Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტო ბირჟა Coinbase გახსნის უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობას საცალო მომხმარებლებისთვის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ კომპანიის ბლოგში წერია. 

კომპანიამ აპრილში ბერმუდის კუნძულების ფინანსური მარეგულირებლისგან მუშაობის ნებართვა მიიღო და მაისში ინსტიტუციონალებისთვის აამოქმედა სერვისი Coinbase International Exchange. მეორე კვარტალში „საერთაშორისო“ პლატფორმაზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ 5.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

„უახლოეს კვირებში ჩვენ მომხმარებლებს წვდომას მივცემთ რეგულირებულ უვადო ფიუჩერსულ კონტრაქტებზე Coinbase Advanced-ის მეშვეობით“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ამერიკული კომპანიის მონაცემებით კრიპტო აქტივებით ვაჭრობის დაახლოებით 75% მოდის დერივატივების ბაზრებზე. 

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მაღალი დონის გლობალურ მარეგულირებლებთან, რათა შევქმნათ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საშუალებას მისცემს კრიპტო ტექნოლოგიებს მუდმივად მოახდინონ ინოვაციების სტიმულირე“, - აღნიშნეს Coinbase-ის წარმომადგენლებმა. 

ბერმუდის კუნძულის იურისდიქციაში ლიცენზიის მოპოვება გახდა სტრატეგიGo Broad & Go Dee-ის ნაწილი, რომლის ფარგლებში პლატფორმამ ასევე განაახლა თავისი საცალო სერვისი სინგაპურში, მოახდინა მომხმარებლის ინტერფეისის მოდერნიზება ბრაზილიაში და დაიწყო მოლაპარაკებები აბუ-დაბის გლობალური ბაზრის ფინანსური მომსახურების ორგანოსთან. Coinbase აგრეთვე განიხილავს ლიცენზიის მოპოვებას კანადური მარეგულირებლებისგან. 

მანამდე კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა გამოაცხადა მზადყოფნა - დატოვოს აშშ-ის ბაზარი „მარეგულირებელი გაურკვევლობის გამო“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.