Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) წარმოადგინა ციფრული აქტივების მიმოქცევის დინამიური ასახვის სისტემის კონცეფციის მტკიცებულება. 

2018 წელს პროექტ Atlas-ზე მუშაობა დაიწყო ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის სპეციალისტების მიერ. 

პლატფორმა მიზნად ისახავს დაეხმაროს ხელისუფლებას იმის გარკვევაში, თუ როგორ, როდის და სად გამოიყენება კრიპტოვალუტები. 

ინსტრუმენტთა ნაკრები მოიცავს უამრავ შესაძლებლობას. მაგალითად, ფიატში კონვერტირებადი Bitcoin-ების რაოდენობის განსაზღვრას გარკვეულ დროს მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში. 

Atlas აგროვებს მონაცემებს როგორც საჯარო ბლოკჩეინებიდან, ასევე გარე წყაროებიდან, როგორიცაა ბირჟები და ინდივიდუალური მონაწილეები. 

Reuters-მა მიუთითა სიახლის რელევანტურობაზე მარეგულირებელთა მზარდი შეშფოთების ფონზე, რომელიც გამოწეულია კრიპტოვალუტების „საფრთხისგან მათი დეცენტრალიზებული ბუნების გამო, რისი მტკიცებულებაა FTX-ისა და Terra-ს კოლაფსი. 

პლატფორმის ინფორმაცია იძლევა აქტივობის მიახლოებით სურათს, რადგან იგი სრულად არ მოიცავს შექმნილ საფულეებს. 

„პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ ტრანსსასაზღვრო ნაკადები ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და არათანაბრად არის განაწილებული გეოგრაფიულ რეგიონებში“, - ნათქვამია BIS-ის შეტყობინებაში. 

ასეთი მაკროსტატისტიკა სასარგებლოა ცენტრალური ბანკებისთვის ეკონომიკური ანალიზისა და საგადახდო ბალანსის სტატისტიკის კონტექსტში, აღნიშნავენ სპეციალისტები. 

ზოგიერთ ქვეყანაში კრიპტო ტრანზაქციები შეიძლება წარმოადგენდეს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების მნიშვნელოვან ნაწილს. ისინი რთულად ექვემდებარება რაოდნეობრივ შეფასებას მონაცემებში არსებული მნიშვნელოვანი სიცარიელის გამო. 

„ცენტრალურმა ბანკებმა უნდა გააცნობიერონ რისკები და შესაძლებლობები, რომლებსაც კრიპტოვალუტები უქმნიან TradFi-ს“, - აცხადებ BIS. 

პლატორმაზე წვდომა მიიღო არაერთმა ფინანსურმა მარეგულირებელმა. მათი გამოხმაურებები Atlas-ის გაუმჯობესების საფუძველი გახდება. 

ადრ ორგანიზაციის ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ციფრული აქტივების ბაზარზე დაუცველობამ შეიძლება შექმნას ფინანსური სტაბილურობისთვის რისკები განვითარებად ბაზრის მქონე ქვეყნებში. 

სევე შეგახსენებთ, რომ BIS-ის ხელმძღვანელმა აგუსტინ კარსტენსმა მოუწოდა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას - შექმნან მარეგულირებელი ბაზა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების დანერგვისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.