Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Binance-ის ამერიკული ქვეგანყოფილება უარს ამბობს აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) თანამშრომლობაზე. ამის შესახებ მარეგულირებელმა ორგანომ სასამართლოსთვის განკუთვნილ განცხადებაში განაცხადა. 

სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპანიამ ინფორმაციის გამჟღავნების პროცედურის ფარგლებში სულ 220 მასალა გაგზავნა. თუმცა, ბევრი მათგანი არის „გაურკვეველი სქრინშოთები და დოკუმენტები თარიღებისა და ხელმოწერების გარეშე“. 

SEC-მა ასევე მიუთითა, რომ პლატფორმამ უარი თქვა მთავარი მოწმეების ჩვენების წარდგენაზე. 

„კომპანიამ შესაბამისი კომუნიკაციის შესახებ მოთხოვნებს კატეგორიული წინააღმდეგობით უპასუხა და უარი თქვა წარმოედგინა საქმიანობის შესახებ დოკუმენტები იმის მტკიცებით, რომ დოკუმენტები არ არსებობ, მხოლოდ იმის გამო, რომ SEC-მა მოგვიანებით მიიღოს [ისინი] სხვა წყაროებიდან“  - ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, Binance.US აგრძელებს თავისი პარტნიორის, არაკასტოდიალურ სერვის Ceffu-ს მომსახურებით სარგებლობას, აღნიშნეს მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა. მათი თქმით მსგავსი ქმედებები არღვევს მხარეებს შორის არსებულ შეთანხმებებს, რომლებიც კრძალავს თანხების საზღვარგარეთ გატანას. 

5 ივნისს SEC-მა შეიტანა სარჩელი Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. კომისიამ წამოაყენა 13 ბრალდება, მათ შორის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. 6 ივნისს მარეგულირებელმა გაგზავნა მოთხოვნა ბირჟის ამერიკული განყოფილების ციფრული აქტივების გაყინვის შესახებ. 

9 ივნისს პლატფორმის მომხმარებლებმა დაკარგეს დოლარის დეპონირების შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია გაყიდვები იმ პირებისგან, რომელთაც სურდათ თანხის ფიატში გატანა. ამ ფონზე პლატფორმაზე დისკონტი ჩამოყალიბდა დოლართან დაწყვილებულ Bitcoin-ის კოტირებებში - მაჩვენებელმა მიაღწია დაახლოებით 2200 აშშ დოლარს (7.3%). 

17 ივნისს SEC-მა და Binance-მა გააფორმეს შეთანხმება მომხმარებლების თანხებთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში. პლატფორმამ განაახლა აქტივების გატანა, მაგრამ კომპანიამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. 

ივლისში ჟურნალისტებმა განაცხადეს Binance-ის რამდენიმე ტოპ-მენეჯერის გადადგომის შესახებ, მათ შორის იყო სტრატეგიის მთავარი დირექტორი პატრიკ ჰილმანი. ამავდროულად ცნობილი გახდა კომპანიაში მასობრივი გათავისუფლების შესახებ; Zhao-მ ამ მოვლენებს FUD უწოდა. 

ასევე ცნობილი გახდა Binance. US-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრაიან შრედერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მასიური გათავისუფლების პარალელურად. მის შემდეგ ფილიალი დატოვეს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრიშნა ვადიმ და რისკების დეპარტამენტის უფროსმა სიდნი მაჯალიამ, აცხადებს WSJ. 

ბირჟის შიდა პრეზენტაციის თანახმად Binance.US-ის ზრდის შესაძლებლობები შეზღუდულია Zhao-სთან ბიზნესის კავშირებისა და მიმდინარე მარეგულირებელი გარემოს გამო. 

Posted

ზოგადათ წინა ძალიან ცუდი წლის შემდეგ შეშინებულები იყვნენ წელსაც ანალიტიკოსები და ვარაუდობდენ უფრო დიდ დროპებს, რომელიც ფაქტიურათ აქამდე არ ამხდარა, 15500$ წინა წლის დაცემის შემდეგ, რომელიც ძირითადათ გამოწვეული იყო ჯერ ხვონის და მერე FTX ბაზრის აბვალების ხარჯზე, ვიდრე სხვა ტიპის ნეგატიური ნიუსების წელს უკვე ზაფხულში მოასწრო ბიტკოინმა 31800$ ასვლა, მაგის შემდეგ დაეცა, მაგრამ ისევ 25000$ გააჩერეს და დღეს უკვე 27400$ ავიდა პირველათ კურსი 25000$ დროპის შემდეგ, ანუ ძალიან ნეგატიური პროგნოზები არ ამხდარა და შეიძლება არც კი ახდეს წლის ბოლომდე, სეკის სუდში ჩივილი შეიძლება მოქმედებდეს ნეგატიურათ, მაგრამ ისეთი დიდი დროპები არ გამოუწვევია, რახან კარდინალურათ არაფერი შეცვლილა ჯერ ბაზარზე წესების და აგრანიჩენიების მხრივ, ძალიან სერიოზული სტაგნაცია მაგ ყველაფერს არ გამოუწვევია მაინც

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.