Jump to content

Recommended Posts

Posted

ტექნიკურად, Apple ახლა ემზადება პირველი თაობის შერეული რეალობის ჰედსეტ Vision Pro-ს მიწოდებისთვის, მაგრამ მუშაობა უკვე მიმდინარეობს მომდევნო თაობაზე. ინფორმირებული წყაროების თანახმად ინჟინრების წინაშე დგას ამოცანა - ჰედსეტი გახდეს გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელი.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ამის შესახებ Bloomberg-ზე ტრაციდიულ საკვირაო დაიჯესტში ისაუბრა მარკ გურმანმა. საუბრისას მუდმივად ხდებოდა პარალელების გავლება Meta Quest 3-სა და მისი შესაძლო მომდევნო თაობის მოწყობილობებზე. ხოლო რაც შეეხება Apple-ის ჰედსეტს, ცვლილებები იგეგმება წონისა და ზომების შემცირების, აგრეთვე მოსახერხებლობის გაზრდის მხრივ. 

ახლა, როგორც წყარო განმარტავს, პირველი თაობის Vision Pro-ში ლინზების დიოპტერებთან ინტეგრირების პრობლემა კომპრომისული მეთოდით წყდება. იმისათვის, რომ არ გაეზარდათ ჰედსეტი კორპუსის სიღრმე, Apple-ის სპეციალისტებმა უარი თქვეს მოწყობილობის გაერთიანებაზე ჩვეულებრივ სათვალესთან, რომელიც მომხმარებლის მზერას აკორექტირებს. ამის ნაცვლად მიღწეულ იქნა შეთანხმება ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელ Carl Zeiss-თან ლინზების წარმოების შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც მაგნიტურად ფიქსირდება უშუალოდ მოწყობილობის დისპლეი ზედაპირზე. 

Apple-ს შეეძლო ჰედსეტის მიწოდება კონკრეტული მყიდველისთვის უკვე დამონტაჟებული ლინზებით, მაგრამ ეს გამოიწვევდა სამედიცინო აღჭურვილობის გაყიდვის ლიცენზიის მოპოვების აუცილებლობას. მეორეც, ასეთი ადაპტაცია შეზღუდავს გამოყენებული მოწყობილობის მეორად ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობას. დაბოლოს, ერთი და იმავე მომხმარებლის მიერ გამოყენების შემთხვევაშიც კი დროთა განმავლობაში ლინზები შეიძლება სხვა ლინზებით შეიცვალოს. 

დროთა განმავლობაში მოცულობითი დიზაინის პრობლემა შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს, თუ Apple დაუბრუნდება კომპაქტური შერეული რეალობის ჰედსეტების წარმოების იდეას. თუ ვირტუალური კომპონენტი მთლიანად იქნება გამორიცხული, ასეთი ჰედსეტი შეიძლება უფრო კომპაქტური გახდეს. მისი გამოყენება უფრო ადვილი იქნება მთელი დღის განმავლობაში. Vision Pro-ს ამჟამინდელმა მოდელმა შესაძლოა ზოგიერთი მომხმარებლის შემთხვევაში კისრის ტკივილი გამოიწვიოს, თუმცა Apple ცდილობდა სამაგრის ფორმისა და სტრუქტურული ელემენტის დიზაინის გამო მომხმარებლის კეფის მხარეს მოწყობილობის წონის გადანაწილებას. 

მსუბუქ AR ჰედსეტებზე მუშაობა, როგორც Bloomberg განმარტავს, Apple-მა ერთი წლის წინ შეაჩერა, რადგან კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი ტექნოლოგია მათ შესაქმნელად. კომპანიის ხელმძღვანელტიმ კუკი ამ ფაქტმა ძალიან გაანაწყენა, რადგან იგი შერეული რეალობის ჰედსეტების შექმნას პრიორიტეტად მიიჩნვდა. შესაძლოა ოდესმე მომავალში ეს სამუშაო განახლდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.