოგია აუმჯობესებს წარმადობას დაახლოებით 15%-ით. A730M დაფასთან შედარება APO-სთან გვიჩვენებს, რომ A730M 67%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე A550M - ორჯერ მეტი ბირთვით. რაც შეეხება უფრო ძველ მოდელ Intel Arc A770M-ს, მისი ტესტირება მოხდა Fire Strike Extreme-ში, სადაც 13244 ქულა დააგროვა. ეს დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც RTX 3070 გრაფიკული დაფის მობილური ვერსიისა, რომელიც მუშაობს Core i7-12700H პროცესორთან ერთად. Arc A770M შემოწმდა სატესტო დრაივერის ვერსიით 9999, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ OEM-ები ახალი აპარატურის გამოშვებამდე. აღსანიშნავია, რომ A770M-ის ოფიციალური წარმადობა უკვე დაადასტურა Intel-მა. ეს დაფა საშუალოდ 12%-ით უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე მობილური RTX 3060 გეიმინგში. ამრიგად, 3DMark-ის შედეგები, რომლებიც ინტერნეტში გამოჩნდა, ბოლომდე არ ემთხვევა რეალურ გეიმინგ ტესტებს, სადაც აშკარად Intel-ს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული სამუშაო დრაივერებთან და მოუწევს განახორციელოს ბევრი ოპტიმიზაცია. https://tinyurl.com/mwhtsd6f Quote
Magdalena Posted July 18, 2022 Author Posted July 18, 2022 როგორც ვხედავთ, Arc სერიის მახასიათებლების სრულფასოვან ანონსს Intel არ ჩქარობს. კომპანია ხშირად აკეთებს მცირე კომენტარებსა და განცხადებებს, ასევე საზოგადოება გარკვეულ ინფორმაციას იღებს არაოფიციალური წყაროებიდან. Arc ვიდეო დაფების ზოგიერთი მცირე მახასიათებელი უკვე ცნობილია, საიდანაც შეგვიძლია განვსაჯოთ, რომ Intel არ გეგმავს წარმადობით RTX 3070-ს მაინც მიუახლოვდეს. პორტალ Wccftech-მა გააზიარა Intel-ის პარტნიორებისთვის განკუთვნილი სამომავლო გეგმის მცირე ანალოგი. მისი მიხედვით ჩანს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო Alchemist სერიაში შევა 5 ვიდეო დაფა: A770, A750, A580, A380 და A310. А770: ფლაგმანური ჩიპი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 16/8 გბ ვიდეომეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 Ti-ს (ოდნავ მცირე) და RX 6650 XT დაფების მსგავსი. ფასი - 400$; А750: მოწინავე მოდელი. ენერგომოხმარება - 225 ვატი. 8 გბ მეხსიერება, წარმადობის დონე - RTX 3060 და RX 6600 დაფების მსგავსი. ფასი - 300$; А580: საშუალობიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 175 ვატი. 8 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - RTX 3050-ს მსგავსი. 200-230$; А380: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 6 გბ მეხსიერება. წარმადობის დონე - GTX 1650-ს მსგავსი (ოდნავ დაბალი). ფასი - 120-130$; А310: დაბალბიუჯეტური მოდელი. ენერგომოხმარება - 75 ვატი. 4 გბ მეხსიერება. წარმადობა - GTX 1050 Ti-ს მსგავსი. ფასი - 105$. ბოლომდე გაურკვეველია, როგორ აპირებს Intel - კონკურენცია გაუწიოს Nvidia-სა და AMD-ის საშუალობიუჯეტურ მოდელებს, თუკი ორივე კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარადგენს ამაჩქარებლების ახალ თაობას და ის, რაც ადრე იყო მოწინავე სეგმენტი RTX 30-ის შემთხვევაში, გახდება საშუალო სეგმენტი RTX 40-თან შედარებით. თუმცა Intel-ს სამოქმედოდ რჩება ბაზრის დაბალბიუჯეტური სეგმენტი, სადაც იგი, სავარაუდოდ, თავს კარგად იგრძნობს. https://tinyurl.com/yxbp6n47 Quote
Magdalena Posted July 19, 2022 Author Posted July 19, 2022 Intel-ის გრაფიკის ინჟინერმა ტომ პეტერსენმა (Tom Petersen) და გრაფიკული განყოფილების მარკეტინგის ხელმძღვანელმა რაიან შრაუტმა (Ryan Shrout) მიმდინარე კვირაში დაიწყეს ტურნე პოპულარული ტექნობლოგერების სხვადასხვა YouTube-არხზე. პირველ რიგში მათ გააანალიზეს არხი GamersNexus, სადაც წარადგინეს ვიდეო დაფა Arc A750 Limited Edition, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღეს ლაინუს სებასტიანის (Linus Sebastian) არხ LinusTechTips-ზე, სადაც პირველად აჩვენეს უფროსი მოდელი Arc A770 Limited Edition. ფოტოს წყარო: YouTube / LinusTechTips ეტალონურ Intel Arc A770 Limited Edition მოდელში გამეორებულია Arc A750 Limited Edition-ის გარეგნული დიზაინი. დასახელებაში მოცემული „Limited Edition” მიუთითებს, რომ დაფა აღჭურვილია ეტალონური, მაგრამ RGB-განათების მქონე გაგრილების Custom-სისტემით. განათებით არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ლოგოტიპი „Intel Arc“ და დაფის ზედა ნაწილის საფარი, ასევე ამაჩქარებლის უკანა მხარე. გარდა ამისა, წარმოდგენილია წრიული განათება ორი ქულერის ირგვლივ. Intel-ს ჯერ არ დაუწყია ვიდეო ბარათის ნიმუშების გაგზავნა პარტნიორებისთვის შესამოწმებლად, ამიტომ Arc A770 Limited Edition, განსხვავებით უმცროსი Arc A750 Limited Edition-სგან, არ იყო ნაჩვენები მუშა მდგომარეობაში. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვიდეო დაფა შესანიშნავია გეიმინგისთვის და კარგად ექვემდებარება ოვერქლოქინგს. პეტერსენს და შრაუტს არ გაუმხელიათ ამაჩქარებლის ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლები. ცნობების უფრო ადრეული გაჟონვების წყალობით ცნობილია, რომ დაფა აგებულია პროცესორ ACM-G10-ის ბაზაზე, რომელსაც აქვს 32 ბირთვი და 16 გბ GDDR6 მეხსიერება, რაც ვიდეომეხსიერების მაქსიმალურ მოცულობას წარმოადგენს Arc Alchemist სერიის ამაჩქარებლებისთვის. მოდელ Intel Arc A770 Limited Edition-ზე წარმოდგენილია 8- და 6-პინიანი კვების კონექტორი, სამი DisplayPort და ერთი HDMI. დამატებითი კვების კონექტორების მიმდებარედ ასევე შეინიშნება კიდევ ერთი კონექტორი, სავარაუდოდ USB Type-C. Intel-ის წარმომადგენლებს არ უთქვამთ, როდის გამოვა Arc A770 Limited Edition გაყიდვაში და რა ეღირება. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ "ეს მოხდება იმაზე ადრე, ვიდრე ყველას ჰგონია". ასევე ცნობილია, რომ ვიდეო ბარათის ეტალონური ვერსია არ იქნება ექსკლუზიური რომელიმე მაღაზიისთვის, როგორც ეს ხდება NVIDIA GeForce Founders Edition ამაჩქარებლების შემთხვევაში. შეერთებულ შტატებში NVIDIA-ს ეტალონური ვიდეო დაფების დანერგვა ჯერ თავად მწარმოებელმა მოახდინა, შემდეგ კი ეს ბიზნესი მიანდო საცალო ქსელ BestBuy-ს. https://tinyurl.com/yr9mj39p Quote
Magdalena Posted July 22, 2022 Author Posted July 22, 2022 ჩინეთში დაიწყო დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A380-ის ოფიციალური გაყიდვები. ამ დრომდე ოფიციალურად მისი შეძენა შესაძლებელი იყო მხოლოდ მზა კომპიუტერული სისტემის შემადგენლობაში, თუმცა ზოგიერთი გამყიდველი მაინც სთავაზობდა მომხმარებლებს დაფას, როგორც ცალკეულ პროდუქტს. ამჟამად ამაჩქარებელი შემოთავაზებულია ცალკეულ მოწყობილობად უკვე ოფიციალურად. ფოტოს წყარო: Expreview Arc A380 დაფის სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 1030 იუანს (დაახლოებით 153 აშშ დოლარი), თუმცა მაღაზიებში ამ ფასად პოვნა ჯერ პრობლემატურია. რეალურად, გაყიდვაში გამოვიდა ამაჩქარებლის მხოლოდ ერთი არარეფერენსული ვერსია კომპანია Gunnir-ისგან. ეს ვიდეო დაფა იყიდება 1299 იუანად (193$). ვიდეო დაფების უფრო ცნობილი მწარმოებლები ჯერჯერობით არ ჩქარობენ Intel-ის ამაჩქარებლის თავიანთი ვერსიების დაანონსებას. ფოტოს წყარო: Expreview Arc A380-ის ეტალონური ვარიანტისგან განსხავებით, რომელსაც ერთქულერიანი გაგრილების სისტემა აქვს, Gunnir Arc A380 Photon OC ვერსია წარმოდგენილია უფრო მაღალი წარმადობის ორქულერიანი გაგრილებით. დაფა პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკში იკავებს გაფართოების ორ სლოტს. Gunnir Arc A380 Photon OC-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული პროცესორი ACM-G11. მასში მოცემულია 8 Xe ბირთვი 2450 მჰც სიხშირით. დაფას აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება მონაცემთა გადაცემის 15.5 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე. დაფაზე წარმოდგენილია ოთხი გარე ვიდეოკონექტორი: სამი DisplayPort და ერთი HDMI 2.0. ფოტოს წყარო: JD ამაჩქარებლის შეძენა შესაძლებელია ერთ-ერთ მსხვილ ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა JD-ზე. გამყიდველების ინფორმაციით ვიდეო დაფის მიწოდება 27 ივლისიდან დაიწყება. https://tinyurl.com/5n6tdd6h Quote
Magdalena Posted July 23, 2022 Author Posted July 23, 2022 საწყისი დონის დისკრეტულმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა Intel Arc A380 ზოგიერთ დასავლელ მიმომხილველამდე მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, ამჟამად ვიდეო დაფას არ აქვს Ethereum-ის მაინინგისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Gunnir ”სამწუხაროდ, არცერთი მაინინგ პროგრამა არ მუშაობს Intel-ის გრაფიკასთან. ვცადე NiceHashMining, trex miner, lolminer, teamreeminer-ის გაშვება (ყველაფერი Windows-ზე). დაველოდოთ Hive OS მაინინგ პლატფორმას“, - წერს პოპულარული ვიდეო ბლოგერი DJ Mines Twitter-ზე. კრიპტოვალუტის ბაზარი მძიმე პერიოდებს გადის. ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა ვიდეო ბარათების დახმარებით მაინინგის მომგებიანობა. როგორც ჩანს, Arc A380-ის ფასებზე გავლენა არ მოხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც - მაინერების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო. Intel Arc-ის დრაივერების ცუდი ოპტიმიზაციის გამო ეს ამაჩქარებელი კარგი არჩევანი არ გამოდის თამაშებისთვისაც. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ვიდეო დაფის მექანიკური აჩქარება ფაქტობრივად „მეორე სუნთქვას აძლევს“ მას და საშუალებას იძლევა დაეწიოს ერთი დონით მაღალ ვიდეო დაფა GeForce GTX 1650-ს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ Intel Arc A380 ჯერ კიდევ არ იყიდება. ჩინეთში იგი ცოტა ხნის წინ გამოვიდა საცალო ვაჭრობაში, სადაც მას მომხმარებლებს სთავაზობენ დაახლოებით 193 აშშ დოლარად. ამ დრომდე მისი შეძენა მხოლოდ მზა კომპიუტერების შემადგენლობაში იყო შესაძლებელი. https://tinyurl.com/2a753bpb Quote
Magdalena Posted July 26, 2022 Author Posted July 26, 2022 კომპანია Intel რამდენიმე კვირის განმავლობაში ატარებდა თამაშ Xe-HPG Scavenger Hunt-ს, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს უნდა აღმოეჩინათ კომპანიის მიერ საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე დამალული ცნობები. ჯილდოებად დაწესებული იყო Arc Alchemist სერიის 100 „პრემიალური“ და 200 „მაღალი წარმადობის“ ვიდეო დაფა. Intel-მა ამჟამად უკვე დაადასტურა ამაჩქარებლების კონკრეტულად რომელ მოდელებს მიიღებენ საჩუქრად გამარჯვებულები. ფოტოს წყარო: Intel Intel-მა ახლახანს წარადგინა დესკტოპ გრაფიკული ბარათები Arc A770 და Arc A750. თუმცა მათ შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვა. მაგალითად, კომპანიას არ გაუმჟღავნებია ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები. ფოტოს წყარო: Intel თუმცა Intel-მა დაადასტურა, რომ Xe-HPG Scavenger Hunt-ის გამარჯვებულები მიიღებენ ამ გრაფიკულ ბარათებს. ასევე ითქვა, რომ Arc A770 მოდელს აქვს 16 გბ მეხსიერება, ხოლო Arc A750 მოდელს - 8 გბ. Intel Arc A750 Limited Edition. წყარო: Twitter / @DougRattman00 Intel-მა აღნიშნა, რომ მათ ესმით თაყვანისმცემლების აღშფოთება Arc სერიის გრაფიკული ბარათების გამოშვების დაგვიანების გამო. კომპანიამ განაცხადა, რომ რელიზი "უკვე ახლოვდება". მწარმოებელმა დაადასტურა, რომ მალე დაიწყებს Arc A750 მოდელის ნიმუშების გაგზავნას ტესტირებისთვის. ამაჩქარებლები ცოტა ხნის წინ მივიდა Intel-ის ოფისებში და ამჟამად გადიან შიდა ტესტირებას, სანამ საინფორმაციო მედიაში გაიგზავნება განხილვისთვის. ბოლო დროინდელ ხმებს თუ დავუჯერებთ Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფები 400 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასად გაიყიდება. თავად Intel-მა განაცხადა, რომ აპირებს გეიმინგში "ყველა [კონკურენტის] განადგურებას ფასისა და წარმადობის თვალსაზრისით". https://tinyurl.com/mzkk94xk Quote
Magdalena Posted July 28, 2022 Author Posted July 28, 2022 მიმდინარე დროისთვის მხოლოდ ერთმა მწარმოებელმა გამოუშვა დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A380-ის არარეფერენსული ვერსია - ეს არის ჩინური კომპანია Gunnir. მალე მას შეუერთდება კიდევ ერთი, მაგრამ ამჯერად ვიდეო დაფების უფრო მეტად ცნობილი მწარმოებელი - ტაივანური კომპანია AsRock. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დრომდე AsRock აწარმოებდა მხოლოდ AMD Radeon სერიის ვიდეო დაფებს. ფოტოს წყარო: Bilibili ჩინურ სოციალურ პლატფორმა Bilibili-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ASRock-ის Intel Arc A380 ვიდეო დაფა. იგი გახდება Challenger სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ASRock გამოუშვებს გრაფიკული ბარათების უფრო ხელმისაწვდომ ვერსიებს. ASRock Arc A380-ს ექნება ერთი ქულერი, ალუმინის საკმაოდ კომპაქტური რადიატორი და სისტემური ბლოკის შემადგენლობაში დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A380 საბაზისო დონის ამაჩქარებელია, გაგრილებისადმი ამგვარი მიდგომა სავსებით საკმარისია. რაც შეეხება Gunnir Intel Arc A380 Photon ვერსიას, მასში წარმოდგენილი ორი ქულერი კი ცოტა გადაჭარბებულად გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს, ეს მოდელი წარმადობით Radeon RX 6400-ის დონემდეც კი ვერ აღწევს. ASRock-ის მიერ წარმოებულ Arc A380 დაფას ისევე, როგორც Gunnir-ის მიერ დამზადებულ ვერსიას, ექნება ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო დაფა მოიხმარს ეტალონურ 75 ვატზე მეტს. სამწუხაროდ პლატფორმა Bilibili-დან გაზიარებული ვიდეო არ შეიცავს რაიმე დეტალს სამომავლო ამაჩქარებელ ASRock Arc A380-ის შესახებ, ამიტომ ვიდეო დაფის ზუსტი მახასიათებლები, ისევე როგორც ინფორმაცია მისი გამოშვების დროის შესახებ, უცნობი რჩება. https://tinyurl.com/mpm5m7d7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.