Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ დააანნსა სპეციალიზებული ამაჩქარებელი Alveo UL3524FPGA-ს ბაზაზე, რომელიც ორიენტირებულია Fintech-სფეროზე. როგორც ცნობილია, მოწყობილობა ტრეიდერებს, ჰეჯ-ფონდებს, საბროკერო ორგანიზაციებსა და ბირჟებს საშუალებას მისცემს ოპერაციები ნანოწამები შეყოვნებით განახორციელონ. 

მაჩქარებელს საფუძვლად უდევს 16-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპი Virtex UltraScale+. კონფიგურაცია მოიცავს 64 ტრანსივერს ულტრადაბალი შეყოვნებით, 780 ათას LUT-სა და 1680 DSP-ს. 

აღნიშნულია, რომ Alveo UL3524 უზრუნველყოფს შვიდჯერ უფრო დაბალ შეყოვნებას წინა თაობის FPGA-ებთან შედარებით. კერძოდ, გადამცემის ინოვაციური არქიტექტურა ოპტიმიზებული ქსელის ბირთვით 3 ნანოწამზე ნაკლები მაჩვენებლით მუშაობის საშუალებას იძლევა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

მაჩქარებელი შესაძლებელია გამოყენებული იყოს პლატფორმა Vivado Design Suite-თან ერთად. AMD ასევე აწვდიის დეველოპერებს FINN სივრცეს ღია კოდით, რაც საშუალებას იძლევა დაინერგოს ხელოვნური ინტელექტის მოდელების მაღალი წარმადობის ტრეიდინგ-სისტემები შეყოვნების დაბალი მაჩვენებლით. 

მაჩქარებელი დამზადებულია ერთსლოტიანი გაფართოების ბარათის სახით PCIe 4.0 x16 ინტერფეისით. გამოყენებულია პასიური გაგრილების სისტემა, TDP-ის მაჩვენებელი 125 ვატს შეადგენს. გათვალისწინებულია ქსელის ოთხი პორტი QSFP-DD. ბარათს აქვს 16 გბ DDR4-2666 და 72 მბ QDR II+ მეხსიერება. ამაჩქარებელი 832 გრამს იწონის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.