Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Meta-მ ღონისძიება Connect-ის ფარგლებში გამოაცხადა, რომ მალე გამოვა ახალი ავტონომიური ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Quest 3, რომელიც ზაფხულში დაანონსდა. მოწყობილობა 10 ოქტობრიდან გაიყიდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Meta 

Quest 3-ის წონა 512 გრამია - 12 გრამით მძიმე წინამორბედთან შედარებით. მოწყობილობას აქვს ექვსი მაღალეფექტური კამერა შერეული რეალობის მხარდაჭერით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მაგალითად, ნებისმიერი ადგილიდან დაუკრას ვირტუალურ პიანინოზე ფერების სრულფასოვანი გადმოცემით. 

image.jpeg 

ჰედსეტს აქვს ორი თხევადკრისტალური დისპლეი, თითოეული 2064 × 2209 პიქსელი გაფართოებით, ასევე 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. შეგახსენებთ, Quest 2-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია. სამწუხაროდ, Quest 3-ს არ აქვს თვალის მზერისთვის თვალყურის მიდევნების ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Quest 3-ის საფუძვლად გამოყენებულია მეორე თაობის პროცესორი Qualcomm Snapdragon XR2. Meta-მ ასევე შეცვალა VR-ჰედსეტის კონტროლერების დიზაინი. კომპანიამ უარი თქვა Quest-ისა და Quest 2-ის რგოლის ფორმის კონტროლერზე და წარმოადგინა ახალი Touch Plus კონტროლერები. ისინი უფრო ერგონომიულია და განსხვავებულ ტაქტილურ შეგრძნებებს იძლევა. თითოეული კონტროლერი კვლავ AA ტიპის ბატარეით იკვებება. Quest 3-თან აგრეთვე თავსებადია Touch Pro კონტროლერები. 

image.jpeg 

Meta-ს განცხადებით Quest 3-ის ავტონომიური დრო წინამორბედის მსგავსად თამაშის დროს 2.4 საათამდეა. კომპლექტში შემავალი საფირმო 18-ვატიანი დამტენის გამოყენებით 0-დან 100%-მდე დამუხტვისთვის საჭიროა 2 საათი. 

image.jpeg 

Quest 3-ის დანარჩენი მახასიათებლებია Wi-Fi 6E, 90 და 120 ჰერცი კადრის განახლების მხარდაჭერა, აგრეთვე პერსონალური კომპიუტერის VR-თამაშების მხარდაჭერა Air და Air Link ფუნქციების მეშვეობით. 

image.jpeg 

Quest 3-ის ანონსის მიუხედავად Meta ჯერჯერობით არ გეგმავს პოპულარული Quest 2 მოდელის გამოშვების შეწყვეტას. ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ Quest 2-ის მხარდაჭერას გააგრძელებს Quest 3-ის გამოსვლის შემდეგ და ახალ თამაშებს ორივე ჰედსეტისთვის ქმნის. თუმცა ახლანდელ პრეზენტაციაზე კომპანია ამ საკითხს არ შეხებია. 

ფოტოებზე: Quest 3 

image.pngimage.pngimage.pngimage.png 

Meta Quest 3 ჰედსეტის ფასი 128 გბ მუდმივი მეხსიერებით 499.99 აშშ დოლარი იქნება, 512 გბ-ის მქონე მოდელს - 649.99 აშშ დოლარი. მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.