Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს. 

გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ, ეროვნული ბანკი 9 კომპანიისგან შემდგარ სიას აქვეყნებს. ამ ორგანიზაციებს პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ: 

  • AUGENTIC GmbH 

  • Bitt Inc. 

  • Broxus Holdings Ltd. 

  • Currency Network Ltd. 

  • DCM Corp Limited 

  • eCurrency Mint Inc. 

  • FARI Solutions Ltd. 

  • Ripple Labs, Inc. 

  • Sovereign Wallet Co., Ltd. 

ეროვნული ბანკი განიხილავს ციფრული ლარის პროექტის ყველა იმ განსხვავებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომელსაც ზემოხსენებული კომპანიები შესთავაზებენ. შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოავლენს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც საპილოტე გარემოს შექმნის. 

შეგახსენებთ, რომ ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.