Jump to content

Recommended Posts

Posted

საზოგადოების ყურადღება ამჟამად მიპყრობილია Tesla-ს ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის სერიული მიწოდებისთვის მზადებაზე, თუმცა კომპანია პარალელურად არ წყვეტს სხვა სამომავლო პროდუქტების სრულყოფას. ერთ-ერთია ადამიანისმაგვარი რობოტი Optimus, რომელიც ასევე ტეხასში მდებარე ქარხანაში აიწყობა. კომპანიამ ამ რობოტების ზოგიერთი შესაძლებლობა გააზიარა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

მოკლე ვიდეოში ახსნილია, რომ Optimus-ებმა ისწავლეს დამოუკიდებლად დააკალიბრონ თავიანთი კიდურების მოძრაობის სიზუსტე სახსრებში ჩაშენებული სენსორებისა და მანქანური ხედვის სისტემის გამოყენებით. ეს უკანასკნელი ასევე გამოიყენება ნეიროქსელების მოსამზადებლად და გარკვეული ამოცანების შესასრულებლად რობოტების სწავლებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

მაგალითის სახით ნაჩვენები იყო კონსტრუქტორის პლასტმასის ბლოკების ფერების მიხედვით დახარისხების ოპერაცია. კონსტრუქტორის ორი ფერის დეტალები განთავსებული იყო რობოტის წინ, მას უნდა დაეხარისხებინა ისინი ორ ლანგარზე ფერების შესაბამისად. რობოტი ამოცანას იმ შემთხვევაშიც უმკლავდებოდა, როდესაც გარემოება იცვლებოდა პერიოდულად - მეთვალყურე ადამიანი დეტალებს ახალ ადგილზე აწყობდა. პარალელურად დაცული იყო მეორეხარისხოვანი პირობაც - მაგალითად, კონსტრუქორის ბლოკები განთავსებული უნდა ყოფილიყო ვერტიკალურად და აუცილებლობის შემთხვევაში რობოტი მათ გადაბრუნებით უცვლიდა პოზიციას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

როგორც ცნობილია, Optimus-ის ნეიროქსელის სწავლება ხორციელდება თავად რობოტის აპარატული რესურსებით. დემონსტრაციის მსვლელობისას Optimus-ის პროტოტიპმა ასევე გამოავლინა საპირისპირო ოპერაციის შესრულების უნარი - ერთ ჯგუფში ორი ფერის ბლოკების შერევა. ამავდროულად Tesla-მ აჩვენა რობოტის მიერ წონასწორობის ერთ ფეხზე დაცვის უნარი (პირველი ფოტო ზემოთ), როდესაც რობოტი იოგას ვარჯიშებს იმიტირებს. მოძრაობის დინამიურობა და სიჩქარე, თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ვიდეო რეალურ დროშიჩაწერილი, ადამიანისას არ ჩამოუვარდება, 

Optimus-ის ფიზიკური შესაძლებლობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://t.co/dBhQqg1qyapic.twitter.com/1Lrh0dru2r 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.