Magdalena Posted September 18, 2023 Posted September 18, 2023 აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და მისი პარტნიორები აგრძელებენ მთვარის პროგრამა Artemis-ის რეალიზებას. ამ ძალისხმევის ფარგლებში კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ცოტა ხნის წინ გამოცადა მთვარის მოდულის ერთ-ერთი ძრავი Raptor კოსმოსში არსებული ცივი ტემპერატურის იმიტირების პირობებში. ფოტოს წყარო: SpaceX ტესტის ფარგლებში SpaceX-მა გატესტა ძრავი, რომელიც ოპტიმიზებულია კოსმოსში ხანგრძლივი მუშაობისთვის. NASA-მ განაცხადა, რომ კერძო კომპანიამ შეაფასა ძრავის მუშაობა "ტესტირების გზით, რომელმაც დაადასტურა, რომ ძრავის ამოქმედება შესაძლებელია უკიდურესად ცივ პირობებში, რაც განპირობებულია კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნით". შეგახსენებთ, რომ NASA-მ ილონ მასკის კომპანიასთან 2.89 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების პირობებში SpaceX-მა უნდა შექმნას დასაფრენი მოდული, რომელიც ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე წაიყვანს 2025 წელს დაგეგმილ მისია Artemis 3-ის ფარგლებში. NASA-სა და SpaceX-ს შორის დადებული კიდევ ერთი, 1.15 მლრდ აშშ დოლარი ღირებულების შეთანხმება კი ეხება მისია Artemis 4-ს, რომლის რეალიზაცია 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდებისგან განსხვავებით მოდული SpaceX Starship კოსმოსურ სივრცეში გაცილებით დიდხანს დარჩება, რაც გამოიწვევს აღჭურვილობის ტემპერატურის უფრო დაბალ დონემდე შემცირებას. გასულ თვეში SpaceX-მა ჩაატარა მეორე გამოცდა, რომლის ფარგლებში მოახდინა Raptor ძრავების მთვარის ზედაპირზე მუშაობის დემონსტრირება. მიუხედავად SpaceX-ის ძრავების წარმატებული ტესტირებისა, არსებობს შეშფოთება, რომ Raptor-თან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება შეანელოს NASA-ს მთვარის პროგრამა. ადრე დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მისია Artemis 3, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის გადაიდება. https://tinyurl.com/bde7pbwv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.