Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ყველაზე სწრაფი გეიმინგ მონიტორის - ROG Swift Pro PG248QP-ს დეტალური ტექნიკური მახასიათებლები. ახალი პროდუქტის წარდგენა შედგა წლის დასაწყისში გამოფენა CES 2023-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ROG Swift Pro PG248QP ორიენტირებულია პროფესიონალ კიბერსპორტსმენებზე. მის საფუძვლად გამოყენებულია ე.წ. E-TN-მატრიცა (E Esports-ისგან), რომელსაც დამატებითი აჩქარების ხარჯზე შეუძლია უზრუნველყოს 540 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. 24.1-დუიმიანი ეკრანის ტiპური მაქსიმალური კადრის განახლების სიხშირე 1080p გაფართოებაზე 360 ჰერცს შეადგენს. 

image.jpeg 

მატრიცის რეაგირების დროდ მითითებულია 0.2 მილიწამი (GtG),მხარდაჭერილია DisplayHDR 400 სერტიფიკაცია, კონტენტის ასახვის HRD10 შესაძლებლობა, 125%-იანი sRGB ფერთა გამა ფერების გადმოცემის Delta E <2 სიზუსტით, კონტრასტულობა - 1000:1, ხედვის კუთხე 170 და 160 გრადუსი, დისპლეის მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/2. 

image.jpeg 

მონიტორზე მხარდაჭერილია გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია NVIDIA G-Sync, შეყოვნების შემცირების ფუნქცია Reflex Analyzer, ტექნოლოგია Ultra Low Motion Blur 2 (ULMB 2) სწრაფი მოძრაობის სცეების გაბუნდოვნების შემცირებისთვის. გარდა ამისა, მხარდაჭერილია DisplayHDR 400 სერტიფიკაცია და ინტეგრირებული ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი ESS, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკულად ნულოვან შეყოვნებას მოცულობითი ხმის გადაცემისას. ციფრულ-ანალოგურ გარდამქმნელზე მხარდაჭერილია 384 კჰც/32-ბიტიანი ხარისხის ხმა. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს ექვსი წინასწარ დაყენებული გეიმინგ რეჟიმი, ASUS GamePlus-ის გეიმინგ ფუნქციები (ჯვარედინი, წამმზომი, FPS-ის მთვლელი და ა.შ.), აგრეთვე გააჩნია Flicker-free ტექნოლოგია ციმციმის ეფექტის შემცირებისთვის და ტექნოლოგია Low Blue Light - მავნე ლურჯი გამოსხივებისგან თვალების დაცვისთვის. 

image.jpeg 

მონიტორზე ხელმისაწვდომია ერთი DisplayPort 1.4 კონექტორი DSC-ით, ორი HDMI 2.0, კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, აგრეთვე USB-ჰაბი ორი USB 3.2 Gen1 Type-A პორტით. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს ერგონომიული სადგამი და RGB განათება. სადგამი საშუალებას იძლევა შეიცვალოს ეკრანის სიმაღლე მაგიდიდან 110 მილიმეტრის ფარგლებში, ასევე მისი ბრუნვის და დახრის კუთხე. მათ, ვისაც ქარხნული სადგამი არ მოსწონს, შეუძლიათ გარე მწარმოებლის კრონშტეინი გამოიყენონ. ამისთვის მოწყობილობას გააჩნია VESA 100x100 სტანდარტის სამაგრი. 

image.jpeg 

ASUS-ს ჯერ კიდევ არ დაუსახელებია მონიტორის ფასი, ასევე არ აცხადებს, როდის გამოვა იგი გაყიდვაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.