Jump to content

Recommended Posts

Posted

2019 წლის ნოემბერში ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის ანონსის შემდე კომპანია Tesla-მ დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება, რაც გულისხმობდა 100 აშშ დოლარის ოდენობის უკან დაბრუნებად დეპოზიტს, რომელიც მომხმარებელს არაფერში ავალდებულებდა. პირველ კვირაში მიღებულ იქნა 250 ათასი განაცხადი, რის შემდეგ კმპანიამ შეწყვიტა ოფიციალური სტატისტიკის რეგულარული განახლება, ხოლო Electrek-ის მსგავსმა რესურსებმა პროფილური ინტერნეტ-წყაროების ძალებით საკუთარი არაოფიციალური სტატისტიკის წარმოება დაიწყეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

ზოგიერთი ცნობით ამჟამად Tesla Cybertruck-ის წინასწარი შეკვეთის განაცხადების რაოდენობა 2 მილიონაჭარბებს. მაშინაც კი, თუ Tesla-ს ყოველი მეხუთე პოტენციური მომხმარებელი, ვინც დეპოზიტს განათავსებს, საბოლოოდ იყიდის ელექტრო პიკაპს წლების ლოდინის შემდეგ, წარმოების პროგრამა 400 000 ერთეულს გადააჭარბებს. ოფიციალური ფასები ჯერ არ გამოცხადებულა, პიკაპის ტექნიკური მახასიათებლები კი ოთხი წელია არ განახლებულა, ამიტომ წინასწარ შეკვეთების სტრუქტურის შესახებ მხოლოდ ვარაუდია შესაძლებელი.  

რაოფიციალური წყაროები მიიჩნევენ, რომ წინასწარი შეკვეთების 44.1% მოდის პიკაპის ორძრავიან, სრული ამძრავი სისტემის მქონე ვერსიაზე, ხოლო უფრო ძვირადღირებული, სამძრავიანი ვერსიის წილი 39.1%-ს შეადგენს. პიკაპის ოთხძრავიანმა ვერსიამ, რომელიც ადგილზე ე.წ „ტანკივით შემობრუნებას“ შეძლებს, პოტენციური მყიდველების 8.7% მიიზიდა. და ბოლოს, ყველაზე მარტივი, ერთძრავიანი პიკაპი მომხმარებლების 8.1-მა პროცენტმა შეუკვეთა. როგორც მოსალოდნელია, Tesla Cybertruck-ის მიწოდება სავარაუდოდ დაიწყება მიმდინარე წელს, საუკეთესო შემთხვევაში კი - მიმდინარე კვარტალში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.