Magdalena Posted July 30, 2022 Author Posted July 30, 2022 მიმდინარე კვირაში Intel-მა განაცხადა, რომ დაიწყო გრაფიკულ დაფა Arctic Sound-M-ისა და ვიდეოს ტრანსკოდირების დაფების მიწოდება მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. დაფაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Intel Big Arc Alchemist ACM-G10, რომელიც წარმოდგენილი იქნება გეიმერებისთვის განკუთვნილ Arc A500 და Arc A700 სერიების სამომავლო მაღალი წარმადობის გრაფიკულ დაფებში. „გრაფიკული პროცესორი Intel Data Center კოდური სახელით Arctic Sound-M უკვე მიწოდებაშია. ეს არის ღია და მოქნილი გრაფიკული პროცესორი, რომელშიც მხარდაჭერილია სამუშაო დატვირთვის ფართო სპექტრი, დაწყებული ქლაუდ გეიმინგიდან და მულტიმედია კონტენტის სტრიმინგიდან. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი მომხმარებლების ინოვაციური გადაწყვეტილებების განხორციელებას!” - ნათქვამია Intel-ის განცხადებაში. გრაფიკისა და ვიდეოს კოდირებისთვის განკუთვნილ დაფაში, კოდური სახელით Arctic Sound-M, გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი ACM-G10 32 Xe ბირთვით, 4096 ნაკადური პროცესორითა და 16 გბ მეხსიერებით. გრაფიკულ პროცესორ Intel ACM-G10-ს შეუძლია შეასრულოს 4K ფორმატის რვამდე ნაკადის ტრანსკოდირება ერთდროულად, დაამუშავოს 30-ზე მეტი ნაკადი 1080p გაფართოებაზე და შეასრულოს 40-ზე მეტი გეიმინგ ნაკადის რენდერინგი. გარდა ამისა, უფრო სრულყოფილი Intel Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში მხარდაჭერილია XMX ინსტრუქციები, რაც ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვის აჩქარების საშუალებას იძლევა. Intel Arctic Sound-M-ის მიწოდებაში გამოშვების მთავარი ფაქტორი მდგომარეობს კომპანიის დარწმუნებულობაში, რომ ACM-G10 გრაფიკული პროცესორისთვის განკუთნილი მისი დრავერები და აპლიკაციები საკმარისად კარგია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. ეს ნიშნავს გარკვეული თამაშების დისტანციურ რენდერინგს ვიდეოს ტრანსკოდირების სახით. საბოლოო მომხმარებლებს, როგორც წესი, ოდნავ სხვა მოთხოვნები აქვთ, რადგანაც ისინი იყენებენ თამაშების უფრო ფართო სპექტრს და გაცილებით მეტ აპლიკაციას. ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი მონაცემთა ცენტრსა და საბოლოო მომხმარებლის პროგრამულ უზრუნველყოფას შორის, პირველი მათგანისთვის მზადყოფნა კარგი ნიშანია. უნდა აღინიშნოს, რომ Intel Arctic Sound-M სერიაში ასევე შედის დაფა Arctic Sound-M, რომელიც მუშაობს ორ „პატარა“ გრაფიკულ პროცესორ ACM-G11-ზე. ეს პროცესორები ასრულებენ იმავე ფუნქციებს, რასაც ერთჩიპიანები. სამწუხაროდ უცნობია, ახდენს თუ არა Intel ორჩიპიანი Arctic Sound-M-ის მიწოდებას. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც უკვე იყენებენ Intel-ის სერვერულ GPU-ს, რომელიც დამყარებულია ორ დისკრეტულ Iris Xe GPU-ზე, შეიძლება დაინტერესდნენ მისი შთამომავლით. https://tinyurl.com/mtvfzx6f Quote
Magdalena Posted August 1, 2022 Author Posted August 1, 2022 კომპანია Intel-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილია Arc Alchemist სერიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დესკტოპ ვიდეო დაფის სამუშაო პროცესი. გრაფიკის განყოფილების მარკეტინგის ხელმძღვანელმა Ryan Shrout-მა ყურადღება გაამახვილა Arc A750 ვიდეო დაფის ცვლადი სიხშირის (Variable Refresh Rate – VRR) ტექნოლოგიაზე. ფოტოს წყარო: Intel ამაჩქარებლის VRR ტექნოლოგიის მხარდაჭერის საჩვენებლად Shrout-მა გაუშვა Death Stranding 2560 × 1440 გაფართოებაზე გამოსახულების ხარისხის სტანდარტული პარამეტრების გამოყენებით. ასეთ პირობებში ვიდეო დაფამ შეძლო წამში 80-დან 100-მდე კადრი წარმადობის უზრუნველყოფა. Intel-ის წამომადგენლის თქმით Arc სერიის ვიდეო დაფები იმუშავებს VRR ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ნებისმიერ მონიტორთან. ამჟამად კომპანია ტესტავს Variable Refresh Rate-ით მხარდაჭერილ ასზე მეტ გეიმინგ დისპლეის. გარდა ამისა, Arc გრაფიკაზე მხარდაჭერილი იქნება ტექნოლოგია Adaptive Sync, რომელიც აღმოფხვრის კადრის გაწყვეტას და უზრუნველყოფს მონიტორის კადრის განახლების დინამიურ სინქრონიზაციას. დემონსტრაციის ფარგლებში შრაუტმა ასევე გაუშვა თამაში Death Stranding 3440 × 1440 პიქსელ გაფართოებაზე ჩართული HDR ფუნქციით. ამ შემთხვევაში Intel-ის წარმომადგენელმა კადრების სიხშირის შესახებ მონაცემები არ გაასაჯაროვა. ვიდეოში შრაუტმა ასევე განმარტა, რომ Intel Arc Alchemist სერიის სტანდარტული კონფიგურაციის მობილურ და დესკტოპ ვიდეო დაფებს აქვთ HDMI 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. თუმცა კომპანიის პარტნიორებისთვის ნებადართულია ამაჩქარებელზე სპეციალური ჩიპის დაყენება, რომელიც HDMI 2.1 ინტერფეისის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება თავად მწარმოებლის სურვილზე. Intel-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ Arc ვიდეო დაფებს აქვს DisplayPort 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. Intel-ს კვლავ არაფერი უთქვამს Arc A750 ვიდეო დაფის ტექნიკურ მახასიათებლებზე. გავრცელებული ხმებიდან ცნობილია, რომ ამაჩქარებელს აქვს 28 Xe ბირთვი და აღჭურვილია 8 გბ GDDR6 მეხსიერებით. Arc-გრაფიკაზე ოპტიმიზებულ თამაშებში მან უნდა უზრუნველყოს GeForce RTX 3060-ზე მაღალი წარმადობა, თუმცა არაოპტიმიზებულ თამაშებში Intel-ის დაფა, დიდი ალბათობით, შედარებით ნელი იქნება. https://tinyurl.com/39bja8zb Quote
Magdalena Posted August 15, 2022 Author Posted August 15, 2022 დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების ანონსის შემდეგ Intel-მა დაიწყო უფრო მძლავრი მოდელების - Arc A750-ისა და Arc A770-ის წარმადობის დემონსტრირება. ამჯერად წარდგენილ იქნა Arc A750: გრაფიკული ჩიპი ACM-G10; 3584 ნაკადური პროცესორი; 12 გბ GDDR6 მეხსიერება 16 გბ/წმ სიჩქარით; 192-ბიტიანი სალტე; TGP 200 ვატი. როგორც Intel აცხადებს, მოხდა დაფის გატესტვა რამდენიმე თამაშში, რომელთა შორისაა F1 2021, Cyberpunk 2077, Control, Borderlands 3 და Fortnite. ყოველი მათგანი გაშვებული იყო 2K (1440р) გაფართოებაზე რეითრეისინგის გარეშე. პერსონალური კომპიუტერის უფრო დეტალური მახასიათებლები, რომლითაც ტესტები ჩატარდა, არ სახელდება. შედეგების მიხედვით Arc A750 საკმაოდ კარგად უმკლავდება მომთხოვნ თამაშებს და ასევე მნიშვნელოვნად აჯობა თავის მთავარ კონკურენტ Nvidia-ს GeForce RTX 3060-ს. გრაფიკზე ჩანს, რომ ხუთიდან ვერცერთ თამაშში RTX 3060-მა ვერ შეძლო გაესწრო Intel-ის ახალი პროდუქტისთვის. კერძოდ, F1 2021-ში Arc A750-ის უპირატესობა 17%-ია, Cyberpunk 2077-ში - 15%, Control-ში - 14%, Borderlands-ში 3 - 13%, Fortnite-ში - 6%. Wccftech-ის ბოლო შეფასების თანახმად Core i9-1200K-თან ტანდემში Arc A750 მუდმივად უსწრებს RTX 3060-ს 15%-ით, ხოლო Radeon RX 6600 XT-ს - 20%-ით. თუმცა დამოუკიდებელი წყაროებიდან მიღებული ობიექტური ტესტირების შედეგები სასარგებლო იქნება ამ სიტუაციაში. მოსალოდნელია, რომ საცალო ვაჭრობაში A750 ეღირება დაახლოებით 330 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/3jc6nu6u Quote
Magdalena Posted August 23, 2022 Author Posted August 23, 2022 საბაზისო დონის ვიდეო დაფა Intel Arc A380 არ შედის საუკეთესო გრაფიკული ამაჩქარებლების რიცხვში, თუმცა ყველაფერი გააჩნია მაღალი წარმადობის თამაშ Crysis-ში აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, რომელიც წარსულში ვიდეო თამაშების ოქროს სტანდარტად მიიჩნეოდა. ფოტოს წყარო: Gunnir YouTube-არხ PCGH Benchmark & Analysis-ის ავტორმა ახლახანს შეაფასა Gunnir Arc A380 ამაჩქარებლის შესაძლებლობები Crysis-ში. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 15 წლის წინანდელ თამაშზე და არა Crysis Remastered-ზე, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ გამოვიდა. Intel-ის დაბალბიუჯეტურმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა შესანიშნავად შეასრულა დაკისრებული ამოცანები და მაღალი წარმადობა დააფიქსირა. ბლოგერმა შუთერის ორიგინალი ვერსია გაუშვა მაქსიმალურ პარამეტრებზე 1080p გაფართოებითა და ოთხმაგი MSAA-ს პირობებში. თამაშის პროცესში კადრების სიხშირე არ ჩამოსულა 60 კადრი/წამში სიხშირის ქვემოთ, მაქსიმუმს კი მიაღწია 80 კადრი/წამში მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ Crysis-ის ორიგინალ ვერსიაში გამოიყენება DirectX 10, Arc A380 კი არ გამოირჩევა DirectX 12-ზე ძველ API-ებთან მუშაობის კარგი ოპტიმიზაციით. ამ დროისთვის Intel-მა Arc A380 გრაფიკული დაფების გაყიდვები დაიწყო ჩინეთში, მაგრამ მალე სხვა რეგიონებშიც გამოჩნდება. მაგალითად, ASRock Arc A380 Challenger ITX მოდელი ოფიციალურად იქნა წარდგენილი მიმდინარე წლის ივლისში და მისი შეძენა შესაძლებელია ამერიკულ საცალო სავაჭრო პლატფორმა Newegg-ზე დაახლოებით 140 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/v4fwcj73 Quote
Magdalena Posted September 5, 2022 Author Posted September 5, 2022 საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, რომ Arc Alchemist გრაფიკა უკეთ უმკლავდება რეითრეისინგს ანალოგიური დონის NVIDIA GeForce RTX ვიდეო დაფებთან შედარებით, კომპანია Intel-მა წარადგინა ფლაგმანური Arc A770-ის წარმადობის შედარება GeForce RTX 3060-თან. ფოტოს წყარო: Intel Intel-ის შიდა ტესტების თანახმად Arc A770 თამაშებში 1080p გაფართოებისა და რეითრეისინგის პირობებში საშუალოდ 14%-ით სწრაფია GeForce RTX 3060-თან შედარებით. თუმცა მინიმუმ ოთხ თამაშში NVIDIA-ს ვიდეო დაფა მაინც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. Intel Arc A770 - NVIDIA GeForce RTX 3060-ის წინააღმდეგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3060-ის გრაფიკული პროცესორის შემადგენლობაში შედის 28 RT-ბირთვი. Intel-ს Arc A770-ის ოფიციალური მახასიათებლები ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. თუმცა, სავარაუდოდ, მის შემადგენლობაში გამოყენებულია პროცესორ ACM-G10-ის სრულფასოვანი ვარიანტი 32 Xe ბირთვით და ამავე რაოდენობის ბლოკით რეითრეისინგისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-მა ასევე პირველად გააზიარა Arc A-ს სერიის ვიდეო ბარათების წარმადობის ოფიციალური ინდიკატორები აქტიური Xe Super Sampling (XeSS) გამოსახულების დროებითი მასშტაბირების ტექნოლოგიით. შეგახსენებთ, კომპანიამ პირობა დადო, რომ მას „ზაფხულის დასაწყისში“გამოუშვებდა. ზაფხული დასრულდა, შემოდგომა დადგა, მაგრამ XeSS მხარდაჭერა ჯერ არცერთ თამაშში არ გამოჩენილა. კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები ტექნოლოგია XeSS-ის წარმადობის შესახებ, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს - „ბალანსი“ (Balanced) და „წარმადობა“ (Performance). რეჟიმები სულ ჯამში ოთხი იქნება. დანარჩენი ორი - „ხარისხი“ (Quality) და „მაქსიმალური ხარისხი“ (Ultra Quality) - შედარებაში არ მონაწილეობდა. რეჟიმი „წარმადობა“ გარკვეულ შემთხვევებში (Hitman 3 და Ghostwire Tokyo) საშუალებას იძლევა გაორმაგდეს წამში კადრების რაოდენობა. თუმცა ჯამში FPS-ის ზრდის დიაპაზონი 49-დან 113%-ს შეადგენს თავდაპირველ გაფართოებასთან შედარებით. რეჟიმ „ბალანსში“ კადრების სიხშირე 26-დან 77%-მდე იზრდება. Intel Arc Alchemist-ის არქიტექტურის შემადგენლობაში გამოყენებულია ახალი ტიპის ბირთვები Thread Sorting Unit, რომლებიც პასუხისმგებელია ასინქრონულ რეითრეისინგზე. სხვა სიტყვებით, ბირთვები ხელს უწყობენ Xe-ბირთვების გამოყენების მაქსიმიზაციას და გრაფიკულ კონვეირზე ანაწილებენ რეითრეისინგის ამოცანებს ეფექტურობისა და წარმადობის ამაღლებისთვის. რეითრეისინგის კონვეირი Intel Arc Alchemist ვიდეო დაფებზე: კომპანიამ ასევე დაამატა, რომ რეითრეისინგის მხარდაჭერა გამოჩნდება თამაშ Gotham Knights-ში, რომლის რელიზი 21 ოქტომბერს შედგება. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის Intel-ის ვიდეო დაფების უფროსი მოდელებიც გამოვა გაყიდვაში. https://tinyurl.com/mv7mstxn Quote
Magdalena Posted September 8, 2022 Author Posted September 8, 2022 ამჟამად გაყიდვაში გამოსულია Intel Arc სერიის გეიმინგ ვიდეო დაფების მხოლოდ ერთი წარმომადგენელი Arc A380, რომელიც დაბალბიუჯეტურ სეგმენტს მიეკუთვნება. თუმცა კომპანიის თანამშრომლები აგრძელებენ საუბარს სამომავლო დაფების შესახებ, რომლებიც სულ მალე უნდა გამოვიდეს: როგორც VideoCardz გვაცნობებს, Intel-ის წარმომადგენლებმა, Ryan Shrout-მა და Tom Petersen-მა Digital Foundry-სა და PC Games Hardware-თან ინტერვიუში ისაუბრეს სამომავლო მოდელების მთელ რიგ მაჩვენებლებსა და მახასიათებლებზე. ფოტოს წყარო: Intel უპირველეს ყოვლისა, Intel-ის თანამშრომლებმა დაადასტურეს ადრე გამოქვეყნებული ტესტების შედეგები: ფლაგმანური Arc A770 გეიმინგ გრაფიკული ბარათი მართლაც უფრო სწრაფი იქნება კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-სა და AMD Radeon RX 6600 XT-თან შედარებით. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ვარიანტ Arc A770 Limited Edition-ს ექნება 16 გბ ვიდეომეხსიერება, კომპანიის პარტნიორები კი შეძლებენ გამოუშვან 8-გიგაბაიტიანი ვერსიებიც. Arc A750 მოდელის ვიდეობუფერის მოცულობა კი 8 გიგაბაიტით შემოიფარგლება. მათთვისაც, ვინც რეითრეისინგს აფასებს, Intel-ს კარგი სიახლეები აქვს: კომპანია ამტკიცებს, რომ ამ საკითხში მათი ვიდეო დაფები NVIDIA-ს აქტუალურ მოდელებს არ ჩამოუვარდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დადასტურდა სპეციალისტების მიერ Arc A380 ვიდეო ადაპტერის გატესტვის შედეგად მიღებული ინფორმაცია - Intel-ის გეიმინგ ვიდეო ბარათები მეტად დამოკიდებულია ტექნოლოგია Resizable BAR-ზე, რომლის არარსებობა გრაფიკული ადაპტერების წარმადობის 40%-მდე კლებას იწვევს. გარდა ამისა, "ლურჯი გუნდის" წარმომადგენლები გვპირდებიან მეტად კონკურენტულ ფასს გეიმინგ ვიდეო დაფებზე, მაგრამ დებიუტის შემდეგ წარმადობის შესამჩნევ ზრდას არ უნდა ველოდოთ. ცნობილია, რომ Arc A770 და Arc A750 გრაფიკული ადაპტერების დებიუტი ერთდროულად შედგება როგორც რეფერენსულ ვერსიაში, ასევე კომპანიის პარტნიორების მოდელების სახით, რომლებიც ჯერ კიდევ "ჩრდილშია". თანაც ახალი პროდუქტების გამოჩენა მაღაზიებში მოსალოდნელია არა მარტო ჩინეთში, როგორც ეს მოხდა Arc A380-ის შემთხვევაში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში. https://tinyurl.com/546yvkhk Quote
Magdalena Posted September 30, 2022 Author Posted September 30, 2022 კონფერენცია Intel Innovation-ზე მოხსენებით გამოსვლისას Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯერმა გამოაცხადა Arc A770 დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის გამოშვების თარიღი. იგი 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ვიდეო ბარათის სარეკომენდაციო ღირებულება იქნება 329 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: Intel გელსინჯერის თქმით Arc A770 დაფის სატესტო ნიმუშები მიმომხილველებთან გაიგზავნა და მზადდება მიმოხილვები ბაზარზე დაფის გამოსვლის მომენტისთვის. Intel Arc A770-ის მახასიათებლები დიდი ხანია ცნობილია. მის საფუძვლად გამოყენებულია სრული ზომის გრაფიკული პროცესორი ACM-G10 32 Xe ბირთვით (4096 FP32 ბლოკი), რეითრეისინგის 32 ბლოკით, აგრეთვე 512 მატრიცული XMX ძრავით. გრაფიკული ჩიპის სიხშირეა 2100 მჰც. როგორც Intel განმარტავს, ეს მაჩვენებელი ასახავს არა მაქსიმალურ, არამედ GPU-ის მოსალოდნელ სიხშირეს. სხვა სიტყვებით, დატვირთვის შესაბამისად იგი შეიძლება იყოს ამ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალი. ბარათს აქვს 16 ან 8 გბ GDDR6 მეხსიერების კონფიგურაციის მხარდაჭერა 17.5 გჰც (17.5 გბ/წმ) ან 16 გჰც (16 გბ/წმ) ეფექტური სიხშირით, მოცულობის შებასამისად. როგორც Intel აღნიშნავს, მეორე შემთხვევაში მეხსიერების სალტე 256-ბიტიანია, მეხსიერების სიჩქარე კი - 560 გბ/წმ. ეტალონურ ვერსიაში Arc A770 Limited Edition ვიდეო დაფა გამოვა მხოლოდ 16 გბ მეხსიერებით. https://tinyurl.com/244kv2hn Quote
Magdalena Posted October 1, 2022 Author Posted October 1, 2022 ღონისძიება Innovation 2022-ზე კომპანია Intel-მა პირველად წარადგინა პარტნიორი კომპანიების, Gunnir-ისა და ASRock-ის მიერ წარმოებული Arc A770 და Arc A750 ვიდეო დაფების არაეტალონური ვერსიები. ამ დრომდე კომპანიას წარდგენილი აქვს ამ ამაჩქარებლების მხოლოდ საკუთარი წარმოების ეტალონური ვერსიები Limited Edition შესრულებით. Arc A770 და Arc A750 Gunnir-ისა და ASRock-ისგან. ფოტოს წყარო: Cool3C Gunnir-მა გარკვეული პერიოდის წინ დაადასტურა, რომ მუშაობდა Arc A7 ვიდეო დაფის საკუთარ ვერსიაზე. კომპანიის ასორტიმენტში შევა დაფები ორ- და სამქულერიანი გაგრილების სისტემით. თავად ვიდეო ბარათები 2.2-სლოტიანია და აქვთ ორ-ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. შედარებისთვის, ამ ვიდეო დაფების ეტალონურ ვერსიებს აქვთ ერთი 8- და 6-პინიანი კვების კონექტორები. Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Cool3C Gunnir Arc A770. ფოტოს წყარო: Engadget ASRock-მა ასევე წარადგინა ახალი გრაფიკული ბარათების ორი ვერსია - Arc A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ASRock-ის ორივე ვიდეო ბარათს ასევე აქვს წყვილი 8-პინიანი დამხმარე კვების კონექტორი. ASRock A770 Phantom Gaming და Arc A750 Challenger. ფოტოს წყარო: XFastest კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ პარტნიორებს უფლება აქვთ შეცვალონ ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაეტალონური ვერსიების ვიდეო ბარათებს ექნება გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარება. სამწუხაროდ პრეზენტაციის ფარგლებში Intel-ს არ გამოუცხადებია Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათების არარეფერენსული ვერსიების გაყიდვის დაწყების თარიღი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Limited Edition ვერსიის უფროსი Arc A770-ის გაყიდვები 12 ოქტომბერს დაიწყება. ვიდეო ბარათის ფასი 329 აშშ დოლარია. https://tinyurl.com/bdhdjjrs Quote
Magdalena Posted October 4, 2022 Author Posted October 4, 2022 Intel-მა გამოუშვა მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS. Intel Arc A7 სერიის დესკტოპ ვიდეო დაფები ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში, ამიტომ ახალი ტექნოლოგიის გატესტვა ჯერჯერობით შესაძლებელია მხოლოდ Arc სერიის მობილურ ვერსიებზე, დაბალბიუჯეტურ A380-ზე, ასევე AMD-სა და NVIDIA-ს პროდუქტებზე. ტესტების სერიები ჩაატარეს Tom’s Hardware-ისა და PCGamer-ის წარმომადგენლებმა. ტესტირება განხორციელდა თამაშში - Shadow of the Tomb Raider. ფოტოს წყარო: Intel Intel XeSS ხელმისაწვდომია ორ ვერსიად: ერთი განკუთვნილია XMX ბირთვებისთვის Arc პროცესორებში, მეორე მუშაობს DP4a ინსტრუქციებთან, რომლებიც მხარდაჭერილია თანამედროვე ვიდეო დაფების უმრავლესობაში, რომელთა შორისაა მოდელები სერიებიდან NVIDIA Pascal, მე-11 თაობის Intel Graphics, აგრეთვე AMD Vega 20, Navi და უფრო ახლები. ფოტოს წყარო: pcgamer.com PCGamer-ის ჟურნალისტებმა სატესტო ნიმუშად აიღეს NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათი და წარმადობა შეადარეს სამ რეჟიმში: მასშტაბირების გათიშვისას (სტანდარტული რენდერინგი), ასევე XeSS და DLSS რეჟიმებში. 3440 × 1440 პიქსელი გაფართოების პირობებში ვიდეო დაფის საკუთარმა რესურსმა დააფიქსირა 95 კადრი წამში, ხოლო XeSS და DLSS-ში პარამეტრ Quality-ზე დაფიქსირებული მაჩვენებლების იყო შესაბამისად 112 და 119 კადრი წამში. ფოტოს წყარო: tomshardware.com რესურს Tom’s Hardware-მა ჩაატარა უფრო საფუძვლიანი ტესტირება, რომლებშიც 2560 × 1440 პიქსელ გაფართოებაზე გამოიყენა NVIDIA-სა და AMD-ს წინა და აქტუალური თაობების რამდენიმე ვიდეო ბარათი. შედეგები საინტერესო აღმოჩნდა: Intel XeSS მუშაობდა ყველა შემოწმებულ მოდელზე, მაგრამ ყოველთვის არ იძლეოდა წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას და ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა წარმადობის დაქვეითება, ზოგჯერ მნიშვნელოვანიც. მასალის ავტორებმა უარყოფითი ეფექტი ახსნეს იმით, რომ ზოგიერთ მოდელზე DP4a ინსტრუქციები მხარდაჭერილია მხოლოდ ემულატორის რეჟიმში - ეს შეეხო, კერძოდ, პირველი თაობის AMD Vega და Navi გრაფიკულ პროცესორებს. ფოტოს წყარო: tomshardware.com მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა ზოგ შემთხვევაში უკავშირდებოდა ვიდეომეხსიერების არასაკმარის მოცულობას, თუმცა 6 გბ არც ისე ცოტაა ოთხი წლის წინანდელი თამაშისთვის. თანამედროვე ვიდეო ბარათების მოდელებმა ძირითადად დაადასტურა XeSS-ის ეფექტურობა თანდაყოლილ რენდერინგთან შედარებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო დაბალბიუჯეტური Intel Arc A380-ის შედეგი, რომლის წარმადობა პარამეტრების ცვალებადობით "თანდაყოლილი" 26.5-დან გაიზარდა 58.7 კადრამდე წამში. https://tinyurl.com/bdhmu9p3 Quote
Magdalena Posted October 8, 2022 Author Posted October 8, 2022 კომპანია Intel-მა განაახლა Arc Alchemist სერიის ვიდეო ბარათების სისტემური მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველად მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა. თავდაპირველად მითითებული იყო მხოლოდ Intel-ის პროცესორების გამოყენების აუცილებლობა, თანაც Core 10 სერიაზე (Comet Lake) ძველის არა. ამჟამად კი თავსებად პროცესორებში უკვე მითითებულია AMD Ryzen 3000 და Ryzen 5000. ფოტოს წყარო: VideoCardz ადრე Intel-მა განაცხადა, რომ მაქსიმალური წარმადობისთვის Arc Alchemist-ს სისტემისგან სჭირდება ტექნოლოგია Resizable BAR-ის მხარდაჭერა, რაც ტესტებმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ Resizable BAR (ReBAR) ცენტრალურ პროცესორს წვდომას უხსნის ვიდეო დაფის ოპერატიული მეხსიერების ყველა სტეკზე. ვიდეო დაფების ახალ სისტემურ მოთხოვნებში Intel კვლავ მოითხოვს, რომ პერსონალურ კომპიუტერს ჰქონდეს ReBAR-ის მხარდაჭერა. ახალი ვიდეო დაფები არ არის განკუთვნილი ძველ კომპიუტერებში გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: Intel Arc Alchemist-ის მუშაობისთვის ასევე აუცილებელია Windows 10 20H2 ან Windows 11 ოპერაციული სისტემების გამოყენება. Windows 7თან Intel-ის ვიდეო დაფები არ იმუშავებს - ამ ოპერაციული სისტემისთვის დრაივერები არ არსებობს. როგორც პორტალი VideoCardz წერს, Intel-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა (Tom Petersen) ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს თავისი გრაფიკული ბარათების ოპტიმიზაციას ReBAR-ის მხარდაჭერის გარეშე არსებულ სისტემებში გამოსაყენებლად. შეგახსენებთ, რომ Intel Arc A770 და Arc A750 ვიდეო ბარათები გაყიდვაში მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს. მათი გამოშვება დაგეგმილია 12 ოქტომბერს. https://tinyurl.com/yc4hheds Quote
Magdalena Posted November 5, 2022 Author Posted November 5, 2022 კომპანია Acer გამოუშვებს საბაზისო დონის ვიდეო ბარათ Intel Arc A380 Predator-ს. ახალი ბარათი აღინიშნა Acer-ის საფირმო ონლაინ-მაღაზიაში სავაჭრო პლატფორმა Amazon-ზე. ფოტოს წყარო: Acer ადრე გავრცელდა ინფორმაცია მოდელ Acer Arc A770 Predator BiFrost-ის დამზადების შესახებ გაგრილების უჩვეულო სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სხვადასხვა ტიპის ორი ქულერი. უმცროსი მოდელი Arc A380 Predator-იც იქცევს ყურადღებას გაგრილების სისტემით. ვიდეო ბარათს აქვს ტანგენციალური ტიპის ქულერი, რომელიც ცნობილია, როგორც „ტურბინა“. მოდელი Arc A380 დაბალბიუჯეტურია და მეტად სუსტი და ამ სეგმენტში გაგრილების ასეთ სისტემას, როგორც წესი, არავინ იყენებს. Acer Arc A380 Predator ორსლოტიანია. ბარათზე ხელმისაწვდომია ორი კონექტორი DisplayPort და ერთი HDMI. Arc A380-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი ACM-G11, რომლის შემადგენლობაში შედის 8 Xe ბირთვი. ბარათს აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი მეხსიერების სალტით. ახალ ვიდეო დაფაზე ჯერჯერობით მოცემული არ არის ოფიციალური ფასი, ასევე უცნობია მიწოდების დაწყების თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვიდეო ბარათი ფორმალურად მიეკუთვნება გეიმინგ სერია Predator-ს, თავად Arc A380-ს ვერ ვუწოდებთ გეიმინგ პროდუქტს. მისი წარმადობის დონე GeForce GTX 1630-ის, GeForce GTX 1050 Ti-სა და Radeon RX 6400-ის მსგავსია. Intel-ის ახალი ბარათის აშკარა უპირატესობებს შორის შეიძლება გამოვყოთ მხოლოდ ვიდეოს კოდირებისა და დეკოდირების ფუნქციების მხარდაჭერა, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მის ყოველდღიური გამოყენებისას ასევე რეითრეისინგის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. https://tinyurl.com/4rb57jfe Quote
Magdalena Posted January 14, 2023 Author Posted January 14, 2023 როგორც უკვე ვიცით, Intel-მა განაცხადა მე-4 თაობის Xeon Scalable სერვერის პროცესორების გაყიდვის დაწყება, კოდური სახელით Sapphire Rapids. მათ გარდა, მწარმოებელი ემზადება დააანონსოს Xeon Sapphire Rapids-WS HEDT მოდელები სამუშაო სადგურებისთვის. ამ სერიაში შევა Xeon W-3400 და Xeon W-2400 მოდელები, მათი პრეზენტაცია 15 თებერვალს გაიმართება. ფოტოს წყარო: Intel როგორც ადრე გახდა ცნობილი, Xeon W-2400 სერია წარმოდგენილი იქნება 6-დან 24-მდე ბირთვის მქონე ჩიპებით, რომელთაც ექნება 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა. ჩიპებს ექნება 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 110-დან 225 ვატამდე. Xeon W-2400 სერიის მოდელების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ პროცესორებში მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 64 არხი. Xeon W-3400 მოდელებს ექნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. მათ ნაწილსაც ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორები, რაც მათი მექანიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა. ჩიპებზე მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 112 არხი. Xeon W-2400 და Xeon W-3400 პროცესორებისთვის გამოვა ახალ Intel W790 ჩიპსეტზე დამყარებული დედა ბარათები. მოსალოდნელია, რომ Xeon W-2400 და Xeon W-3400 კონკურენციას გაუწევენ Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen Threadripper-ს, რომელსაც AMD გამოუშვებს ახლო მომავალში. https://tinyurl.com/t53f26fp Quote
Magdalena Posted February 6, 2023 Author Posted February 6, 2023 Intel-მა განაცხადა, რომ საშუალო დონის ვიდეო ბარათებზე ფასებს ამცირებს NVIDIA GeForce RTX 3060-ის მხრიდან კონკურენტული ზეწოლის გამო. კომპანია სარეკომენდაციო ფასს შეამცირებს Arc A750 ვიდეო ბარათზე 249 აშშ დოლარამდე, რაც 40 აშშ დოლარით ნაკლებია ოქტომბერში ბარათის გამოსვლისას არსებულთან შედარებით. გარდა ამისა Intel-მა გააზიარა, რამდენად გაიზარდა წარმადობა ზოგიერთ თამაშში დრაივერების წყალობით. ფოტოს წყარო: Intel Intel ამტკიცებს, რომ Arc A750 ამჟამად გვთავაზობს 52%-ით უფრო მაღალ წარმადობას დოლარზე NVIDIA GeForce RTX 3060 გრაფიკულ ამაჩქარებელთან შედარებით. ეს რიცხვები მოწოდებულია Intel-ისგან და საჭიროებს დადასტურებას დამოუკიდებელი მედიის მიერ. თუმცა აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 3060-ის ფასი ამჟამად იწყება 391 აშშ დოლარიდან, რაც გაცილებით მეტია Arc A750-ის ფასთან შედარებით. წარმადობა დოლარზე Arc A750-ისა და GeForce RTX 3060-ის შემთხვევებში Intel Arc ვიდეო ბარათების უმეტესობა, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მწარმოებლის სარეკომენდაციო საცალო ფასად, ასე რომ Arc A750 ვიდეო ბარათები მალე 249 აშშ დოლარად გაიყიდება. ასეთი კონკურენცია აუცილებლად აიძულებს NVIDIA-ს მეტი ყურადღება დაუთმოს საშუალო სეგმენტს, რაც სამწუხაროდ დიდი ხანია არ შეინიშნება. ფასების შემცირებასთან ერთად Intel-მა ისაუბრა, როგორ გაუმჯობესდა Arc A750-ის გეიმინგ წარმადობა დრაივერების მეშვეობით და შეადარა ახალი 4086 დრაივერი 3490 ვერსიას, რომლის დებიუტი Arc A750 ბარათის გამოსვლასთან ერთად შედგა. ახალი დრაივერით გრაფიკული ამაჩქარებელი Arc A750 დემონსტრირებს წარმადობის 10-77%-იან ზრდას DirectX 9-თამაშებში. Arc A750-ის კადრების სიხშირე CS:GO-ში ძველი და ახალი დრაივერებით Intel-ის მიერ გამოცხადებული გაუმჯობესება 4086 დრაივერით სადებიუტო ვერსიასთან შედარებით: 1080p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 77 %-მდე; 1080p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 114 %-მდე; 1440p, საშუალო FPS: გაუმჯობესება 87 %-მდე; 1440p, 99% ნორმალიზებული პროცენტილი: გაუმჯობესება 123 %-მდე; FPS-ის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 43 %; 99-პროცეტილის ჯამური საშუალო გაუმჯობესება DirectX 9-ში: 60 %. A750-ის წარმადობის გაუმჯობესება ახალი 4086 დრაივერით (1080p) A750 ბარათის წარმადოიბს ზრდა 4086 დრაივერით (1440p) ამასთან Intel აღიარეს, რომ DirectX 9 თამაშებში გაუმჯობესება არ ნიშნავს, რომ DirectX 11 და 12 პროექტებშიც ასე თვალშისაცემად გაიზარდა წარმადობა. „ზოგიერთ თამაშში უზრუველყოფილია მცირე გაუმჯობესება რამდენიმე პროცენტით, ამასთან, ძირითადი ყურადღება ეთმობა სტაბილურობის გაზრდას“ - განაცხადა Intel-მა. კომპანია აგრეთვე დაკავებულია თამაშებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციით, რათა გეიმერები საუკეთესო გეიმინგ პროცესით უზრუნველყოს. ახალი ფასების გამოცხადებას თან ახლდა ახალი გეიმინგ ნაკრების გაზიარება: Intel Arc A სერიის ზოგიერთი გრაფიკული ამაჩქარებელი ამჟამად მომხმარებლებს მიეწოდება The Settlers: New Allies-ისა და Nightingale-ის უფასო ასლებთან ერთად. და ბოლოს, Intel-მა აღნიშნა, რომ თამაშების სულ უფრო მეტი დეველოპერი ახდენს საკუთარ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების ტექნოლოგია XeSS-ის ინტეგრირებას, რაც FPS-ის ზრდას უზრუნველყოფს. ამჟამად XeSS ხელმისაწვდომია 35-ზე მეტ თამაშში, ტექნოლოგიის გამოშვებისას ოქტომბერში თამაშების რაოდენობა 17 იყო. https://tinyurl.com/2r9tedw5 1 Quote
david_888 Posted February 6, 2023 Posted February 6, 2023 200 დოლარში უკვე ღირს ინტერესის გამო ყიდვა, წარმადობა ჯერ ძაან არასტაბილური აქ და ხშირად 3060-საც ჩამორჩება არათუ ტი-ს, შემდეგი თაობა წესით უკვე სრულფასოვანუ უნდა გამოუვიდეთ Quote
Fatal Fighter Posted February 6, 2023 Posted February 6, 2023 1 hour ago, david_888 said: 200 დოლარში უკვე ღირს ინტერესის გამო ყიდვა, წარმადობა ჯერ ძაან არასტაბილური აქ და ხშირად 3060-საც ჩამორჩება არათუ ტი-ს, შემდეგი თაობა წესით უკვე სრულფასოვანუ უნდა გამოუვიდეთ კი მაგრამ, 3060 ახალი 300$-ადაც არ დევს არ სად, არა თუ Ti Quote
david_888 Posted February 6, 2023 Posted February 6, 2023 27 minutes ago, Fatal Fighter said: კი მაგრამ, 3060 ახალი 300$-ადაც არ დევს არ სად, არა თუ Ti ისე ვაფშეტა შეცდომით დავწერე, 770 უნდა დამეწერა, 750 საერთოდ არ განიხილება 3060-ის გვერდით, აი 770 რო ღირდეს 200 დოლარი შეიძლება დაფიქრება p.s ფორუმზე 2 თვეა დევს 770 და ვერ იყიდება, 1400-დან დაიწყო მგონი ეხლა 1000 ლარად ყიდის Quote
Fatal Fighter Posted February 6, 2023 Posted February 6, 2023 29 minutes ago, david_888 said: ისე ვაფშეტა შეცდომით დავწერე, 770 უნდა დამეწერა, 750 საერთოდ არ განიხილება 3060-ის გვერდით, აი 770 რო ღირდეს 200 დოლარი შეიძლება დაფიქრება p.s ფორუმზე 2 თვეა დევს 770 და ვერ იყიდება, 1400-დან დაიწყო მგონი ეხლა 1000 ლარად ყიდის ბოლო აფდეითმა ძალიან კარგი ბუსტი მისცა ინტელის კარტებს და დიდი შანსია კიდევ განმეორდეს მსგავსი რამე აი შედარება უნდა ვნახო სადმე აბა 770-ის ახალი აფდეითის მერე Quote
david_888 Posted February 6, 2023 Posted February 6, 2023 18 minutes ago, Fatal Fighter said: ბოლო აფდეითმა ძალიან კარგი ბუსტი მისცა ინტელის კარტებს და დიდი შანსია კიდევ განმეორდეს მსგავსი რამე აი შედარება უნდა ვნახო სადმე აბა 770-ის ახალი აფდეითის მერე მე 1 თვის წინანდელი მდგომარებით ვხელმძღვანელობ, თუ ამის მერე რამე შეიცვალა უკეთესობისკენ ძალიან კარგია, ოღონ მატება ყველა თამას უნდა შეეხოს და არ მარტო ახლებს, მეც გადავხედავ რამე ახალი რეალური გეიმ ტესტები თუ არის Quote
George Posted February 6, 2023 Posted February 6, 2023 კი მატება არის მაგრამ გლობალური თუ მარტო ზოგიერთ იგრებზე აღარ შემიმოწმებია, ანუ თავიდან ნამეტარი უჭირდა დაჟე მაგ ფასიანისთვისაც კი, მაგრამ ეგრე თუ გააგრძელეს შეიძლება A770 კარგი რამე გამოვიდეს ფასი-წარმადობით უკვე, კიდე აქვთ სამუშაო მაინც ოპტიმიზაციებზე, თან ეგ კარტა 16გბ ვარიანტიც არის და 8გბ უკვე Quote
G1ORG1 Posted February 19, 2023 Posted February 19, 2023 6600xtის ისეთი ფასი აქვს კონკურენტი არ ყავს, ნვიდიას ზომბებს თუ არ ჩავთვლით. Quote
Fatal Fighter Posted February 19, 2023 Posted February 19, 2023 25 minutes ago, G1ORG1 said: 6600xtის ისეთი ფასი აქვს კონკურენტი არ ყავს, ნვიდიას ზომბებს თუ არ ჩავთვლით. +1 მეც მაგას ვფიქრობდი რამდენიმე დღის წინ ტიპმა მთელა პარტია შემოაგდო ფბ-ზე 700 ლარად 700 კი არა 800 ლარად არ მინახავს მგონი 3060-ები 1 Quote
Magdalena Posted March 2, 2023 Author Posted March 2, 2023 ევროპელმა საცალო მოვაჭრეებმა Intel Arc A7 გრაფიკულ ბარათებზე ფასები შეამცირეს, წერს Techspot. ასევე მითითებულია, რომ Intel-ის ვიდეო ბარათები ამჟამად მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული კომპიუტერული ტექნიკის ბევრ მაღაზიაში. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-მა Arc A750 და Arc A770 ვიდეო ბარათები გასული წლის ოქტომბერში გამოუშვა, მათი 8 გბ მოდელების ფასები იყო 290 და 330 აშშ დოლარი შესაბამისად, ხოლო 16 გბ ვიდეომეხსიერების მქონე Arc A770-ის ვერსია შეფასდა 350 აშშ დოლარად. თუმცა რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ Arc A750-ის ფასი 30 აშშ დოლარით შეამცირა. ფასების ცვლილებამ ახლა უკვე ევროპამდე მიაღწია, სადაც ეს ვიდეო ბარათები ამ დრომდე მცირე რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი. Eurogamer-ის ცნობით თუ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში Arc A750-ის ღირებულება ევროპაში დაახლოებით 350-380 ევრო იყო, ახლა ვიდეო ბარათის შეძენა 300 ევროზე ნაკლებ ფასად შეიძლება. Arc A770, რომელიც ადრე შემოთავაზებული იყო საშუალოდ 450 ევროდ, ახლა იყიდება 400 ევროდ (დღგ-ს ჩათვლით). ფოტოს წყარო: PC21.fr გერმანულმა რითეილერ Notebooks Billiger-მა Arc A750-ის ფასი 70 ევროთი შეამცირა და 280 ევროდ ყიდის. მის მაგალითს მიყვა ფრანგული PC21 და ამაჩქარებელს იმავე ფასად გვთავაზობს. ამასთან მაღაზიამ პუბლიკაციის დროს აღნიშნა, რომ მარაგში აქვს ათასზე მეტი ერთეული. ფრანგულმა LDLC-მ და Cybertek-მა Arc A750-ზე ფასი 50 ევროთი შეამცირეს და ყიდიან 310 ევროდ. დიდ ბრიტანეთში Arc A750 70 ბრიტანული ფუნტით გაიაფდა რითეილერ Ebuyer-თან და 260 ფუნტად იყიდება. გარდა ამისა, მაღაზიამ Arc A770 მოდელზე ფასი შეამცირა 410-დან 360 ბრიტანულ ფუნტამდე. Overclockers UK ასევე 360 ფუნდად ყიდის Arc A770-ს, ადრე ვიდეო ბარათი 450 ბრიტანულ ფუნტად იყიდებოდა. პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით Overclockers UK Arc A750-ს ყიდის ბრიტანეთში მინიმალურ ფასად - 250 ფუნტად. შედარებისთვის, NVIDIA-ს ნაკლებად მძლავრი GeForce RTX 3050 იმავე მაღაზიაში 299 ბრიტანულ ფუნტად იყიდება. ამავე დროს Arc A750 კონკურენციას უწევს არა GeForce RTX 3050-ს, არამედ უფრო ძვირადღირებულ RTX 3060-ს. ფოტოს წყარო: Overclockers UK რესურსი Techspot-ის აღნიშნავს, რომ უფროსი Arc A770 მოდელი უმცროსთან შედარებით ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა და მისი გაყიდვები დაბალია GeForce RTX 3060-ის, GeForce RTX 3060 Ti-ს და ასევე RX 6800-სა და Radeon RX 6800 XT-ის მაღალი კონკურენციის ფონზე. ბოლო თვეებში ბევრად უფრო აქტიურად იყიდებოდა უმცროსი Arc A750, რომელიც, როგორც რესურსი ვარაუდობს, Arc A770-ს აჭარბებს გაყიდვებით ხუთი ერთთან შეფარდებით ან კიდევ უფრო მეტად. https://tinyurl.com/y92sawxj Quote
Magdalena Posted March 4, 2023 Author Posted March 4, 2023 რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობდა ვიდეო ბარათების მხოლოდ ორი ძირითადი მწარმოებელი - AMD (ყოფილი ATI) და NVIDIA. კომპანია Intel-მა 2022 წელს გადაწყვიტა გამხდარიყო მესამე ძალა ამ მეტად კონკურენტულ ბაზარზე და გამოუშვა Arc სერიის დესკტოპ და მობილური დისკრეტული ამაჩქარებლები. წლის ბოლოს კი კომპანია უკვე ფლობდა ბაზრის იმდენივე წილს, რამდენსაც AMD – 9%-ს. უახლესი სტატისტიკა გაავრცელეს Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა. ვიდეო ბარათების გაყიდვები შემცირდა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვის პარალელურად. GPU-ების მიწოდების მოცულობა მთლიანობაში წლის განმავლობაში შემცირდა 38%-ით: დესკტოპ სეგმენტში - 24%-ით და ლეპტოპების სეგმენტში - 43%-ით. ვიდეო ბარათების ბაზარზე დომინანტური პოზიცია კვლავ NVIDIA-ს უკავია. ერთი მხრივ, დისკრეტული ამაჩქარებლების ბაზარზე 9% წილის დაკავება არ არის ის ფაქტი, რითიც კომპანია აქციონერების წინაშე თავს მოიწონებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მთავარი კონკურენტი NVIDIA ბაზრის 82%-ს ფლობს. მეორე მხრივ, შთამბეჭდავია ის ფაქტი, რამდენად სწრაფად მოიპოვა Intel-მა 9%-იანი წილი. Arc ვიდეო ბარათების შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ბარათების გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ანალიტიკოსებს შორის საუბარიც კი მიმდინარეობდა, რომ Intel-ს შესაძლოა გარკვეულ მომენტში უარი ეთქვა დისკრეტული ვიდეო ბარათების გამოშვებაზე და დაეხურა პროექტი, რომელშიც იმ დროს უკვე ჩადებული იყო მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, მაგრამ გააგრძელა მუშაობა და დისკრეტული GPU-ების ბაზრის 9% უკვე მოიპოვა. ამასთან, კომპანია გაჩერებას არ აპირებს: უკვე მიმდინარეობს Arc ამაჩქარებლების მეორე და მესამე თაობაზე მუშაობა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research Arc სერიის ვიდეო ბარათების პირველი თაობის გამოშვებით კომპანიამ გადაწყვიტა კონკურენტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ მოდელებზე გაეკეთებინა აქცენტი. მაგალითად, Arc A750 მოდელის სარეკომენდაციო ფასი გამოშვებისას 290 აშშ დოლარი იყო, თუმცა ამჟამად უკვე 250 აშშ დოლარამდეა შემცირებული. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ბარათს არავინ ყიდულობს, არამედ პირიქით. გაყიდვების დაწყებისთანავე იგი უფრო იაფი და თანაც მაღალი წარმადობის მქონე იყო, ვიდრე GeForce RTX 3050, რომელიც ამჟამადაც კი საუკეთესო შემთხვევაში 299 აშშ დოლარად იყიდება, თანაც Arc A750 წარმადობის მხრივ გვევლინება უფრო ძვირადღირებული GeForce RTX 3060-ის კონკურენტად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Arc A750 ბევრი მომხმარებლისთვის გახდა კარგი არჩევანი 1080p გაფართოების და რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თამაშებში. ვიდეო ბარათების ოპტიმიზაციის პრობლემები Intel-ს ჯერ ბოლომდე არ გადაუჭრია, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრა წარმატებით ხდება დრაივერების მეშვეობით. ამავდროულად, ევროპული საინფორმაციო მედიის ცნობით Arc A750 გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე უფრო ძვირი და მძლავრი Arc A770. უმცროსი მოდელი გაყიდვებით აჭარბებს ხუთჯერ ან მეტად. PCWorld-თან ბოლო ინტერვიუში Intel Graphics-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა განაცხადა: ”თუ დაფიქრდებით, ჩვენ ვართ მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებმაც მოახერხეს შეღწევა ისეთ უზარმაზარ ბაზარზე, როგორიცაა დისკრეტული გრაფიკის ბაზარი... NVIDIA ალბათ გააგრძელებს ჩვენს იგნორირებას. თუმცა, AMD-ს არ შეუძლია ჩვენი იგნორირება. და მომდევნო წლებში, რაც უფრო მეტად თავდაჯერებულნი გავხდებით ჩვენს შესაძლებლობებში, კონკურენცია AMD-სთან მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“. აქვე აღვნიშნავთ, რომ პეტერსენი ადრე NVIDIA-ში მუშაობდა კომპანიის ტექნიკური მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. https://tinyurl.com/y4fd27x2 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.