Jump to content

Recommended Posts

Posted

 

 

image.jpeg 

სოციალურ ქსელ TikTok-ზე ლონ მასკის სახელით კრიპტოვალუტების თაღლითური განაწილების მორიგი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ აცხადებს Bleeping Computer. 

გამოცემის ცნობით ვიდეოები ყოველ საათში ქვეყნდება. მათში მასკი თითქოს ინტერვიუებს აძლევს მსხვილ გამოცემებს და სთავაზობს გარკვეულ საიტზე გადასვლას, სადაც კრიპტოვალუტების გაცემა ხდება. 

image.png 

წყარო: Bleeping Computer. 

თაღლითებმა შექმნეს ასობით ასეთი გვერდი, რომელთაც უმეტესად კრიპტო ბირჟების სახე აქვს. 

ვიდეოების უმეტესობა იყენებს ვებ-გვერდები- bitoxies.com, Moonexio.com, altgetxio.com, cratopex.com - მეტად მსგავს დომენებს. 

გამოცემის ჟურნალისტებმა შეამოწმეს ერთ-ერთი მათგანი: მათ შექმნეს ანგარიში პლატფორმაზე და შეიყვანეს TikTok ვიდეოში მითითებული სარეკლამო კოდი. ამის შემდეგ მათ დაპირდნენ, რომ Bitcoin-ები მათ ანგარიშზე ჩაირიცხებოდა. 

ქვემოთ მოყვანილი რინ გვიჩვენებს, რომ 0.34 BTC (დაახლოებით 9000 აშშ დოლარი) თითქოს გამოჩნდა საფულეში, თუმცა მათი გატანის მცდელობისას მომხმარებელს ჯერ მოეთხოვებოდა ანგარიშის გააქტიურება 0.005 BTC-ის (დაახლოებით 132 აშშ დოლარის) ჩარიცხვით. 

image.png 

წყარო: Bleeping Computer. 

ზოგიერთი საიტი დამატებით ითხოვს KYC ინფორმაციას, რომელიც შეიძლება  კიბერკრიმინალებმა სხვა ლეგიტიმური ანგარიშების გასატეხად გამოიყენონ. 

10 სექტემბერს უცნობმა პირებმა Vitalik Buterin-ის X-ანგარიშზე კონტროლი მოიპოვეს და ფიშინგით თაღლითური პოსტი გამოაქვეყნეს. ზარალის სავარაუდო ოდენობამ 691 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, თავად ბუტერინმა განმარტა, რომ თავდამსხმელებმა მისი SIM ბარათი შეცვალეს. 

Posted

სპამიც რომ მოდის ბოლო პერიოდში ( ნუ დიდი ნაწილი დავბლოკე და რედკათ ძვრება უკვე რაღაცა) სულ ბიტკოინში თხოულობენ გადმორიცხვებს, თუმცა ეგენი უფრო სკრომნი თანხებს ითხოვენ, ვინც მოტყუვდება შეიძლება შეეშინდეს და გადაურიცხოს კიდეც, მაგაზეა უფრო გათვლილი ეგეთი მეილები

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.